დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის №86/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.018080 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის №86/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის №86/ნ ბრძანებაში (02/06/2017 წ., www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017340) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების“:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო). სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.“. 2. მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას ასრულებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.“. 4. მე-6 მუხლის: ა) „ს“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ – „ს4“ პუნქტები: ს1) სკოლის საკოორდინაციო საბჭოსთან (შემდგომ – საკოორდინაციო საბჭო) შეთანხმებით ამტკიცებს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ს2) საკოორდინაციო საბჭოს გასაცნობად წარუდგენს სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიურ ანგარიშს; ს3) საკოორდინაციო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს სკოლის მიერ ახალი სასწავლო/სატრენინგო პროგრამული მიმართულებების დაწყებას; ს4) საკოორდინაციო საბჭოს გასაცნობად წარუდგენს სასწავლო პროგრამების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს;“; ბ) „ტ“ და „უ“ პუნქტები ამოღებულ იქნეს. 5. მე-7-მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს. 6. მე-10 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 და 102 მუხლები: „მუხლი 101. საკოორდინაციო საბჭო 1. სკოლის საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველყოფისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის წარმატებით განხორციელების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საკოორდინაციო საბჭო შედგება 5 წევრისაგან და საბჭოს უფლებამოსილების ვადა არის 2 წელი. 2. საკოორდინაციო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე. 3. საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობაში შედიან პირები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ქართული ენის სწავლებასა და საჯარო ადმინისტრირებასთან. ასევე, სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები და საჯარო მოხელეები, სკოლის თანამშრომლები, ტრენერები, მასწავლებლები და სხვა პირები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან სკოლის საქმიანობასთან და საქართველოს კანონმდებლობით არ ეკრძალებათ ასეთი საქმიანობა. 4. საკოორდინაციო საბჭო: ა) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს სკოლის განვითარების სტრატეგიული განვითარების გეგმას; ბ) ეცნობა დირექტორის მიერ წარდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიურ ანგარიშს; გ) დირექტორის მიერ წარდგენილ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელების წლიური ანგარიშის გათვალისწინებით საკოორდინაციო საბჭო საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში შეიმუშავებს და დირექტორს წარუდგენს სკოლის განვითარებასთან დაკავშირებულ ერთობლივ რეკომენდაციებს; დ) დირექტორის წარდგინებით ითანხმებს სკოლის მიერ ახალი სასწავლო/სატრენინგო პროგრამული მიმართულებების დაწყებას; ე) დირექტორის წარდგინებით ეცნობა სასწავლო პროგრამების განხორციელების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს, რის შემდეგაც საბჭო თავისი შენიშვნებსა და რეკომენდაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს დირექტორს. 5. საკოორდინაციო საბჭო მოქმედებს ანაზღაურების გარეშე. 6. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულად და მატერიალურად უზრუნველყოფს სკოლა. იგი ანაზღაურებს საკოორდინაციო საბჭოს წევრთა სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლება-მოვალეობათა შესრულებასთან. მუხლი 102. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის წესი 1. საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ წესდებით დადგენილი წესით საკოორდინაციო საბჭოს შეკრების პირველ სხდომაზე. 2. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 3. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, საბჭოს თავმჯდომარის ან დირექტორის მიერ. საბჭოს სხდომა ასევე მოიწვევა საბჭოს არანაკლებ 2 წევრის ინიციატივით, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 4. საკოორდინაციო საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის ოქმების მომზადებას. 5. საკოორდინაციო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი განცხადებით; ბ) საკოორდინაციო საბჭოს წევრი სისტემატურად, ერთი წლის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ არ დაესწრო საკოორდინაციო საბჭოს სხდომებს; გ) პირი სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდამჭერის მიმღებად ცნო; დ) გარდაიცვალა. 6. საკოორდინაციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ახალი წევრის დანიშვნა უნდა მოხდეს არაუგვიანეს ორი თვის განმავლობაში.“. 7. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები