„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 79/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018079
79/ნ
13/09/2021
ვებგვერდი, 14/09/2021
430010000.22.022.018079
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №79/ნ

2021 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2011; სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 47-ე პუნქტი:

„47. 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მიზნებისათვის:

ა) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2021 წლის 1 ოქტომბრამდე სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას წარუდგინოს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი, რომელზეც გამოაცხადებს მომდევნო სასწავლო წლისათვის მიღებას, ჩასაბარებელი საგნების მითითებით. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ამოწმებს დაწესებულების მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორეს და გადამოწმების შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 2021 წლის  10 ოქტომბრისა, დამოწმებულ ინფორმაციას აგზავნის ცენტრში. ცენტრი სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არაუგვიანეს 2021 წლის 15 ოქტომბრისა, განათავსებს ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე;

ბ) სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისწორის დადასტურებისას იმ პროგრამებზე, რომელთა მისანიჭებელი კვალიფიკაციები შეესაბამება „ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებას, „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 10 აპრილის №69/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანამდე, ეყრდნობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, მისანიჭებელი კვალიფიკაციებისა და ჩასაბარებელი სავალდებულო საგნების ნაწილში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი