„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 15/09/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010240060.57.069.016180
32
15/09/2021
ვებგვერდი, 16/09/2021
010240060.57.069.016180
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №32

2021 წლის 15 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

 

„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15.06.2017, 010240060.57.069.016110) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების №2 დანართი შეიცვალოს ამ ბრძანებას თანდართული დანართით.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე




დანართი №2

იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდები, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე

CPV კოდი

CPV კოდის დასახელება

1

45200000 *

სამუშაოები მთლიანი ან ნაწილობრივი მშენებლობისათვის და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები

2

45500000

სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის/ინჟინერიის მანქანა-დანადგარებისა და მათი ოპერატორების დაქირავება

3

50100000

სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

4

50200000

თვითმფრინავების, რკინიგზის, საგზაო და საზღვაო მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

5

50300000

პერსონალური კომპიუტერების, საოფისე აპარატურის, სატელეკომუნიკაციო და აუდიოვიზუალური მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურება და მათთან დაკავშირებული მომსახურებები

6

50400000

სამედიცინო და ზუსტი საზომი აპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

7

50500000

ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე, მანქანა-დანადგარების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

8

50700000

შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება

9

51700000

ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობების მონტაჟი

10

55500000

სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების საწარმოების მომსახურება

11

65100000

წყლის განაწილება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები

12

66500000

სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები

13

79500000

ოფისის მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურებები

14

85100000

ჯანდაცვის სამსახურის მომსახურებები

15

90400000

ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები

* აღნიშნულ CPV კოდზე ელექტრონული ტენდერი შესაძლებელია ჩატარდეს პრეისკურანტის საფუძველზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის სამუშაოს, სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოს ან/და საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების მიმდინარე ან/და პერიოდული შეკეთების სამუშაოს ან/და საავტომობილო გზებზე სასწრაფოდ განსახორციელებელ სარეაბილიტაციო სამუშაოს, რომელიც მოიცავს საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას ან/და ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასა და ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში შესასრულებელ სამუშაოს, ან/და იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 26 აპრილის №185 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოს შესყიდვას.