დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო |
| მიღების თარიღი | 10/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 15/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210060.74.086.016022 |
|
„რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1.
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რაიონული (საქალაქო), თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 16 ივნისის №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010210060.74.086.016003) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-11 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიქმნას სპეციალიზებული სასამართლო კოლეგიები: ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგია; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია; გ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია; დ) საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგია.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სპეციალიზებულ სასამართლო კოლეგიებში მოსამართლეთა რაოდენობა განისაზღვროს: ა) სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში – 61 მოსამართლით; ბ) ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში – 37 მოსამართლით; გ) სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში – 34 მოსამართლით; დ) საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიაში – 19 მოსამართლით.“.
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 15 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები