“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის №250 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის №250 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 611
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 13/08/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 02/06/2003
სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.11.114.004.910
  • Word
611
06/08/2001
სსმ, 84, 13/08/2001
200.020.000.11.114.004.910
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის №250 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
“საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის №250 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ”

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.020.000.11.114.004.910

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

ბრძანება 611

2001 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს  საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის №250 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 30 ივნისის №280 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის “ო” ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სტრუქტურული რეორგანიზაცია და საგადასახადო პოლიტიკის, გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველოს, ვადაგადაცილებულ დავალიანებათა წარმოშობის ანალიზისა და იძულებითი გადახდევინების მეთოდების სამმართველოს, გადამხდელთა მომსახურებისა და რეგისტრაციის სამმართველოს და აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს ნაცვლად ჩამოყალიბდეს საგადასახადო შემოსავლების ანალიზის, გადამხდელთა მომსახურების და დაბეგვრის პოლიტიკის სამსახური.

2. “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000 წლის 4 სექტემბრის №250 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“ 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) თავმჯდომარის აპარატი;

ბ) საგადასახადო შემოსავლების ანალიზის, გადამხდელთა მომსახურების და დაბეგვრის პოლიტიკის სამსახური;

გ) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის  სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველო;

დ) კომპიუტერული სიტემების სამმართველო;

ე) საფინანსო-სამეურნეო სამმართველო;

ვ) კადრების განყოფილება;

ზ) იურიდიული განყოფილება;

თ) საგადასახადო საჩივრების განყოფილება;

ი) საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება”.

ბ) დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის

სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები:

1. თავმჯდომარის აპარატი:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას;

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის თათბირების ორგანიზაციას, თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს სხდომების მომზადებას, შესაბამისი დოკუმენტების გაფორმებას და ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე;

გ) აწარმოებს შემოსული და გასული კორესპონდენციის, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებებისა და დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების ორგანიზაციას და თავმჯდომარის ინფორმირებას გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ;

დ) უზრუნველყოფს თავმჯდომარის ურთიერთობას საზოგადოებასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ე) ახორციელებს თავმჯდომარის მითითების და ბრძანების შესრულების კოორდინაციას და მათი დროული და ეფექტური უზრუნველყოფის მიზნით.

2. საგადასახადო შემოსავლების ანალიზის, გადამხდელთა მომსახურებისა და დაბეგვრის პოლიტიკის სამსახური;

2.1 საგადასახადო შემოსავლების ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო:

ა) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულებასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ანგარიშგების შედგენას გადასახადების სახეების და გადამხდელთა ეკონომიკური საქმიანობის დარგების მიხედვით;

ბ) შეიმუშავებს საპროგნოზო მაჩვენებლებს საგადასახადო ინსპექციებისათვის;

გ) აანალიზებს ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიენებების, წარმოშობილი ზედმეტობებისა და წინასწარ გადახდილი გადასახადების წარმოქმნის ძირითად მიზეზებს და შეიმუშავებს მათი აღმოფხვრის მიმართულებებს;

დ) აანალიზებს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმებს და და განსაზღვრავს საგადასახადო ინსპექციების მუშაობას საგადასახადო შემოსავლების საგეგმო პარამეტრების შესრულების, წარმოქმნილი ვადაგადაცილებული დავალიანებების შემცირებისა და სხვა მიმართულებით.

2.2. გადამხდელთა დაბეგვრისა და კონტროლის მეთოდების სამმართველო:

ა) მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას;

ა) შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადების ინსტრუქციის პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს;

ბ) შეიმუშავებს ურჩ გადამხდელთა გამოვლენის მეთოდებსა და პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს საქართველოსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის შემოსავლებისა და ქონების ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადის გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების მიმართ;

დ) შეიმუშავებს გადასახადის იძულებითი მეთოდებით ადმინისტრირების პროგრამებს.

2.3. გადამხდელთა მომსახურებისა და რეგისტრაციის სამმართველო:

ა) შეიმუშავებს წინადადებებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ;

ბ) შეიმუშავებს საგადასახადო დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს;

გ) იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საჯარო მოსამსახურეთა მიერ შემოსავლების და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საგადასახადო ინსპექციებში წარდგენის მდგომარეობის შესახებ;

დ) შეიმუშავებს საგადასახადო ორგანოების მიერ გადამხდელთა მომსახურების მეთოდებს.

3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების მონიტორინგის სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახდენს მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომპიუტერულ დამუშავებას;

ბ) საგადასახადო ინსპექციებზე გაცემული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების რეესტრის წარმოებას და კონტროლს;

გ) ახდენს გაუქმებული ანგარიშ-ფაქტურების და აღრიცხვის სხვა ბლანკების კომისური წესით განადგურების კონტროლს;

დ) ახდენს დღგ-ს ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახული იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ნომრების შესაბამისობის კონტროლს, რომელთა მიხედვითაც მოხდენილია გადახდილი თანხების ჩათვლა.

4. საგადასახადო ინსპექციების საქმიანობის კოორდინაციის განყოფილება:

ა) უზრუნყოფს საპროგნოზო დავალებების დაყვანას საგადასახადო ინსპექციებამდე;

ბ) იღებს ინფორმაციას საგეგმო პარამეტრების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ) ახორციელებს საგადასახადო ინსპექციების მიერ მიღებული დავალებებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესრულების კონტროლს.

5. საგადასახადო საჩივრების განყოფილება:

ა) კოორდინაციას უწევს საგადასახადო ინსპექციებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით, სამართლებრივ დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საჩივრების განხილვისას;

ბ) აანალიზებს გადამხდელთა შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის შედეგებს;

გ) განიხილავს საგადასახადო ინსპექციებში გადაწყვეტილებებზე და მათ თანამდებობის პირთა მოქმედებებზე (უმოქმედობაზე) გადასახადის გადამხდელთა შუამდგომლობას და აპელაციას და ამზადებს შესაბამის დასკვნებს, რომლის საფუძველზეც ხდება გადაწყვეტილების მიღება.

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს დეპარტამენტს სასამარლოში საქმეთა განხილვის დროს.

6. საფინანსო-სამეურნეო სამმართველო:

ა) ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სწორად წარმოების, ბიუჯეტიდან გამოყოფილი და სხვა სახსრების დანიშნულებისამებრ და ეკონომიკურად ხარჯვის ღონისძიებებს;

ბ) საგადასახადო ინსპექციებიდან იღებს, აანალიზებს და საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში წარადგენს ნაერთ ანგარიშებს;

გ) ადგენს საგადასახადო ორგანოების ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს;

დ) ახორციელებს დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

7.  იურიდიული განყოფილება:

ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ მომზადებული მეთოდური მითითებების, ინსტრუქციებისა და სხვა ნორმატიული აქტების სამართლებრივ ექსპერტიზას;

ბ) ახორციელებს საგადასახადო ინსპექციების სამართლებრივ უზრუნველყოფას;

გ) დადგენილი წესის შესაბამისად იცავს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებებს სასამართლოში.

8. კადრების განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს საჯარო მოსამსახურეთა დანიშვნა-განთავისუფლების შესახებ ბრძანებებს;

ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას, საპენსიო საბუთების გაფორმებას, წოდებათა მინიჭების საკითხების მომზადებას;

გ) უზრუნველყოფს შრომის დისციპლინის დაცვას;

დ) მონაწილეობს კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზებაში.

9. კომპიუტერული სისტემების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს ტერიტორიულ საგადასახადო ინსპექციებს საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით;

ბ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციების კომპიუტერული სისტემების ერთიანობასა და მონაცემთა ბაზების დაცვას;

გ) ახორციელებს სასწავლო მასალის მომზადებას და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას კომპიუტერებითა და ტელესაკომუნიკაციო სისტემათა სარგებლობის შესახებ.”

3. დაევალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საკადრო რესურსების მართვის სამმართველოს (მ. ირემაშვილს) და ფინანსებისა და საბუხჰალტრო აღრიცხვის სამმართველოს (ვ. ფირცხალავას) უზრუნველყოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საშტატო განრიგში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. მაჭავარიანი