დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2001 წლის 11 აპრილის №21 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე.” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 39 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 03/08/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 39, 23/04/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.010.11.113.004.893 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.010.11.113.004.893
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის
ბრძანება №39
2001 3 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2001 წლის 11 აპრილის №21 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის 36-ე მუხლის, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურის და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს დებულების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 1 დეკემბრის №703 ბრძანებულების შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2001 წლის 11 აპრილის №21 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება.
1. დებულების მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13 დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე (მათ შორის, ერთი პირველი), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.”.
2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის IV1 თავი.
„IV1. დეპარტამენტის სტრუქტურა
151. დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სტრუქტურაშია:
ა) საორგანიზაციო-საფინანსო სამმართველო;
ბ) ენერგეტიკული სამმართველო;
გ) ტექნიკური სამმართველო;
დ) სერტიფიკაციისა და სათბობის ხარისხის სამმართველო;
ე) იურიდიული სამსახური..
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. მირცხულავა
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები