„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 228
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017502
228
09/09/2021
ვებგვერდი, 10/09/2021
200090000.22.033.017502
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 228

2021 წლის 9 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

         „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

            ვბრძანებ:


მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დანართი № III-24  ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.       

2. 75-ე მუხლის:

ა) 71 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​1. დეკლარაციის „ბ“ დანართის IV ნაწილში მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161​1 მუხლის შესაბამისად  სამეურვეო ქონების აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის ან სხვა წესით შესყიდვისას შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რეალიზაციის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების მესაკუთრის საიდენტიფიკაციო ნომერი და დასახელება, საქონლის/სამეურვეო ქონების შესყიდვის თარიღი და დღგ-ის თანხა.“;

ბ) 75 და  76 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7​5. დეკლარაციის „ბ“ დანართის VIII ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება) და არ გამოიწერება მასზე კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. VIII ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის იმ დეკლარაცი(ებ)ის ნომერი, სადაც განხორციელდა კორექტირებამდე დასაბეგრი ოპერაციის დეკლარირება, მე-3 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაციის საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რომლითაც ხდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის შემცირება. ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით დარიცხულ დღგ-ზე მეტი.

7​6. დეკლარაციის „ბ“ დანართის IX ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 179-ე მუხლის შესაბამისად განხორციელდა დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). IX ნაწილის მე-2 სვეტში მიეთითება დღგ-ის დეკლარაცი(ებ)ის სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე დღგ-ით უკუდაბეგვრით დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ის დეკლარაციით და უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი, თუ კორექტირებამდე უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაცია დადეკლარირდა დღგ-ით უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით. მე-3 სვეტში მიეთითება ამავე დანართში მითითებული დღგ-ის დეკლარაციის/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშების შესაბამისი საანგარიშო პერიოდი და მე-4 სვეტში მიეთითება დღგ-ის თანხა, რითაც ხდება დღგ-ით უკუდაბეგვრის დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირება (შემცირება). ამასთან, მე-4 სვეტში დეკლარირებული დღგ-ის თანხა არ უნდა იყოს ამავე დანართის მე-2 სვეტში მითითებული დღგ-ის დეკლარაციით/უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის გაანგარიშებით უკუდაბეგვრის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაზე დარიცხულ დღგ-ზე მეტი. ამასთან, აღნიშნულ დანართში მითითებული დღგ-ის თანხა გადაიტანება დღგ-ის დეკლარაციის III ნაწილის მე-10 გრაფაში.“. 

3. 755 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე – 173-ე მუხლების თანახმად, დღგ-ისგან გათავისუფლებულ საქონელზე.“.

4. 109-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ფიზიკური პირი აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1651 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმების პირობებს, მას შეუძლია მიმართოს საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებისა და ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლის მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში, მიუხედავად ფიქსირებულ საშემოსავლო გადასახადზე გადასვლისა, პირი ვალდებულია შეასრულოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი