დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 63/2021 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 08/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010210010.15.008.016591 |
63/2021
08/09/2021
ვებგვერდი, 09/09/2021
010210010.15.008.016591
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
|
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისათვის საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის, 141-ე მუხლის მე-6 პუნქტის, მე-9 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 143-ე მუხლის მე-8 პუნქტის, 144-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 145-ე მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5-ე-7-ე პუნქტებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
თუ წარდგენილი არ არის საკრებულოს წევრობის კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი ანდა ფოტოსურათი, პარტიული სია ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი საკრებულოს წევრობის კანდიდატი საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება, თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატის ფოტოსურათი და პერსონალური/საიდენტიფიკაციო მონაცემები იძებნება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ფორმირებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.
|
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები