დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 454 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.023010 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/02/2015, 040030000.10.003.018446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-8 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. საქართველოს ტყეში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას დიდი ფართობის მქონე შესამოწმებელი ობიექტის შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შერჩევითი წესით, კონკრეტული შესამოწმებელი ფართობების შერჩევა ხორციელდება შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემოწმების მიმდინარეობისას.“. 2. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების: ეროვნული სატყეო სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე (გარდა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელების მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისა) უკანონო ჭრების ან გამოყოფილ ტყეკაფებში ტყის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის შემოწმების განხორციელების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს გამოსცემს მინისტრი.“. 3. მე-10 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის (გარდა ნავთობისა, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლისა) სფეროში რეგულირების ობიექტი საქმიანობას საქართველოს გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტის (აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) გარეშე ახორციელებს, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობა გარემოს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის და მისი აღმოფხვრა სავალდებულოა, თუმცა ამის დაუყოვნებლივ განხორციელება შეუძლებელია, ან რეგულირების ობიექტის საქმიანობამ შეიძლება, საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან/და მტკიცებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოების სრულ აღმოფხვრამდე რეგულირების ობიექტისთვის შესაბამისი ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ (საჭიროების შემთხვევაში, დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი, რასთან დაკავშირებითაც დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის მიერ ხდება ამ წესის №1 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის შედგენა). რეგულირების ობიექტისთვის ქმედების მთლიანად ან ნაწილობრივ შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება ადმინისტრაციული მიწერილობის სახით (დანართი №5) და იგი წარედგინება რეგულირების ობიექტს. მისი შესრულება სავალდებულოა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება, გასაჩივრდეს სასამართლოში. გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას.“. 4. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. საქმიანობის შედეგად გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმებია: ა) გამწმენდი მოწყობილობის/დანადგარების გამოუყენებლობა ან უქონლობა; ბ) საწარმოს ექსპლუატაციისას დამაბინძურებელი ნივთიერებების დადგენილი ნორმების 5-ჯერ ან მეტჯერ გადამეტება; გ) საწარმოს ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა, რამაც ისეთი ემისია გამოიწვია, რაც საწარმოს ტექნოლოგიური ციკლით არ იყო გათვალისწინებული; დ) საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით აკრძალულ ტერიტორიაზე.“. 5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რეგულირების ობიექტის შემოწმების დაწყებიდან შემოწმების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 120 კალენდარულ დღეს.“. 6. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება 1. ლაბორატორიული სინჯების აღება და გაზომვების ჩატარება უნდა განხორციელდეს მოქმედი წესების შესაბამისად. 2. ლაბორატორიული სინჯების აღებისას დანართ №1-ით გათვალისწინებული დოკუმენტი არ შედგება და შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, ლუქის ნომრები) აისახება ინსპექტირების აქტებში. 3. საავტომობილო ბენზინისა და დიზელის სინჯების აღება ხდება მისი შესყიდვით, რომლის ხარჯებსაც გაიღებს დეპარტამენტი. საავტომობილო საწვავის (ბენზინი/დიზელი) სინჯების აღება და დალუქვა ხდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან: ა) ერთი ეგზემპლარი იგზავნება ლაბორატორიაში; ბ) მეორე ეგზემპლარი ინახება დეპარტამენტში არანაკლებ ოთხი თვის ვადით; გ) მესამე ეგზემპლარი რჩება რეგულირების ობიექტთან. ასეთ შემთხვევაში, მესამე ეგზემპლარის შესყიდვა დეპარტამენტის მიერ არ ხორციელდება.“. 7. მე-20 მუხლის: ა) მე-3 და 31 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეგულირების ობიექტის შემოწმება დასრულებულად მიიჩნევა ინსპექტირების შესახებ შემოწმების აქტის (დანართი №4) შედგენით, რომელსაც უზრუნველყოფს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი. ინსპექტირების შესახებ შემოწმების აქტში აისახება შემოწმებისას განხორციელებული ქმედებები, შემოწმების შედეგები და გამოვლენილი დარღვევები. 31. რეგულირების ობიექტის შემოწმების დასრულების შემდეგ შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოამზადოს შემოწმების ანგარიში, რომელიც, დადგენილი წესით, წარედგინება დეპარტამენტის უფროსს.“; ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თუ დეპარტამენტის მიერ რეგულირების ობიექტისთვის ან რეგულირების ობიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირისთვის შემოწმების შესახებ სამართლებრივი აქტის, ინსპექტირების აქტის, ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარება (გაცნობა) ვერ ხერხდება, ან იგი უარს აცხადებს ჩაბარებაზე, ჩაბარებად (გაცნობად) ჩაითვლება აღნიშნული დოკუმენტების გაგზავნა რეგულირების ობიექტის საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე, ხოლო თუ აღნიშნულიც ვერ ხერხდება – ჩაბარებად (გაცნობად) ჩაითვლება დოკუმენტების განთავსება შესაბამის სამართლებრივ აქტში, ინსპექტირების აქტში ან ადმინისტრაციულ მიწერილობაში მითითებული რეგულირების ობიექტის ტერიტორიის თვალსაჩინო ადგილზე. თვალსაჩინო ადგილად მიიჩნევა: ა) რეგულირების ობიექტის საინფორმაციო დაფა; ბ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის დროებით ან მუდმივად განთავსებული შენობა; გ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიის შემომფარგვლელი ღობე.“. 8. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ რეგულირების ობიექტის ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ფაქტი, რეგულირების ობიექტი ვალდებულია, აანაზღაუროს გარემოსთვის მიყენებული ზიანი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას ზიანის ოდენობის გამოანგარიშებას, დადგენილი წესით, უზრუნველყოფს დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე.“. 9. 22-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა იწვევს რეგულირების ობიექტებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.“. 10. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. გაზომვების ჩატარების, სინჯების აღებისა და ლაბორატორიული ანალიზების ხარჯების ანაზღაურება, რომელთა საფუძველზეც დადასტურდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრება დამრღვევ რეგულირების ობიექტს (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა).“.
|
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები