„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023008
452
07/09/2021
ვებგვერდი, 09/09/2021
470000000.10.003.023008
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №452

2021 წლის 7 სექტემბერი

   ქ. თბილისი

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №18 დანართის (რეფერალური მომსახურება) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტები:

„კ) პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულების მიერ შესაძლებელია ამ დადგენილების №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა“) მე-2 მუხლის („პროგრამის მოსარგებლეები“) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისთვის იზოლაციის სივრცის გამოყოფა და შესაბამისი სერვისის მიწოდება;

ლ) ამ მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით (თვის ლიმიტი 126.6 ათასი ლარი);

მ) ამ მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიწოდების პერიოდში პროგრამის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება თავისუფლდება პროგრამის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოსარგებლეებისთვის პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამული სერვისის მიწოდების ვალდებულებისგან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი