დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 233 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 14/09/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200090000.22.033.017503 |
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. 107-ე მუხლის მე-4 პუნქტის შენიშვნის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ლიცენზიის/მისი ნაწილის იჯარით გაცემისას, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენას და მოსაკრებლის თანხის გადახდას ახორციელებს ლიცენზიის მესაკუთრე.“. 2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე პუნქტი: „50. თუ 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა და მოსაკრებლის გადახდა განხორციელებულია ლიცენზიის იჯარით მიმღები პირის მიერ, ამ ნაწილში ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება ლიცენზიის მესაკუთრის მიერ. მაგალითი: პირზე (ლიცენზიის მესაკუთრეზე) გაცემულია სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) მოპოვების ლიცენზია, რომელზეც დამტკიცებულია ათვისების შესაბამისი გეგმა. პირს (ლიცენზიის მესაკუთრეს) 2018 წლის პირველი იანვრიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია სრულად იჯარით აქვს გადაცემული სხვა პირზე (ლიცენზიის იჯარით მიმღებ პირზე). ვარიანტი პირველი: 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშება წარდგენილია და ამ გაანგარიშების საფუძველზე დარიცხული მოსაკრებლის თანხა გადახდილია ლიცენზიის იჯარით მიმღები პირის მიერ. ვარიანტი მეორე: 2018 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშებები საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი არ არის. ამასთან, არ არის გადახდილი კუთვნილი მოსაკრებლის თანხა. პირველ ვარიანტში: ლიცენზიის იჯარით მიმღები პირის მიერ 2021 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა და ამ გაანგარიშების საფუძველზე დარიცხული მოსაკრებლის თანხის გადახდა, ამ ნაწილში ჩაეთვლება ლიცენზიის მესაკუთრეს შესრულებულად. მეორე ვარიანტში: იჯარით გაცემულ ლიცენზიაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გაანგარიშების წარდგენა და ამ გაანგარიშების საფუძველზე დარიცხული მოსაკრებლის თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრება ლიცენზიის მესაკუთრეს.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები