„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 448
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.023004
448
03/09/2021
ვებგვერდი, 06/09/2021
470000000.10.003.023004
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №448

2021 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 31/12/2020; 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა):

1. მე-2 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე  საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი, მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა და №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ინფიცირებულია  ან/და საეჭვოა COVID-19-ით ინფიცირებაზე და ამასთან, მისი ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული პირები (მოქალაქეობის სტატუსისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად).“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. პროგრამის მე-3 მუხლის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპონენტის მოსარგებლეა 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირი, ასევე №164 განკარგულებით განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის ოჯახის წევრს (შვილი, მშობელი, მეუღლე) წარმოადგენს საქართველოს მოქალაქე.“.

2. მე-3 მუხლის

ა) „გ“ ქვეპუნქტის:

ა.ა) „გ.ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ბ2“ ქვეპუნქტი::

„გ.ბ2) COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მართვას მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ „საველე ჰოსპიტლებში;“;

ა.ბ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის/კოვიდ სასტუმროს ექიმის მიმართვის საფუძველზე, საიზოლაციო სივრცეში მყოფი (ბინაზე ან კოვიდსასტუმრო) COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ბენეფიციარების ამბულატორიულ დიაგნოსტიკას (COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ორსულების შემთხვევაში, ამბულატორიულ დიაგნოსტიკას ემატება ექიმის კონსულტაცია);“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული მულტისისტემური ანთებითი სინდრომით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირთა ინტრავენური იმუნოგლობულინით უზრუნველყოფა;“;

გ)   „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ2“ ქვეპუნქტით, ასევე „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული იმ პერსონალის (რეანიმატოლოგი, ინფექციონისტი, თერაპევტი და სხვა ექიმი სპეციალისტი, უმცროსი ექიმი, ექთანი, სანიტარი) დამატებით  ანაზღაურებას, რომელიც ჩართულია ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საეჭვო და/ან დადასტურებული შემთხვევების მართვაში;“;  

დ)  „პ“ ქვეპუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ.გ“ქვეპუნქტი:

„პ.გ) COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;“;

ე) „ჟ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ და „ს“ ქვეპუნქტები:

„რ) ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ხელშეწყობას, მათ შორის:

რ.ა)  ახალი კორონავირუსით საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებებიდან გამომდინარე, უსაფრთხო სისხლის მარაგის შექმნისა და ქვეყნის მასშტაბით სისხლის კომპონენტებით სამედიცინო ბაზრის დაკმაყოფილების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების მქონე სისხლის ბანკის (ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას №29-ში მდებარე (ნაკვეთი 07/081) შენობა №2-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.10.15.007.081) მეორე სართული) რეაბილიტაცია;

რ.ბ) ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გაფართოების მიზნით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას №29-ში მდებარე შენობა №2-ის (მიწისზედა პირველი სართულის პირველი და მეორე ფლიგელი) რეაბილიტაცია;

რ.გ) კოვიდ-19-ის დიაგნოსტირების ცენტრების მოწყობა და, მოსალოდნელი წერტილოვანი ეპიდაფეთქებების მყისიერად მართვის მიზნით, ორი ერთეული მობილური პჯრ ლაბორატორიის შესყიდვა, ასევე დიაგნოსტირებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების უზრუნველყოფა;

ს) COVID-19-ის მკურნალობის მიზნით ანტივირუსული მედიკამენტის − რემდესივირის შესყიდვისათვის სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ საჭირო თანხის სუბსიდიით უზრუნველყოფას არაუმეტეს 905 000 ლარისა.“.

3. მე-4 მუხლის:

ა)  „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ2“ ქვეპუნქტი:

„დ.ბ2) „გ.ბ2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით; ამასთან, ფაქტობრივი ხარჯი მოიცავს პაციენტის მკურნალობასთან ან/და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მათ შორის, კვება), ასევე სამედიცინო პერსონალის ხელფასებს/დანამატებს,  კომუნალურ და საკანცელარიო/სამეურნეო ხარჯებს.“;

ბ) „დ“  ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.“;

გ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის დამატებითი ანაზღაურება გაიცემა ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტის „თ.გ“ ქვეპუნქტით   განსაზღვრული ოდენობით.“.                                

 4.  მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. პროგრამის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

5. მე-6 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ბ2“ ქვეპუნქტი:

„დ.ბ2) „გ.ბ2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები;“; 

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) „გ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელია საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება.“.

6. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 7. პროგრამის განმახორციელებელი

1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ (2021 წლის 1 მარტამდე), „გ“, „გ1“  „დ“ (2021 წლის 1 მარტამდე), „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“ (2021 წლის 1 მარტამდე) და „ი“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.

11. 2021 წლის 1 მარტიდან პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „დ“,„თ“ და „რ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.

2. პროგრამის მე-3 მუხლის  „ბ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების, ასევე „პ“ ქვეპუნქტის „პ.ბ“ ქვეპუნქტისა და „პ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების/საქონლის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით შესყიდვის შემთხვევაში, განმახორციელებელია ცენტრი.

3. პროგრამის მე-3 მუხლის „კ“, „ნ“ და „ს“ ქვეპუნქტების, ასევე „პ“ ქვეპუნქტის „პ.ა“ (გარდა ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულისა) და „პ.გ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტრო.

4.  პროგრამის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის განმახორციელებელია გადაუდებელი დახმარების ცენტრი.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა პირველი მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „გ“ ქვეპუნქტების, ასევე  მე-3 პუნქტის „ა“  და „გ“ და მე-5 პუნქტის „ა“  ქვეპუნქტებისა.  პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ა.ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, ასევე  მე-3 პუნქტის „ა“  და „გ“ და  მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 20 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი