„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 125(4) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 125(4) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/09/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016604
21
03/09/2021
ვებგვერდი, 06/09/2021
010250050.35.105.016604
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 125(4) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 125(4) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №21

2021 წლის 3 სექტემბერი

ქ. ზუგდიდი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 აგვისტოს №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/08/2021, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016603) შეტანილ იქნეს ცვლილება: 

ა)  დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  64-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-14 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 2401 მუხლის, 242-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების და ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 252-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილების, 268-ე მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 271-ე მუხლის პირველი ნაწილის, 272-ე მუხლის, 273-ე მუხლის, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის, 282-ე მუხლის, 283-ე მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 ნაწილების, 286-ე მუხლის, 287-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 288-ე მუხლის, 288მუხლის, 288მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 288მუხლის, 288მუხლის, 2887 მუხლის, 290-ე მუხლის პირველი, 12, 13, 14, მე-3, 31 და მე-6 ნაწილების, საქართველოს კანონის – „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20, 22-ე და 25-ე მუხლების, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/344 ბრძანების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების, „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანების, „შპს ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254-ე მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საჩივრის განმხილველ და გადაწყვეტილების მიმღებ პირად განსაზღვრის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 12 აგვისტოს №19 დადგენილების საფუძველზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-21 მუხლი:

21 მუხლი.

დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი, მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი და მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ნოემბრიდან.

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ჭეჟია



დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შპს „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტის“ მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

1. ეს წესი, მოქმედი სამართლებრივი აქტების გათვალისწინებით, განსაზღვრავს შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ (ს/კ 220413844) (შემდგომში   სამართალსუბიექტი) მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, აღრიცხვა-ანგარიშგების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრებისა და ზემდგომ ორგანოში წარდგენის სამართლებრივ მექანიზმებს.

2. სამართალსუბიექტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვას, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგებას და შევსებას ახორციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და სხვა მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

 

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებაზე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი

საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ბურთულიანი კალმით (შემდგომში   საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი) ან ელექტრონული ფორმით (შემდგომში   ელექტრონული საჯარიმო ქვითარი) ავსებს სამართალსუბიექტის მიერ შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი (შემდგომში   უფლებამოსილი პირი).

 

მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი და მისი შევსება

1. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რა დროსაც უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს სამართალდარღვევის საქმეს და დამრღვევს ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს (ჯარიმას), მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას. სამართალდარღვევის ფაქტზე სამართალდამრღვევის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

2. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია უფლებამოსილი პირი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია დააფიქსიროს ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ფაქტი (მათ შორის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების პროცესი). ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ უფლებამოსილი პირი ავსებს საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

4. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2) შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.

5. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შეიცავს ბეჭდის ადგილებს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება სამართალსუბიექტის იმ უფლებამოსილი უფლებამოსილი პირების მიერ, რომლებიც აწარმოებენ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.

6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილზე მისი შემვსები უფლებამოსილი პირის მიერ დაიტანება:

 ა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების თარიღი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების რიცხვი, თვე და წელი);

ბ) შევსების ადგილი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების ადგილი);

გ) შემვსების თანამდებობა, სახელი და გვარი (მიეთითება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი);

დ) სამართალდამრღვევის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა) (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში და მიეთითება სამართალდამრღვევის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);

ე) სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მარკა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, რომელზეც დგება საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი);

ვ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა), დრო (მიეთითება საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების დრო), არსი (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოება), სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების განთავსება სამართალდარღვევის ჩადენის ადგილთან მიმართებაში);

ზ) სასკ-ის (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი და ნაწილი, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება);

თ) ჯარიმის ოდენობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა);

ი) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300823254; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300823254; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300823254;

კ) მოწმე ან სხვა მონაწილე პირი (ივსება მოწმის ან სხვა მონაწილის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება მოწმის ან სხვა მონაწილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);

ლ) სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება (ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის და მის მიერ ახსნა-განმარტების მიცემის შემთხვევაში და მიეთითება ახსნა-განმარტების (დანართი 3) რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება).

8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის პირველ ნაწილში დატანილ ინფორმაციას „სამართალდამრღვევის ხელმოწერა“ სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს სამართალდამრღვევი, ინფორმაციას „საჯარიმო ქვითრის შემვსების ხელმოწერა“ - საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები უფლებამოსილი პირი, ხოლო ინფორმაციას „მოწმის ან სხვა მონაწილე პირის ხელმოწერა“ მოწმის ან სხვა მონაწილე პირის არსებობის შემთხვევაში – მოწმე ან სხვა მონაწილე პირი.

9. საჯარიმო ქვითრის მე-2 ნაწილი – საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ პირველი ნაწილის შესაბამისად.

10. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N12). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს - შპს „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №79).

საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1254 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-12-მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.parking.zugdidi.gov.ge

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის და 1254 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300823254.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300823254.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 ნაწილების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300823254.

ცხელი ხაზი: 577 01 22 22

დამკვეთი: დამამზადებელი:

მისამართი: ... რეგისტრაციის №”.

11. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ უფლებამოსილ პირს.

12. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი უფლებამოსილი პირის მიერ, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე ეგზემპლარი ითვლება ჩაბარებულად. დამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავი ახსნა-განმარტება (დანართი 3) სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, რომელიც დაერთვება საჯარიმო ქვითარს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და ჩაბარდება ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.

13. სამართალდამრღვევის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისას სამართალდარღვევა დააფიქსიროს ფოტოფირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალებისა და დაჯარიმების ადგილის იდენტიფიცირება. აღნიშნული მტკიცებულება უნდა განთავსდეს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.parking.zugdidi.gov.ge მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

14. სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი) ერთი ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეგზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

15. სამართალსუბიექტი, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

16. სამართალსუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 4. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსი და მისი შევსება

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს საჯარიმო ქვითრის ფორმას, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

2. სამართალსუბიექტი უფლებამოსილია უფლებამოსილი პირი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. უფლებამოსილი პირი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, უფლებამოსილმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ უფლებამოსილი პირი ავსებს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს. აღნიშნული პროცესი უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

4. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ავსებს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად და იგი ფიქსირდება სამართალსუბიექტის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ელექტრონულად დაფიქსირებული პერსონალური მონაცემები დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარსა და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

5. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

6. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში (დანართი 6) შეიტანება:

ა) ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი (ენიჭება ელექტრონული პროგრამის მიერ ავტომატურად);

ბ) შევსების თარიღი, დრო (მიეთითება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსების რიცხვი, თვე, წელი და დრო)

გ) სამართალდარღვევის თარიღი, დრო (მიეთითება სამართალდარღვევის ჩადენის რიცხვი, თვე, წელი და დრო);

დ) სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა, სადაც მოხდა სამართალდარღვევა);

ე) შემვსების თანამდებობა, სახელი და გვარი (მიეთითება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი და გვარი);

ვ) სატრანსპორტო საშუალების მარკა და ნომერი (მიეთითება იმ სატრანსპორტო საშუალების მარკა და რეგისტრაციის ნომერი (სახელმწიფო სანომრე ნიშანი და ნიშნები), შიდა ტრანზიტი, ტრანზიტული ნომერი ან „TEST“ ნომერი, რომელზეც ივსება ელექტრონული საჯარიმო ქვითარი);

ზ) სამართალდამრღვევის სახელი, გვარი, პირადი №, მისამართი (მიეთითება სამართალდამრღვევის სახელი და გვარი, პირადი №, მისამართი (რეგისტრაციის და სხვა) და ივსება სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში);

თ) არსი (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსიდან გამომდინარე სამართალდარღვევის ფაქტობრივი გარემოება);

ი) პასუხისმგებლობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლი და ნაწილი, რომლის დარღვევასაც შედეგად მოჰყვა ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენა);

კ) სატრანსპორტო საშუალების მდებარეობა (მიეთითება სატრანსპორტო საშუალების განთავსება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ მისამართთან);

ლ) ჯარიმის ოდენობა (მიეთითება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა);

მ) სახაზინო კოდი (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300823254; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300823254; საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13-მე-16 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე მიეთითება სახაზინო კოდი 300823254.

ნ) მოწმე ან სხვა მონაწილე პირი, სტატუსი, სახელი, გვარი და ხელმოწერა (ივსება მოწმის ან სხვა მონაწილე პირის არსებობის შემთხვევაში და მიეთითება მოწმის ან სხვა მონაწილე პირის სტატუსი, სახელი და გვარი);

ო) სამართალდამრღვევის ხელმოწერა - ხელს აწერს სამართალდამრღვევი, სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში. სამართალდამრღვევის მიერ ხელმოწერაზე ან/და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე უარის შემთხვევაში კეთდება სათანადო ჩანაწერი;

პ) შემვსების ხელმოწერა - ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსები უფლებამოსილი პირის ელექტრონული ხელმოწერა;

ჟ) შენიშვნა (მიეთითება შენიშვნა ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

„ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N12). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სამართალსუბიექტს - შპს „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს“ (მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N79).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1254 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-12-მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის - ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ამსახველი ფოტომასალის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.parking.zugdidi.gov.ge

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის და 1254 მუხლის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300823254.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-12 ნაწილის საფუძველზე შედგენილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300823254.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-13, მე-14, მე-15 და 16-ე ნაწილების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300823254.

ცხელი ხაზი: 577 01 22 22.

8. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემვსები, ადგილზე ყოფნის შემთხვევაში - სამართალდამრღვევიც, ხოლო მოწმის ან სხვა მონაწილის შემთხვევაში ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას უფლებამოსილმა პირმა უნდა იმოქმედოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

9. სამართალდამრღვევის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდარღვევა დააფიქსიროს ფოტოფირებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაჯარიმებული სატრანსპორტო საშუალებისა და დაჯარიმების ადგილის იდენტიფიცირება. აღნიშნული მტკიცებულება უნდა განთავსდეს ელექტრონულ მისამართზე: www.parking.zugdidi.gov.ge, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი შესაძლებელია გადამოწმებულ იქნეს ელექტრონულ მისამართზე: www.parking.zugdidi.gov.ge.

10. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შემვსების მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

11. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (დანართი №3).

12. სამართალდამრღვევის ადგილზე ყოფნის შემთხვევაში ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი გადაეცემა სამართალდამრღვევს. თუ სამართალდამრღვევი ან სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ადგილზე არ იმყოფება, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი განთავსდება სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე, ხოლო ამონაბეჭდი ასევე ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

13. თუ სამართალდამრღვევი უარს აცხადებს ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მიღებაზე, უფლებამოსილი პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც ამობეჭდილი ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

14. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შევსებისას არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ხოლო არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს სამართალსუბიექტის უფლებამოსილ პირს, რომელიც აისახება ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

15. სამართალსუბიექტი, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

16. სამართალსუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 5. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების დამზადება და დამცავი ნიშნები

1. საჯარიმო ქვითრები ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმები მზადდება სამართალსუბიექტის შეკვეთის საფუძველზე, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. საჯარიმო ქვითრებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმებით მომარაგებას სამართალსუბიექტი ახორციელებს დამოუკიდებლად.

3. დამზადებული საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ბლანკების პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამართალსუბიექტის მიერ გაცემული სათანადო მინდობილობა.

4. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების მკაცრი აღრიცხვის ფორმად რეგისტრაციას, დამზადების ორგანიზებას და პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანას ახორციელებს სამართალსუბიექტი.

 

მუხლი 6. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების შეუვსებელი ფორმების შენახვა

საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების შეუვსებელი ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

მუხლი 7. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა და დაბრუნება, მოთხოვნები აღრიცხვის ჟურნალის გაფორმებისა და შენახვისადმი

1. უფლებამოსილი პირისთვის საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა ხორციელდება სამართალსუბიექტის პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით და 1254 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – ჟურნალი) (დანართი 4).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი იხსნება ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში.

3. ჟურნალის ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სამართალსუბიექტის ხელმძღვანელის ხელმოწერით და სამართალსუბიექტის ბეჭდით.

4. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.

5. ჟურნალში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს (მაგალითად – შესწორებულია მე-2 და მე-10 გრაფები, თარიღი, ხელმოწერა, სახელი და გვარი).

6. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისათვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.

7. კალენდარული წლის ბოლოს, ჟურნალში ყველა საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის შემდეგ, სათანადოდ უფლებამოსილი პირი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.

8. ჟურნალი ინახება მის წარმოებაზე პასუხისმგებელ პირთან, რომელიც შემდგომში მოქმედი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაეცემა არქივს.

9. ჟურნალის შენახვის პირობები უნდა უზრუნველყოფდეს მის დაცულობას.

10. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და ის (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა წარედგინოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს, რომელსაც დაუყოვნებლივ შეაქვს მონაცემები ჟურნალში, ხოლო ამ წესის 31 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, დამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის მე-18 გრაფაში.

 

მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ჩამოწერა

1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების ჩამოწერა შეიძლება:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომების გამო;

ბ) ფორმების ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დანართი 5) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ექსკლუზიური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტში.

3. გაუქმებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაციას ახორციელებს სამართალსუბიექტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 9. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა

1. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ხოლო საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გასაჩივრდეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ან სამართალსუბიექტთან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივარს განიხილავს შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორი ან მის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული - შპს „ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის“ დირექტორის მოადგილე ან განყოფილების უფროსი.“

3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დადგენილ ვადაში საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

4. საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების ან გაპროტესტების დროს დადგენილება აღსრულდება საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შემდეგ. აღსრულებაზე გადაგზავნილი საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების გასაჩივრების შემთხვევაში სამართალსუბიეტი ვალდებულია გასაჩივრების შესახებ აცნობოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

 

მუხლი 10. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩაბარება და გადახდა

1. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მისთვის ჩაბარებიდან, ხოლო ამ წესის 3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) და 4 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) – სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრისათვის რეგისტრაციის მისამართზე ან აღნიშნულ მისამართზე სრულწლოვანი პირისათვის ფოსტით ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

2. თუ ამ წესის 3 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ერთი ეზემპლარი ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამოწმებული ასლი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) და 4 მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (როდესაც ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამონაბეჭდი ეგზავნება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე მისთვის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოსტით ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს საფოსტო გზავნილზე, რომელიც უბრუნდება ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) შემფარდებელს. ასეთ შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება.

3. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადრესატისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის რეგისტრაციის მისამართზე ერთი და იგივე სრულწლოვანი პირი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფოსტით ჩაბარებისას განმეორებით განაცხადებს უარს მის მიღებაზე.

4. თუ სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითრის სამართალდარღვევის ოქმის მიმტანი პირი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს სამართალდარღვევის ოქმს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი სამართალდარღვევის ოქმი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითარის სამართალდარღვევის ოქმის ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამართალსუბიექტი უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის სამართალდარღვევის ოქმის ელექტრონულ მისამართზე: www.parking.zugdidi.gov.ge საჯაროდ გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

6. დაჯარიმების თაობაზე (საჯარიმო ქვითრის სამართალდარღვევის ოქმის) ინფორმაციას სამართალდამრღვევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით გზავნილის გაგზავნამდე სამართალსუბიექტი უგზავნის მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ სამართალსუბიექტის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

7. თუ სამართალდამრღვევი მისთვის საჯარიმო ქვითრის სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე ინფორმაციის ამ მუხლის მეექვსე ნაწილის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის საჯარიმო ქვითრით სამართალდარღვევის ოქმით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამღვევი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. სამართალდამრღვევს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას საჯარიმო ქვითრის სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების თაობაზე ინფორმაცია ამ მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.

8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს საბანკო დაწესებულებაში ან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედ მის ფილიალებში ან ელექტრონული გადახდის საშუალებით.

9. თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკისრებული ჯარიმის თანხა სრულად ვერ ჩაირიცხა გადახდილი თანხიდან საბანკო დაწესებულების ან ელექტრონული გადახდის საშუალების მომსახურებისათვის დადგენილი საფასურის დაქვითვის გამო, რასაც მოჰყვა სამართალდამრღვევისათვის საურავის დარიცხვა, სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის თანხის სრულ ოდენობამდე შევსების შემთხვევაში გაუქმდება მისთვის დარიცხული საურავი.

10. თუ ჯარიმის გადახდისათვის განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე დასვენების (შაბათი, კვირა) ან საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ემთხვევა, აღნიშნული ვადის დამთავრების დღედ მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე ჩაითვლება.

 

მუხლი 11. საურავის დარიცხვა და სააღსრულებო ფურცლის გამოწერა

1. ამ წესის შესაბამისად საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ან ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღეში დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევ პირს, ამ ვადის გასვლის შემდეგ, დაერიცხება საურავი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 1254 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 150 ლარის ოდენობით, ხოლო 125-ე მუხლის მე-12-მე-16 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის - ჯარიმის ორმაგი ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამართალსუბიექტი იღებს დადგენილებას საურავის დარიცხვის შესახებ, რომლის ასლის ჩაბარების ან გაგზავნის ვალდებულება სამართალსუბიექტს არ აქვს.

3. სამართალდამრღვევმა საურავი უნდა გადაიხადოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდის ვადის გასვლიდან 30 დღეში.

4. ჯარიმის ან/და საურავის მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალსუბიექტის მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

5. სამართალსუბიექტს ეკისრება ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და კონტროლი მის აღსრულებაზე.

6. საჯარიმო ქვითარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ აღსრულდება, თუ იგი მიქცეული არ იყო აღსასრულებლად გამოტანიდან ექვსი თვის ვადაში, იგივე ვადა გამოიყენება საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების მიმართ.

7. დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილება სავალდებულოა შესასრულებლად სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ.

 

მუხლი 12. აღსრულების შეწყვეტა

 სამართალსუბიექტი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულებას წყვეტს:

ა) ამნისტიის აქტის გამოყენებისას, თუ ის აუქმებს ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებას;

ბ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამდგენი აქტის გაუქმებისას;

გ) იმ პირის გარდაცვალებისას, რომლის მიმართ იყო გამოტანილი დადგენილება.

 

მუხლი 13. ვადების ათვლა

ამ წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მოთხოვნები.

 

მუხლი 14. დასკვნითი დებულება

 ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.