„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 57/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 03/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016585
57/2021
03/09/2021
ვებგვერდი, 06/09/2021
010210010.15.008.016585
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
 
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №57/2021

2021 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის 23 აგვისტოს №55/2021 დადგენილების (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 24/08/2021, 010210010.15.008.016583) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8

1. კენჭისყრის შენობაში ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებაზე და საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის ვიდეოჩანაწერის დაზიანებისგან ან წაშლისგან დაცვაზე პასუხისმგებელია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან, საჭიროებისამებრ, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. კენჭისყრის შენობაში ვიდეოგადამღები მოწყობილობის სათანადო წესით გამოყენებას და ხმის დათვლის პროცესის ვიდეოჩაწერას უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი, რომელიც წილისყრით შერჩეული უნდა იქნეს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 1961 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან, რომლებიც საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ წილისყრას ატარებს შესაბამისი ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა დაუსწრებლად კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-15 დღისა.

3. თუ წილისყრით გამოვლენილი საუბნო კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან შეთანხმებით განსაზღვრავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურის უზრუნველყოფაზე უფლებამოსილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს წილისყრიდან არაუგვიანეს 1 დღისა.

4. თუ წილისყრით გამოვლენილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღეს უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ან კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდება კენჭისყრის შენობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას უზრუნველყოფს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ან მის მიერ განსაზღვრული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი