„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 02/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023001
445
02/09/2021
ვებგვერდი, 03/09/2021
300160070.10.003.023001
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №445

2021 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №321 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/07/2016, 300160070.10.003.019386) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტი ან მიმწოდებელი არის ამ წესის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობა, გარდა ამ ნაწილის:

ა) „გ“ − „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა;

ბ) „ა“ – „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისა, თუ სამართალურთიერთობის მონაწილე არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი