“მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაციის წარმოების წესის შესახებ”

“მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაციის წარმოების წესის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 290
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 81, 03/08/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.11.106.004.876
290
02/08/2001
სსმ, 81, 03/08/2001
010.230.000.11.106.004.876
“მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაციის წარმოების წესის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.230.000.11.106.004.876

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №290

2001 წლის 2 აგვისტო

 ქ. თბილისი

მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაციის წარმოების წესის შესახებ

მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაციის წესის, სახელმწიფო რეესტრის ფორმისა და სახელმწიფო რეგისტრაციის ცნობის ფორმის დამტკიცების მიზნით, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი (დანართი №1), სახელმწიფო რეესტრის ფორმა (დანართი №2) და სახელმწიფო რეგისტრაციის ცნობის ფორმა (დანართი №3).

2. მაკონტროლებელი ორგანოების სახელმწიფო რეგისტრაციის განხორციელება დაევალოს სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტს.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

დანართი №1

მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაციის წესი

„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად დაწესდეს მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის წარმოების შემდეგი წესი:

1. მაკონტროლებელმა ორგანომ რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.

2. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) სამეწარმეო საქმიანობის იმ სახეობათა ჩამონათვალი, რომლებზედაც უნდა განხორციელდეს კონტროლი;

ბ) მითითება ნორმატიული აქტის იმ კონკრეტულ ნორმაზე (ნორმებზე), რომელიც მაკონტროლებელი ორგანოს მიერ სამეწარმეო საქმიანობაზე კონტროლის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია.

3. სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი მასალების სრულად წარდგენის დღიდან 10 დღის ვადაში განიხილავს განცხადებას რეგისტრაციის თაობაზე და იღებს გადაწყვეტილებას მაკონტროლებელი ორგანოს რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე.

4. გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს კანონით დადგენილი წესით.

5. მაკონტროლებელი ორგანოს რეგისტრაციისას სახელმწიფო რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრის წარმოების დეპარტამენტი მაკონტროლებელ ორგანოზე გასცემს რეგისტრაციის ცნობას, რომელსაც ხელს აწერს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

დანართი №2

მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეესტრის ფორმა

მაკონტრო-ლებელი ორგანოს დასახელება

ჩამონათვალი სამეწარმეო საქმიანობისა, რომლებზედაც უნდა განხორციელდეს კონტროლი

კონტროლის განხორცი-ელების სამართლებრივი საფუძველი

სარეგისტრაციო ცნობის №

რეგისტრაციის თარიღი

პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

დანართი  3

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო

ცნობა

 

მაკონტროლებელ ორგანოთა სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ

 

გაიცა _____________________________________________________________________

__________________ მასზედ, რომ იგი ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს

__________________________________________________________________________

____________________________________________________________ საქმიანობაზე

რეგისტრაციის _________________

 

მინისტრის მოადგილის ხელმოწერა:                                      ბ. ა.