მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.159.016002
52
23/08/2021
ვებგვერდი, 02/09/2021
000000000.00.159.016002
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №52

2021 წლის 23 აგვისტო

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების განსაზღვრის შესახებ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 23 აგვისტოს სხდომის №14 ოქმის მე-3 საკითხის შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 17 აგვისტოს №01/2826 წერილით შემოსული გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის სხდომის №28 ოქმის გათვალისწინებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 16-ე მუხლის მეორე ნაწილის „პ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე საქართველოს კანონის თავისუფლების ქარტიის და საქართველოს მთავრობის „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების საფუძველზე,

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სოფელ შულავერში შემავალი დასახლება ჩამოყალიბდეს ცალკე უბნად და ეწოდოს „უბანი ივერიონი“.

2. კონტროლი განკარგულების შესრულებაზე განახორციელოს მარნეულის მუნიცპალიტეტის მერის მოადგილემ როინი დეკანოიძემ.

3. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოში (მის: ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა №113), მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში.

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს შესაბამისი ქმედების განხორციელება განკარგულების პირველი პუნქტის აღსასრულებლად.

5. განკარგულება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                       ამირან გიორგაძე