„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 760
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 01/09/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 16/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017251
760
01/09/2021
ვებგვერდი, 01/09/2021
040030000.22.027.017251
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №760

2021 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 15 ივლისის №580 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.027.017074) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი პირების მიერ 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2021 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის, აგრეთვე უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის 1 სამუშაო დღის ვადაში მომზადების თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაზე.“.

2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი:

მუხლი 32

1. ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრილი საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები 2021 წლის 1 ნოემბრამდე ერთჯერადად თავისუფლდებიან სააგენტოს მიერ გაწეული სარეგისტრაციო მომსახურებისათვის/ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული საფასურების გადახდისაგან, თუ მოთხოვნილია:

ა) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისა და მათი შეწყვეტის 1 სამუშაო დღის ვადაში რეგისტრაცია (მათ შორის, მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით მოთხოვნის შემთხვევაში);

ბ) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის 1 სამუშაო დღის ვადაში მომზადება, გარდა მოთხოვნის ელექტრონულად, ინტერნეტის საშუალებით განხორციელებისა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინონ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად აცრის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული საშუალებით.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების აღსრულება დაევალოთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“ და „იუსტიციის სახლს“.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე