დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 757 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260080.22.027.017248 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოსამსახურეებისათვის სპეციალური წოდებების მინიჭების წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 19 სექტემბრის №242 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20/09/2017, სარეგისტრაციო კოდი: 120260080.22.027.016742) დამტკიცებული დებულების №1 დანართის მე-3−მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე (პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილე), გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) – იუსტიციის უფროსი მრჩეველი. 4. სამმართველოს უფროსი (მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), გენერალური ინსპექციის შესაბამისი სამმართველოს უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (კოორდინატორი ნოტარიატის მიმართულებით) – იუსტიციის მრჩეველი. 5. მინისტრის თანაშემწე, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე, უფროსი სპეციალისტი (მათ შორის, გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი და შიდა აუდიტორი), გარდა პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა (კოორდინატორისა ნოტარიატის მიმართულებით), – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები