დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “შპს “ჟინვალჰესის” ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 23/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 30/07/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/04/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.280.000.14.011.004.870 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/07/2001 - 22/04/2016)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.004.870
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №8
2001 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
შპს „ჟინვალჰესის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 პუნქტში 1999 წლის 24 დეკემბერს შესული ცვლილებების შესაბამისად ელექტროენერგიის წარმოება და მიწოდება, გარდა ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებელზე მიწოდებისა, დაიბეგრა დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის №111 განკარგულებით „ქ. თბილისის, მცხეთის, დუშეთისა და გარდაბნის რაიონების სასმელ-სამეურნეო წყლით უზრუნველყოფის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“, ჟინვალის ჰიდროკომპლექსი, სასიცოცხლო ობიექტთა ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, გადაეცა ქ. თბილისის მერიას. ასევე სემეკის 2001 წლის №6 გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ცალკეული განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტების (თბილწყალკანალი, გარეგანათება, მეტროპოლიტენი, ელქტროტრანსპორტი) ელქტრომომარაგება ხორციელდება ჟინვალის ჰიდროკომპლექსზე გამომუშავებული ელექტროენერგიით“, აღნიშნული ობიექტები წარმოადგენენ ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლებს, რის გამოც შპს „ჟინვალჰესზე“ არ გავრცელებულა საგადასახადო კოდექსის 273-ე მუხლის მე-3 პუნქტში 1999 წლის 24 დეკემბერს შესული ცვლილებებით დადგენილი დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი და სემეკის 2000 წლის 24 მარტის დადგენილება მასზე არასწორად გავრცელდა.
აღნიშნულის გამო „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს:
1. 2000 წლის 1 იანვრიდან შპს „ჟინვალჰესის“ მიერ წარმოებული და საბოლოო მომხმარებელზე მიწოდებული ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი:
ა) 1,83 თეთრი/კვტსთ დღგ-ის გარეშე;
ბ) 2,2 თეთრი/კვტსთ დღგ-ის ჩათვლით.
2. დაევალოს იურიდიულ დეპარტამენტს უზრუნველყოს ამ დადგენილების კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნება.
3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები