„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170310.22.033.017498
222
31/08/2021
ვებგვერდი, 01/09/2021
040170310.22.033.017498
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №222

2021 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მოთხოვნების/სტანდარტების დადგენის/სამოქმედოდ შემოღების შესახებ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ნებართვის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მაძიებლის/ნებართვის მფლობელის მიერ თავის საქმიანობაში გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქცია/მომსახურება, POS ტერმინალი ან/და ნებისმიერი სხვა მოწყობილობა“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 1 ოქტომბრის №243 ბრძანებაში (ვებგვერდი, 02/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 040170310.22.033.017377) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტის, 16​1 მუხლის მე-2 პუნქტის, 24​2 მუხლის მე-2 პუნქტის და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2020 წლის 25 ივნისის №6487-IIს  (სარეგისტრაციო კოდი: 040170310.05.001.019926) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) „POS ტერმინალის მოთხოვნები/სტანდარტები“ (დანართი №3)“.

3. ბრძანებას დაემატოს დანართი №3 („POS ტერმინალის მოთხოვნები/სტანდარტები“) თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი

დანართი 3

POS ტერმინალის მოთხოვნები/სტანდარტები

თავი I

განმარტებები

მუხლი 1. ტერმინთა განმარტება

ამ დანართის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) POS ტერმინალი − სპეციალური ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასახვას;

ბ) ტოტალიზატორი – „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული თამაშობა;

გ) კონტროლის ელექტრონული სისტემა – შერჩეული პირის მეშვეობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანერგილი სისტემა, რომლის მიზანია ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი;

დ) ტოტალიზატორის ბილეთი – ბილეთი, რომელიც გაცემულია ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ და რომელიც შეიცავს ინფორმაციას განთავსებული ფსონების და შესაძლო მოგების შესახებ;

ე) მოთამაშე – „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი;

ვ) ოპერატორი – ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი;

ზ) დამხმარე მოწყობილობები – ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც უზრუნველყოფს მიღებული ინფორმაციის შენახვას და უსაფრთხოებას;

თ) შერჩეული პირი − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) მიერ, სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით, შერჩეული პირი.

თავი II

POS ტერმინალის ტექნიკური მოთხოვნები

მუხლი 2. POS ტერმინალი

POS ტერმინალს, როგორც მინიმუმ, უნდა გააჩნდეს შემდეგი შესაძლებლობები:

ა) ჰქონდეს ერთი დისფლეი (შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პერსონალური კომპიუტერის მონიტორი ან პლანშეტი), რომელიც მიმართული უნდა იყოს  ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლისკენ. ორი დისფლეის არსებობის შემთხვევაში, ერთი მათგანი მიმართული უნდა იყოს  ოპერატორის უფლებამოსილი წარმომადგენლისკენ, ხოლო მეორე – მოთამაშისკენ;

ბ) ჰქონდეს ბეჭდვის უზრუნველყოფა ჩამონტაჟებული პრინტერის, ან დაერთებული პრინტერის საშუალებით. დაერთება უნდა მოხდეს შემდეგი ფორმით: მექანიკური შეერთება, Bluetooth, დაცული WiFi. დაერთებული პრინტერი შეიძლება იყოს ლაზერული, თერმული ან სხვა;

გ) ჰქონდეს შტრიხკოდის ჩაშენებული მკითხველი, ან შტრიხკოდების მკითხველი, რომელიც დაკავშირებული იქნება შემდეგი ფორმით: მექანიკური შეერთება, Bluetooth, დაცული WiFi. შტრიხკოდების მკითხველს უნდა ჰქონდეს 2D და QR შტრიხკოდების მხარდაჭერა;

დ) ჰქონდეს მოწყობილობა, რომლის შემადგენლობაშიც იქნება აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც შეეძლება დაბეჭდილი ტოტალიზატორის ბილეთისთვის სურათის გადაღება, მოთამაშისთვის ბილეთის გადაცემამდე. სურათის გადაღება შესაძლებელი უნდა იყოს 8+ Mega-pixel-იანი კამერით, ან ჩამონტაჟებული სკანერით;

ე) ჰქონდეს უსაფრთხოების სისტემის მხარდაჭერა, როგორიცაა, უფლებამოსილი თანამშრომლის პროფილი და პაროლი, ან ბიომეტრიული წვდომა;

ვ) ოპერირება მოახდინოს სტანდარტული ოპერატიული სისტემების მეშვეობით, როგორებიცაა, Windows, Linux, iOS, Android და ა.შ.;

ზ) შესაძლებელი უნდა იყოს დისფლეის, პრინტერისა და შტრიხკოდების მკითხველის განცალკევება.

მუხლი 3. POS ტერმინალის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები

POS ტერმინალმა უნდა უზრუნველყოს:

ა) ტოტალიზატორის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში რეალურ დროში ასახვა;

 ბ) თითოეული ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასახვის შემდგომ, ჩაშენებული/დაერთებული პრინტერის მეშვეობით „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რეკვიზიტებით ტოტალიზატორის ბილეთების ბეჭდვა;

გ) მოთამაშის მიერ განთავსებული ყველა ფსონის ერთ ბილეთზე, ან ყოველ ინდივიდუალურ ფსონზე თითო ბილეთის ბეჭდვა ჩაშენებული/დაერთებული პრინტერის მეშვეობით, ყოველი კონკრეტული ფსონის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ბილეთი შეიცავს რამდენიმე ფსონის კომბინაციას, თითოეულ ფსონს ენიჭება ინდივიდუალური ნომერი;

დ) დაბეჭდილი ტოტალიზატორის ბილეთისთვის სურათის გადაღება დაახლოებით ერთ წამში, მოთამაშისთვის ბილეთის გადაცემამდე;

ე) დაბეჭდილი ტოტალიზატორის ბილეთებისთვის გადაღებული სურათების კონვერტირება შესაბამის ფორმატში: PDF, Microsoft Word, Microsoft Excel ან Optical Character Recognition (OCR) output;

ვ) სურათების გადაცემა პერიოდულად, შერჩეული პირის სერვერზე.

მუხლი 4. გარდამავალი პერიოდი

ამ დანართის ძალაში შესვლის მომენტისთვის მოქმედი ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელებმა თამაშობის (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) მოწყობა/ორგანიზება განახორციელონ ამ დანართით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისი POS ტერმინალით, არაუგვიანეს 2021 წლის 1 ნოემბრისა.