დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-77/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016903 |
01-77/ნ
06/09/2021
ვებგვერდი, 07/09/2021
470230000.22.035.016903
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო – ემბლემა თანდართული სახით. |
2.
ემბლემა – მეწამული არშიით შემოსაზღვრული ჰერალდიკური ფარის ლაჟვარდის ველზე ვერცხლის არშიით გამოსახულია მცირე ჰერალდიკური ფარი. მცირე ფარის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის ჭანჭიკის და ლუპის სტილიზირებული შერწყმით მიღებული ემბლემის მთავარი ფიგურა. |
3.
ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა და აშ.) ხდება სამსახურის საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის, ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, ამ ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების გამოყენების წესები, მათ შორის, მათი ინსპექტორთა ფორმის ტანსაცმელზე, ავტომობილებზე დატანის წესები და ა.შ. შესაძლებელია, დაზუსტდეს სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით. |
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები