დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 14 ნოემბერის №1-1/490 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/395 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310140000.22.024.016706 |
|
„სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 14 ნოემბრის №1-1/490 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 14 ნოემბრის №1-1/490 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, matsne.gov.ge, 15.11.2017, 310140000.22.024.016505) დამტკიცებულ „სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების სპეციალური მომზადების სასწავლო პროგრამებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პროგრამების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი უნდა ითვალისწინებდეს, სულ მცირე, შემდეგ თემებს: ა) მაიონიზირებელი გამოსხივების დამახასიათებელი საშიშროების სახეები; ბ) სპეციალური მოთხოვნები რადიოაქტიური მასალების შეფუთვა, დამუშავება, ერთობლივ დატვირთვასა და დაწყობასთან დაკავშირებით; გ) სპეციალური ზომები ავარიის შემთხვევაში რადიოაქტიური მასალების გადაზიდვის დროს.“. 2. პროგრამების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი 8 მეცადინეობა.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები