დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/396 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016707 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის №1-1/591 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, matsne.gov.ge, 15.04.2011, 040030000.22.024.016062) დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებში“ შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ინსპექტირების ცენტრი – საწარმო, რომელიც ახდენს ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას და აკრედიტებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი (CPC) - სააგენტოს, როგორც აკრედიტებული პირის მიერ, დადგენილი წესით, განმცხადებელზე შესაბამისი ტრენინგის და ტესტირების გავლის შედეგად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მენეჯერის პროფესიულ კვალიფიკაციას; თ) მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის სერტიფიკატი (CPC) – სააგენტოს, როგორც აკრედიტებული პირის მიერ, დადგენილი წესით, განმცხადებელზე შესაბამისი ტრენინგის და ტესტირების გავლის შედეგად გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მძღოლის პროფესიულ კვალიფიკაციას.“; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც მოცემულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” საქართველოს კანონებში.“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ.გ1“ ქვეპუნქტი: „უ.გ1) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი – 110 ლარი.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები