„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-156
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016230
01-156
27/08/2021
ვებგვერდი, 30/08/2021
480040000.22.030.016230
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება  №01-156

2021 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2018 წლის 5 აპრილის №01-82 ბრძანებაში (ვებგვერდი, 10/04/2018; სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016176) შეტანილ იქნეს ცვლილება:
ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „სამედიცინო დაზღვევის ხარჯების ანაზღაურების წლიური ზღვრული ოდენობები აშშ დოლარში დასაფინანსებელი, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიხედვით (დანართი №8)“-ის:
ა.ა) 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

31

საქართველოს საკონსულო ქ. დონეცკში

606

712

871

924

1031

1137

1351

1562

1829

2094

2732

3797

ა.ბ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

36

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში

2500

3000

3200

2600

3250

3500

4200

4600

5600

7300

7500

8000

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით დამტკიცებული წესის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო დამატებითი შვებულებით სარგებლობისას მოსამსახურეს უნაზღაურდება საქართველოში მგზავრობის „ეკონომ“ (ან შესაბამისი) კლასის ავიაბილეთის (ორივე მიმართულებით) ღირებულება.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი