„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016413
23
27/08/2021
ვებგვერდი, 30/08/2021
010250020.35.139.016413
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის N33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2021 წლის 27 აგვისტო

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 აპრილის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის  25 აპრილის №33 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 30/04/2018, 010250020.35.139.016291) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და;

1. დანართის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ბ“  და „ა.გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის დებულებას; საჯარო სამართლის იურიდიული პირის და მერიის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამდებობის პირებს; მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს.

2. დანართის 36-ე მუხლს დაემატოს 21 პუნქტი:

„2 1. მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის მერის და/ან მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურეები და პირები, განსაზღვრულ შემთხვევებში უფლებამოსილნი არიან, გამოსცენ/მიიღონ და/ან შეადგინონ ამ კანონებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი