„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.139.016419
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
29
27/08/2021
ვებგვერდი, 30/08/2021
010250020.35.139.016419
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/08/2021 - 25/02/2022)

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2021 წლის 27 აგვისტო

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

“ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250020.35.139.016408, 25/06/2021 ) და

1. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილებით დამტკიცებული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 01 მარტიდან“.

2. დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

6. დაბა ბაკურიანისა და სოფელი დიდი მიტარბის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე 2022 წლის 01 მარტიდან მოსაკრებლების გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა (ადმინისტრირება) ეკისრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარ არბოლიშვილი