დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 426 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/08/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/05/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.10.003.022981 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2018, 040030000.10.003.020737) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – საპენსიო სააგენტოს დებულების“:
1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს სრული სახელწოდებაა − საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საპენსიო სააგენტო. სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს შემოკლებული დასახელება – „საპენსიო სააგენტო“ ან „სსიპ − საპენსიო სააგენტო“. სააგენტოს ინგლისურენოვანი სახელწოდებაა „Legal Entity of Public Law – Pension Agency“. სააგენტო უფლებამოსილია, გამოიყენოს სააგენტოს ინგლისურენოვანი შემოკლებული დასახელება − „Pension Agency“ ან „LEPL Pension Agency“.“. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები განიმარტება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში − კანონი) შესაბამისად, თუ ამავე დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) რისკების მართვა – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის ორგანოების კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სააგენტოში რისკის კონტროლი; ბ) რისკის მართვის ჩარჩო − დებულების 181 მუხლით განსაზღვრული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, საპენსიო სააგენტოს დირექტორი, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და რისკის მთავარი ოფიცერი იღებენ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რისკის სტრატეგიაზე. აღნიშნული მოიცავს რისკის აპეტიტისა და რისკის ლიმიტების ჩამოყალიბებას და მათთან შესაბამისობის მონიტორინგს, ასევე რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და აღმოფხვრის პროცესებს; გ) რისკის ამტანუნარიანობა − მაქსიმალური აგრეგირებული რისკის დონე, რომლის აღებაც შეუძლია სააგენტოს, არსებული ფინანსური და საოპერაციო რესურსების გათვალისწინებით, კანონის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრუდენციული რეგულაციებისა და მონაწილეთა მიმართ არსებული ვალდებულებების დარღვევის გარეშე; დ) რისკის აპეტიტი – რისკის აგრეგირებული დონე და რისკის ტიპები, რომელთა აღებაც სურს საპენსიო სააგენტოს იმისათვის, რომ მიაღწიოს დასახულ სტრატეგიულ და საინვესტიციო მიზნებს; ე) რისკის ლიმიტები – მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებზე დაფუძნებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომლებიც საპენსიო სააგენტოს რისკის აგრეგირებულ აპეტიტს უსადაგებენ საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობებს, შესაბამის შემთხვევებში, შესაბამის მხარეებს, რისკის კონკრეტულ კატეგორიებს (მათ შორის, აქტიური რისკის ბიუჯეტს), კონცენტრაციებსა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ელემენტებს; ვ) რისკის პროფილი – დროის გარკვეულ მომენტში ცალკეულ რისკის კატეგორიაში სააგენტოს მთლიანი ან შესაბამის შემთხვევებში წმინდა რისკის პოზიციები, რაც, თავის მხრივ, მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს ეფუძნება; ზ) საინვესტიციო რისკი – მიზნობრივი ამონაგებიდან ნეგატიური გადახრის ალბათობა, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა, გამოწვეულ იქნეს საბაზრო რისკით, ინფლაციის რისკით, საკრედიტო რისკით, კონტრაჰენტის რისკით, ლიკვიდურობის რისკითა და შეფასების რისკით; თ) არასაინვესტიციო რისკი – სააგენტოს არასაინვესტიციო რისკი, რომელიც მოიცავს სტრატეგიულ რისკს, საოპერაციო რისკს, სამართლებრივ, მარეგულირებელ, შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს; ი) აქტივების განთავსების სტრატეგია − განიმარტება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით; კ) საინვესტიციო პორტფელი – განიმარტება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით; ლ) საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკა − დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს, საოპერაციო რისკების აპეტიტის ჩარჩოს, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ბიზნესუწყვეტობის ჩარჩოს, ადამიანური რისკების, სწავლებისა და შესაძლებლობების ჩარჩოს, თაღლითობის, ქრთამისა და კორუფციის რისკების ჩარჩოს, რეპუტაციული რისკისა და კომუნიკაციის ჩარჩოს, მხილების, სამართლებრივი შესაბამისობის, ინტერესთა კონფლიქტის ჩარჩოს.“. 3. მე-3 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საპენსიო სააგენტოს მიზნები და ფუნქციები“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანებული დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულების აღრიცხვა და თითოეული მონაწილისთვის საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნა; ბ) ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში ანგარიშების გახსნა და საპენსიო აქტივების, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების მართვა დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად; გ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით; დ) დადოს ხელშეკრულებები: დ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან; დ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან; ე) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია ფონდისგან და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ; ვ) დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებსა და, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში, მონაწილეთა მემკვიდრეებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირება; ზ) დადოს ხელშეკრულებები საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) განკარგვის თაობაზე; თ) დააკომპლექტოს საპენსიო სააგენტოსთვის თანამშრომლები და უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი ანაზღაურების პირობების შექმნა; ი) მოამზადოს საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტი და წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს; კ) განიხილოს და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საპენსიო შენატანებთან დაკავშირებულ საკითხებზე; ლ) შეიმუშაოს და მიიღოს სამართლებრივი აქტები საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმებისა და ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების შესახებ; მ) უზრუნველყოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო ყველა რესურსით, მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რაც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტში; ნ) ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან.“. 4. მე-4 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამეთვალყურეო საბჭოს მეშვეობით;“; ბ) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი“: „დ1) რისკის მთავარი ოფიცრის მეშვეობით;“; გ) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ამ დებულებით ან/და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.“; დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპენსიო სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისაგან: ა) დირექტორის აპარატი; ბ) საინვესტიციო სამსახური; გ) შიდა აუდიტის სამსახური; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ე) საოპერაციო დეპარტამენტი; ვ) იურიდიული დეპარტამენტი; ზ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; თ) რისკების კონტროლის დეპარტამენტი; ი) მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი; კ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ლ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი.“; ე) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საპენსიო სააგენტოს დირექტორი შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს შინაგანაწესს.“. 5. მე-5 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამეთვალყურეო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან 2 (ორი) წლის ვადით ხმათა უმრავლესობით თანამდებობრივად ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება, იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა, ასევე დაუშვებელია ხმის მიცემისაგან თავის შეკავება.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დირექტორის აპარატი ან დირექტორი (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს სამდივნოს/მდივნის ფუნქციებს. მდივანი უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, სააგენტოს დირექტორთან, უფროს საინვესტიციო ოფიცერსა და რისკის მთავარ ოფიცერთან კონსულტაციების საფუძველზე. მდივანი ადგენს სხდომის ოქმებს და წარუდგენს წევრებს ხელმოსაწერად, ასევე ახდენს ოქმების შენახვას ან/და შემდგომში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მისი ასლების გადაცემას. 5. სააგენტოს დირექტორი, ხმის უფლების გარეშე, მონაწილეობს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებში, გარდა იმ სხდომებისა, რომლებიც ეხება ახალი დირექტორის შერჩევას ან თუ ამას მოითხოვს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმებისა და მისი გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოქვეყნება ხდება სამეთვალყურეო საბჭოს სამდივნოს მიერ საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ისეთი ოქმისა, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს ან მესამე პირთა კონფიდენციალურ ინფორმაციას/კომერციულ საიდუმლოებას ან/და სააგენტოს თანამშრომლების ან მესამე პირების პერსონალურ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ოქმი პროაქტიულ გამოქვეყნებას ექვემდებარება კონფიდენციალური/პერსონალური მონაცემების გარეშე.“. 6. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, აგრეთვე საბჭოს არანაკლებ 2 წევრი, სამდივნოს მეშვეობით. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია, მოითხოვოს საბჭოს მოწვევა, საბჭოს თავმჯდომარისათვის შესაბამისი მოთხოვნისა და მის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის წარდგენით.“. 7. მე-7 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხასა და საპენსიო სააგენტოს შინაგანაწესს;“; ბ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) კონკურსის წესით ირჩევს, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორსა და სააგენტოს რისკის მთავარ ოფიცერს; ე) განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურს;“; გ) „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ნორმატიულ აქტებს, გარდა საინვესტიციო საბჭოს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტებისა;“; ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები: „ლ) ზედამხედველობს რისკის მართვის ფუნქციას, გარდა საინვესტიციო რისკებისა; მ) ითანხმებს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკას; ნ) ზედამხედველობს სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობას საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკით განსაზღვრულ არასაინვესტიციო რისკების აპეტიტსა და შესაბამისი რისკის ლიმიტებთან; ო) ზედამხედველობს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობას და უზრუნველყოფს რისკების კონტროლის დეპარტამენტის ფარგლებში არსებული საინვესტიციო რისკების კონტროლის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციურ და იერარქიულ დამოუკიდებლობას არასაინვესტიციო რისკის კონტროლის სტრუქტურული ერთეულისგან; პ) ითანხმებს რისკის კონტროლის დეპარტამენტისა და აუდიტის სამსახურის წესდებებს.“. 8. მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. რისკის მთავარი ოფიცრის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები 1. საპენსიო სააგენტოს რისკის მთავარ ოფიცერს კონკურსის წესით შეარჩევს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭო. 2. საკონკურსო განაცხადი უნდა გამოქვეყნდეს, სულ მცირე, 2 საინფორმაციო არხის მეშვეობით, არანაკლებ 10 კალენდარული დღის განმავლობაში. 3. რისკის მთავარ ოფიცრად შესაძლებელია, დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რისკის მთავარ ოფიცრად არ შეიძლება, დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად. 4. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კონკურსი შესაძლებელია, შედგებოდეს შემდეგი ეტაპებისგან: ა) განაცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) გასაუბრება. 5. კონკურსის პირობებს, კანდიდატის შეფასების ფორმებსა და კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფს დირექტორის აპარატი. 6. კონკურსში გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც მიიღებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობას. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 7. კონკურსის დასრულებისას დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები. 8. სამეთვალყურეო საბჭო რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე ნიშნავს საუკეთესო კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის დანიშვნაზე და კონკურსს აცხადებს განმეორებით.“. 9. მე-9 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. სააგენტოს დირექტორისა და რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობიდან გათავისუფლება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს დირექტორი და რისკის მთავარი ოფიცერი თანამდებობიდან თავისუფლდებიან: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არანაკლებ 1 თვით ადრე მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოს; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; დ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; ე) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; ზ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის; თ) გარდაცვალების შემთხვევაში.“; გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის დადგომისას, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილეს დააკისროს რისკის მთავარი ოფიცრის მოვალეობის დროებით შესრულება.“. 10. მე-10 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომპეტენციის ფარგლებში, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი ანაზღაურების პირობების შექმნას, მათ მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; დ) ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებზე პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემის პროცესის ადმინისტრირებას; ე) ამზადებს და ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) თვისა სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს, რომელიც აღწერს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას წინა წლის განმავლობაში, ასევე სამუშაო გეგმას მიმდინარე წლისთვის; ვ) ყოველწლიურად, საანგარიშო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) თვისა სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს სააგენტოს წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას; ზ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადებში, ყოველწლიურად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მიმოხილვას მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ, ასევე საპენსიო სააგენტოს საქმიანობის წლიურ ანგარიშს;“; ბ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს: ი.ა) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს; ი.ბ) სააგენტოს საშტატო ნუსხას, სააგენტოს ბიუჯეტსა და სააგენტოს შინაგანაწესს; ი.გ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს; ი.დ) კანონით განსაზღვრულ ნორმატიულ აქტებს (გარდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა); ი.ე) საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკას; ი.ვ) რისკების კონტროლის დეპარტამენტისა და აუდიტის სამსახურის წესდებებს;“; გ) პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) ამტკიცებს საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს;“; დ) პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები: „ლ) ცვლილების უფლების გარეშე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს; მ) დებს ხელშეკრულებებს: მ.ა) საინვესტიციო საბჭოს მიერ წარდგენილ აქტივების მმართველ კომპანიასა (კომპანიებსა) და სპეციალიზებულ დეპოზიტართან; მ.ბ) ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისათვის ან დაგროვებითი საპენსიო სქემის პოპულარიზაციისა და წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირ(ებ)თან ან სხვა ნებისმიერ პირთან; მ.გ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირ(ებ)თან; მ.დ) საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენის/განკარგვის თაობაზე; ნ) ხსნის საბანკო ანგარიშებს კომერციულ ბანკებში სააგენტოს ადმინისტრირება-მართვის მიზნებისთვის, ასევე სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევამდე ნომინალური მფლობელობის ანგარიშებს საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და კომერციულ ბანკებში, საპენსიო აქტივების განთავსებისა და მართვის მიზნით; ო) აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია ფონდებისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ; პ) განიხილავს და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს საპენსიო შენატანთან დაკავშირებულ საკითხებზე; ჟ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების წესდებებს, რომელთაგან სამეთვალყურეო საბჭოსთან წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს რისკების კონტროლის დეპარტამენტის, აუდიტის სამსახურის წესდებები, ხოლო საინვესტიციო საბჭოსთან − საინვესტიციო სამსახურის წესდება; რ) ამტკიცებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულაციებს, წესებსა და პროცედურებს, რომელიც ამ დებულების შესაბამისად დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოსა და მისი სტრუქტურული ერთეულების მიზნებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებსა და სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შემადგენელ პროცესებსა და პროცედურებს.“; ე) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია, მისი ცალკეული უფლება-მოვალეობები, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გადაანდოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერ თანამშრომელს.“; ვ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დირექტორს ჰყავს არა უმეტეს 3 (სამი) მოადგილისა, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. დირექტორის არყოფნის დროს მის მოვალეობებს ასრულებს მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დირექტორის მოადგილე. დირექტორის მოადგილე(ები) ამავდროულად შესაძლებელია, იკავებდეს (იკავებდნენ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანამდებობას.“. 11. მე-11 მუხლის: ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საინვესტიციო საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთან, საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით აირჩიოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 4. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა.“; ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დირექტორის აპარატი ან/და საინვესტიციო სამსახური ასრულებს საინვესტიციო საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს. საინვესტიციო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია, ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.“; გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. საინვესტიციო საბჭოს წევრების ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.“; დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. საბჭოს სხდომის მუშაობა და სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით. ოქმს ამზადებს საინვესტიციო სამსახური და ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და წევრები. საინვესტიციო საბჭოს სხდომის ოქმების გამოქვეყნება ხდება საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა ისეთი ოქმისა, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს ან მესამე პირთა კონფიდენციალურ ინფორმაციას/კომერციულ საიდუმლოებას ან/და სააგენტოს თანამშრომლების ან მესამე პირების პერსონალურ მონაცემებს. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ოქმი გამოქვეყნებას ექვემდებარება კონფიდენციალური/პერსონალური მონაცემების გარეშე.“. 12. მე-12 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომელსაც ეროვნული ბანკის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლთან შესაბამისობის დადასტურების შემდეგ საინვესტიციო საბჭოს მიერ მოწონების შესახებ შესაბამის ოქმთან ერთად ცვლილებების უფლების გარეშე დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადების მიზნით, შეიმუშავებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან, მათ შორის, საინვესტიციო სამსახურის თანამშრომლების რიცხოვნობასა და სახელფასო ხარჯებსა და ასევე მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, სააგენტოს ერთიან ბიუჯეტში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;“; გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) განსაზღვრავს ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო სამსახურში ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას და წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, სააგენტოს ერთიან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;“; დ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინარსის „ვ1“ ქვეპუნქტი: „ვ1) ახორციელებს ერთი ან ერთზე მეტი ღია საფონდო ინსტრუმენტის შერჩევას, ღია საფონდო ინსტრუმენტის სტანდარტული პროსპექტის პირობების გამჭვირვალე პროცედურის გამოყენებით შედარების საფუძველზე;“; ე) „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები: „თ) ზედამხედველობს სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობას საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ რისკის აპეტიტსა და საინვესტიციო რისკის ლიმიტებსა და იმ არასაინვესტიციო რისკის ლიმიტებთან, რაც გავლენას ახდენს საინვესტიციო საქმიანობაზე; ი) ზედამხედველობს რისკის მთავარი ოფიცრისა და რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობას საინვესტიციო რისკებთან მიმართებით.“. 13. მე-12 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 მუხლი: „მუხლი 121. საინვესტიციო საბჭოს სხვა უფლებამოსილებები 1. საინვესტიციო საბჭო სისტემატურად ახდენს ინფორმაციის გაცვლას რისკის მთავარ ოფიცერთან და მიმოიხილავს საინვესტიციო რისკის ანგარიშებს. რისკის მთავარი ოფიცრის რეკომენდაციები და რისკების ანგარიშები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი საინვესტიციო საბჭოსთვის ან საინვესტიციო სამსახურისთვის. 2. რისკის მთავარი ოფიცრის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების არადამაკმაყოფილებლად შესრულების შემთხვევაში, საინვესტიციო საბჭო მიმართავს სააგენტოს დირექტორსა და სამეთვალყურეო საბჭოს და აცნობებს უკმაყოფილების მიზეზების შესახებ. 3. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, უზრუნველყოს რისკის კონტროლის დამატებითი სტრუქტურული ერთეულის შექმნა საინვესტიციო სამსახურის ფარგლებში, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.“. 14. მე-13 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დირექტორის აპარატი, საინვესტიციო სამსახურთან კოორდინირებით, უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს მხარდაჭერას უფროსი საინვესტიციო ოფიცრის შერჩევის პროცესში, რათა დაცულ იქნეს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.“; ბ) მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას, საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, საპენსიო სააგენტოს ერთიან სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით. სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება, არ დაეთანხმოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას მხოლოდ დასაბუთებული უარის თქმით. 5. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებასა და საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად საპენსიო აქტივების მართვაზე. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო სამსახური, როგორც რისკის მართვის ჩარჩოთი განსაზღვრული დაცვის პირველი ხაზი, პასუხისმგებელია საინვესტიციო პროცესიდან წარმოქმნილი რისკების მართვაზე. 6. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიმუშავებს და საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით სააგენტოს დირექტორს ცვლილების უფლების გარეშე დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო სამსახურის საქმიანობის წესსა და სხვა პროცედურებს, მეთოდოლოგიებს, რომლებიც განსაზღვრავენ წესებსა და პრინციპებს, რომელთა დაცვით განხორციელდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა და მისგან გამომდინარე საინვესტიციო და საოპერაციო რისკების მართვა. 7. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი: ა) უფლებამოსილია, სააგენტოს სახელით გააფორმოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის აუცილებელი ხელშეკრულებები; ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის არჩევისა და მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, უფლებამოსილია, მისცეს დავალებები/ინსტრუქციები სპეციალიზებულ დეპოზიტარს; გ) მონაწილეობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაში; დ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრული პრინციპებისა და მეთოდოლოგიის გათვალისწინებით, ამზადებს აქტივების განთავსების სტრატეგიისა და აქტიური რისკის ბიუჯეტის ანალიზს და წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს, გადაწყვეტილების მიღებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტში ასახვის მიზნით; ე) შეიმუშავებს და საინვესტიციო სამსახურში დანერგავს შიდა კონტროლის ადეკვატურ მექანიზმებსა და პროცესებს; ვ) ინვესტიციების შეფასების სახელმძღვანელოს/ჩარჩოს მიხედვით, განახორციელებს საინვესტიციო პორტფელის ღირებულების გამოთვლას; ზ) შეიმუშავებს საინვესტიციო სამსახურის წესდებას და საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმების შემდეგ, ცვლილების უფლების გარეშე დამტკიცების მიზნით წარუდგენს სააგენტოს დირექტორს; თ) რისკის მთავარ ოფიცერს მიაწვდის ინფორმაციას საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესახებ, ამ დებულებით განსაზღვრული რისკის მთავარი ოფიცრის ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.“; გ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 და 72 პუნქტები: „71. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია: ა) რისკისა და ამონაგების ადეკვატური ბალანსის მიღწევაზე; ბ) ინვესტიციების შეფასების ჩარჩოს შესაბამისად, აქტივებისა და საინვესტიციო პორტფელის შედეგების შეფასებაზე. 72. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია ფონდებისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ.“; დ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი შეიძლება, თანამდებობიდან იქნეს გათავისუფლებული სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საინვესტიციო საბჭოს მიმართვის საფუძველზე. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი თანამდებობიდან შესაძლოა, გათავისუფლდეს შემდეგ შემთხვევებში: ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არანაკლებ 1 თვით ადრე მიმართავს სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოს; ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში; დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან არასათანადოდ შესრულებისთვის; ზ) გარდაცვალების შემთხვევაში; თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“; ე) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 და მე-10 პუნქტები: „9. უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი უფროსი საინვესტიციო ოფიცრის დანიშვნამდე, საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილეს დააკისროს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის დროებით შესრულება. 10. უფროსი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია, მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობების შესრულება დაავალოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილეს.“. 15. მე-14 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) სხვადასხვა ორგანიზაციასა და უწყებასთან გაფორმებული ხელშეკრულებების (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) შესრულების მონიტორინგი;“; გ) მე-2 პუნქტის „წ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წ) მომწოდებლის მიერ ხელშეკრულებით (გარდა საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) გათვალისწინებული პირობების დაცვის კონტროლი, გადაცდენის შემთხვევაში, დროული და ადეკვატური რეაგირება;“; დ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.“. 16. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. იურიდიული დეპარტამენტი 1. იურიდიული დეპარტამენტის მიზანია სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. 2. იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა; ბ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; გ) სააგენტოში შესული ადმინისტრაციული საჩივრებისა და სააგენტოს მონაწილეობით წარმოებული სასამართლო დავების ყოველთვიური სამართლებრივი ანალიზი და მის საფუძველზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა დირექტორისთვის; დ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმების, შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა. 3. იურიდიული დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.“. 17. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიზანია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიზნობრივი აუდიტორიისათვის სათანადო ფორმით, სწორი არხებითა და ინტენსივობით მიწოდება, ასევე დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების წარმართვა, საპენსიო სააგენტოს რეპუტაციული რისკების გათვალისწინებით.“; ბ) მე-2 პუნქტის „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; გ) მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.“. 18. მე-16 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი 1. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიზანია საპენსიო სააგენტოს საქმიანობისა და საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფა. 2. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით სააგენტოს საქმიანობის პროცესის ავტომატიზაცია; ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარება და ადმინისტრირება; გ) სააგენტოში დაცული ელექტრონული მონაცემების შენახვა და ადმინისტრირება; დ) კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, პროგრამული ხარვეზების/ ინციდენტების გამოვლენა და, მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი რეაგირება. 3. საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.“. 19. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შიდა აუდიტის სამსახური საქმიანობას ახორციელებს „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად.“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შიდა აუდიტის სამსახური საპენსიო სააგენტოს ეხმარება მიზნების მიღწევაში, შემდეგი საქმიანობების განხორციელებით: ა) სააგენტოს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; გ) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებსა და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება; დ) საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება; ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; ვ) სააგენტოს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ზ) სხვა საქმიანობა, რომელიც გამომდინარეობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის სპეციფიკიდან. 3. შიდა აუდიტის სამსახურის მიერ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია, იყოს სააგენტოში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.“; გ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 და მე-7 პუნქტები: „6. შიდა აუდიტის სამსახური ანგარიშებს წარუდგენს როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ისე სააგენტოს დირექტორს. 7. შიდა აუდიტის სამსახურის და მისი თანამშრომლების ამოცანები, ფუნქცია-მოვალეობები და უფლებამოსილებები დეტალურად განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცებული წესდებითა და სამსახურის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.“. 20. მე-17 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 171, 172, 173, 174 და 175 მუხლები: „მუხლი 171. დირექტორის აპარატი 1. დირექტორის აპარატის მიზანია სააგენტოს დირექტორის, სამეთვალყურეო საბჭოს, საინვესტიციო საბჭოსა და შესარჩევი კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა. 2. დირექტორის აპარატისა და მისი თანამშრომლების ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება აპარატის წესდებითა და აპარატის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით. მუხლი 172. საოპერაციო დეპარტამენტი 1. საოპერაციო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) საპენსიო შენატანების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა; ბ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშების ადმინისტრირება; გ) პენსიისა და მემკვიდრის მიერ მისაღები საპენსიო აქტივის ღირებულების გამოთვლა და გადახდა; დ) სხვა ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობასთან დაკავშირებული საბანკო ტრანზაქციების მომზადება; ე) საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა; ვ) პენსიების მოცულობების სიმულირებისა და გამოთვლის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება; ზ) პენსიებთან დაკავშირებული ფართო გამოყენების პროგრამული და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების შემუშავება. 2. საოპერაციო დეპარტამენტისა და მისი თანამშრომლების ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით. მუხლი 173. რისკის მთავარი ოფიცერი და რისკების კონტროლის დეპარტამენტი 1. რისკის მთავარი ოფიცერი: ა) სამეთვალყურეო საბჭოსთან, საინვესტიციო საბჭოსა და სააგენტოს დირექტორთან შეთანხმებით, ზედამხედველობას უწევს სააგენტოს რისკის მართვის ფუნქციის განვითარებასა და ეფექტიან განხორციელებას. აღნიშნული მოიცავს რისკის მართვის სისტემების, პროცესების, რაოდენობრივი მოდელებისა და ანგარიშგების მუდმივ გაძლიერებას, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სააგენტოს რისკის მართვის შესაძლებლობების სათანადო მდგრადობა და ეფექტიანობა, რაც საჭიროა რისკის ამღები საქმიანობების სრულად მხარდასაჭერად; ბ) ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ გაზომვის მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით; გ) ინფორმირებულია და მონიტორინგს უწევს საინვესტიციო პროცესებს, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით. რისკის ანგარიშში ასახული ნებისმიერი საგანგაშო მაჩვენებელი რისკის მთავარმა ოფიცერმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საინვესტიციო საბჭოს. ამასთანავე, რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი, დაბლოკოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გადაწყვეტილებები და მის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისათვის ან საინვესტიციო საბჭოსთვის; დ) ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესის მონიტორინგს და, საჭიროებისამებრ, აღნიშნულის შესახებ აცნობებს საინვესტიციო საბჭოს. რისკის მთავარი ოფიცრის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისთვის ან საინვესტიციო საბჭოსთვის; ე) ზედამხედველობას უწევს, თუ რამდენად ხდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მეთოდოლოგიებისა და პროცედურების ეფექტიანი განხორციელება და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების რეგულარული გადასინჯვა საინვესტიციო სამსახურის მიერ; ვ) რეგულარულ ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობას საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკასთან; ზ) ზედამხედველობას უწევს და ამოწმებს (სულ მცირე, წელიწადში ერთხელ) სააგენტოს დირექტორისა და საინვესტიციო სამსახურის შიდა კონტროლის სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას; თ) საინვესტიციო რისკების მართვასთან დაკავშირებით რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე, ხოლო არასაინვესტიციო რისკების მართვასთან დაკავშირებით − უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, იმგვარად, რომ მათ მიეცეთ სააგენტოს წინაშე არსებული რისკების ეფექტიანი ანალიზის შესაძლებლობა. საინვესტიციო საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშები გარკვევით უნდა აყალიბებდეს სააგენტოს რისკის პროფილს, ამასთან, საინვესტიციო რისკებთან დაკავშირებული ანგარიშები უნდა წარედგინოს საინვესტიციო საბჭოს, უფროს საინვესტიციო ოფიცერს, სააგენტოს დირექტორსა და ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს. არასაინვესტიციო რისკებთან დაკავშირებით ანგარიშები წარედგინება საინვესტიციო საბჭოსაც, საინვესტიციო საქმიანობაზე ზეგავლენის მქონე ყველა საოპერაციო რისკის გასათვალისწინებლად; ი) საინვესტიციო საბჭოსთან კონსულტაციით შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკას. რისკის მთავარი ოფიცრის რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის სამეთვალყურეო საბჭოსთვის. საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკის პირველი რედაქცია შესაძლოა, სრულად არ ფარავდეს ყველა იმ საკითხს, პოლიტიკასა და ჩარჩოს, რაც განსაზღვრულია დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით; კ) შეიმუშაოს სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესები და პროცედურები და დასამტკიცებლად წარუდგინოს დირექტორს, განახორციელოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების მონიტორინგი; ლ) რისკის მთავარი ოფიცერი აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ. 2. რისკის მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა საინვესტიციო საბჭოსა და სამეთვალყურეო საბჭოსთან უფროსი საინვესტიციო ოფიცრის ან საპენსიო სააგენტოს დირექტორის მონაწილეობის გარეშე. 3. რისკის მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია, წვდომა ჰქონდეს სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან, რომელიც საჭიროა მის მიერ რისკის მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად. 4. რისკის მთავარმა ოფიცერმა უნდა შეიმუშაოს და დირექტორს წარუდგინოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციის იერარქიულად და ფუნქციურად სათანადოდ გამიჯვნას. 5. რისკების კონტროლის დეპარტამენტის სტრუქტურას, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 6. რისკის მთავარი ოფიცრის ანაზღაურების ოდენობასა და სააგენტოს რისკის კონტროლის ფუნქციის განსახორციელებლად საჭირო ბიუჯეტს ამზადებს რისკის მთავარი ოფიცერი და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით წარუდგენს სააგენტოს დირექტორს. 7. რისკების კონტროლის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება დეპარტამენტის წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით. მუხლი 174. მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი 1. მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის მიზანია დაგროვებითი საპენსიო სქემის ფინანსური ანგარიშგების სისტემის დანერგვა და შემდგომი განვითარება. 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) ფინანსური ანგარიშგების სახელმძღვანელოს შექმნა და დაგროვებითი საპენსიო სქემის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფინანსური და მენეჯერული რეპორტების შემუშავება; ბ) საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემის მიერ გენერირებული რეპორტების გადამოწმება და დამუშავება; გ) საპენსიო ფონდის წმინდა აქტივების ღირებულების განსაზღვრა საპენსიო სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან ან/და სპეციალიზებური დეპოზიტარისაგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე; დ) წმინდა აქტივების ღირებულების მონიტორინგი და ანალიზი; ე) ყოველწლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტისათვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა. 3. მენეჯერული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება დეპარტამენტის წესდებითა და დეპარტამენტის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით. მუხლი 175. მონაწილეთა მომსახურების განყოფილება 1. მონაწილეთა მომსახურების განყოფილების მიზანია დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის, დამსაქმებელთათვის, თვითდასაქმებულთა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის, პირადად ან დისტანციურად (ცხელი ხაზის მეშვეობით), საკონსულტაციო, პრაქტიკული ან/და მეთოდური მიმართულებით, მომსახურების გაწევა. 2. მონაწილეთა მომსახურების განყოფილების ძირითადი ფუნქციებია: ა) საპენსიო სააგენტოს ცხელი ხაზით შესული ზარების მიღება, დამუშავება და შემდგომი რეაგირება/კონსულტაციების გაწევა; ბ) მონაწილეთა მომსახურების სივრცის მეშვეობით, დაინტერესებულ პირებთან პირდაპირი კომუნიკაცია და საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი მომსახურების/კონსულტაციების გაწევა; გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის ოპერირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა განცხადებების მიღება, პირველადი შემოწმება, უფლებამოსილების ფარგლებში დამუშავება ან/და შესაბამისი რეაგირების მიზნით, საპენსიო სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის გადაცემა. 3. მონაწილეთა მომსახურების განყოფილების ამოცანები და მისი თანამშრომლების ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული წესდებითა და სამსახურის თითოეული თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობებით.“. 21. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობებზე (გარდა დირექტორის, რისკის მთავარი ოფიცრის, უფროსი საინვესტიციო ოფიცრისა და საინვესტიციო საბჭოს წევრებისა) თანამშრომელთა შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს დირექტორის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია, გარდა საპენსიო სააგენტოს არსებული თანამშრომლის სხვა პოზიციაზე გადაყვანის ან/და დაწინაურების შემთხვევისა. საინვესტიციო სამსახურის თანამშრომელთა შერჩევას კონკურსის წესით ახორციელებს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობაც განისაზღვრება დირექტორის მიერ განსაზღვრული 1 წევრითა და უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ წარდგენილი 2 წევრით.“. 22. მე-18 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 მუხლი: „მუხლი 181. რისკების მართვის ჩარჩო 1. სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურა ეფუძნება ე. წ. „დაცვის სამი ხაზის“ მოდელს, რომელიც უზრუნველყოფს სიცხადესა და გამჭვირვალობას რისკების ფლობასა და რისკებზე ანგარიშვალდებულებასთან მიმართებით; ა) დაცვის პირველი ხაზი გულისხმობს რისკების ამღებთა ხაზს – სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მათი საქმიანობის თანმდევ რისკებზე. მათ ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შეინარჩუნონ ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები და განახორციელონ რისკის კონტროლის მიმდინარე/უწყვეტი/ყოველდღიური პროცედურები; ბ) დაცვის მეორე ხაზი მოიცავს რისკის საზედამხედველო ხაზს – სააგენტოს რისკის მართვის ფუნქცია, რომელიც დამოუკიდებელია რისკების ამღები სტრუქტურული ერთეულებისგან, წარმოადგენს დაცვის მეორე ხაზს. რისკის მართვის ფუნქცია ზედამხედველობს რისკის ამღებ სტრუქტურულ ერთეულებს და ამოწმებს მათი ქმედებების შესაბამისობას საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით) მიერ დამტკიცებულ სათანადო რისკის აპეტიტსა და რისკის ლიმიტებთან; გ) დაცვის მესამე ხაზი მოიცავს რისკის მარწმუნებელთა ხაზს – სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახური არის დაცვის მესამე ხაზი, რომელიც ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. ის ამოწმებს და წარმოადგენს დამოუკიდებელ და ობიექტურ რწმუნებას სააგენტოს შიდა კონტროლის სისტემების ხარისხსა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს როგორც დაცვის პირველი, ასევე მეორე ხაზის საქმიანობებს. 2. შიდა კონტროლის სხვადასხვა ფენის გარდა სააგენტოს ჰყავს ასევე სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელიც მის ორგანიზაციულ სტრუქტურაში არ შედის და მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სააგენტოს რისკის მართვის ჩარჩოში. 3. საპენსიო სააგენტოს რისკის აპეტიტი დგინდება ორგანიზაციის რისკის ამტანუნარიანობასთან შედარებით დაბალ დონეზე, იმისათვის, რომ გარკვეული ტიპის დამცავი ზონა არსებობდეს რისკის ამტანუნარიანობისა და რისკის აპეტიტს შორის. ორგანიზაციის მთლიანი რისკის პროფილის გაზომვა, მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ საპენსიო სააგენტოს მთლიანი რისკი არ აღემატებოდეს წინასწარ დადგენილ რისკის ლიმიტებს. რისკის ლიმიტები რისკს ზღუდავს დამტკიცებული რისკის აპეტიტის ფარგლებში. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკით განსაზღვრული რისკის ლიმიტების დარღვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ეცნობება საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით). აღნიშნული ინფორმაცია, როგორც საინვესტიციო ისე არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით, ასევე ეგზავნება სააგენტოს დირექტორს. 4. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკის აპეტიტი განისაზღვრება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის მართვის პოლიტიკით.“. 23. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოში არსებულ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეთა, ასევე დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი კონფიდენციალური ინფორმაცია შეიძლება, გადაეცეს მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სხვა პირს ასეთი ინფორმაცია გადაეცემა მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების ან დაგროვებითი საპენსიო სქემის შესაბამისი მონაწილის ან/და პენსიის/საპენსიო აქტივების მიმღების თანხმობის საფუძველზე.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები