„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)"

„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)"
დოკუმენტის ნომერი 1026
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 17/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016663
1026
17/05/2021
ვებგვერდი, 25/08/2021
480610000.03.030.016663
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი)"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 

 

  

სესხის ნომერი 9239-GE

საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტი

 

საქართველოსა

და

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის

სასესხო შეთანხმება

 

შეთანხმების თარიღია საქართველოსა („მსესხებელი“) და რეკონსტრუქციისა და განვითრების საერთაშორისო ბანკს („ბანკი“) შორის ამ დოკუმენტის ხელმოწერის თარიღი. მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:

 

მუხლი ზოგადი პირობები; განსაზღვრებები

1.01. ზოგადი პირობები (როგორც ეს განსაზღვრულია ამ შეთანხმების დანართში) გამოიყენება ამ შეთანხმების მიმართ და მის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.

1.02. თუ სხვაგვარად არ არის კონტექსტით განსაზღვრული, ამ შეთანხმების ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ზოგადი პირობებით ან ამ შეთანხმების დანართით განსაზღვრული მნიშვნელობები. 

 

მუხლი II  სესხი

2.01. ბანკი თანახმაა მსესხებელს გამოუყოს ოთხმოცდახუთი მილიონი ევროს (€ 85,000,000) ოდენობის სესხი, რომლის კონვერტაციაც შეიძლება პერიოდულად განხორციელდეს ვალუტის კონვერტაციის („სესხი“) საშუალებით, ამ შეთანხმების 1-ლ განრიგში აღწერილი პროექტის („პროექტი“) დაფინანსებაში დახმარების მიზნით.

2.02. მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები ამ შეთანხმების მე-2 განრიგის III ნაწილის შესაბამისად.

2.03. სესხის გაცემის ერთჯერადი საკომისიო შეადგენს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).

2.04. დარეზერვების საკომისიო (ვალდებულების საკომისიო) შეადგენს აუთვისებელი საკრედიტო ნაშთის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში.

2.05. საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს საბაზისო განაკვეთის და ფიქსირებული სპრედის ჯამს ან ისეთ განაკვეთს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს კონვერტაციის შემდეგ ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად.

2.06. მსესხებელი სესხისთვის ირჩევს კონვერტაციის ფიქსირებულ ავტომატურ განაკვეთს. შესაბამისად, ზოგადი პირობების IV მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე, და თუ კონვერტაციის მითითებების შესაბამისად მსესხებელი სხვაგვარად არ აცნობებს ბანკს, სასესხო ანგარიშიდან თანმიმდევრულად გატანილი საკრედიტო სახსრების მიმართ გამოყენებული საპროცენტო განაკვეთის საფუძველი კონვერტირებული უნდა იქნეს საწყისი ცვლადი განაკვეთიდან ფიქსირებულ განაკვეთად ასეთი თანხის ვადიანობის მთლიანი პერიოდისთვის ზოგადი პირობების IV მუხლის და კონვერტაციის მითითებების შესაბამისად.

2.07. ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, მსესხებელი აცნობიერებს და თანახმაა, რომ ფიქსირებულ სპრედთან დაკავშირებული კონვერტაციის გარკვეული ვარიანტები არ იქნება ხელმისაწვდომი 2021 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით ბანკის მიერ თავის სესხებზე ფიქსირებული სპრედის პირობების შეჩერების გამო.

2.08. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 თებერვალი და 15 აგვისტო.

2.09. სესხის ძირითადი თანხა დაფარული უნდა იქნეს ამ შეთანხმების მე-3 განრიგის შესაბამისად. 

 

მუხლი III  პროექტი

3.01. მსესხებელი აცხადებს თავის ვალდებულებას პროექტის ამოცანების შესრულების მიმართ. ამ მიზნით, მსესხებელი განახორციელებს პროექტს, და უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ამ შეთანხმების ზოგადი პირობების V მუხლის დებულებების და მე-2 განრიგის შესაბამისად.

 

მუხლი IV  ძალაში შესვლა; შეწყვეტა

4.01. შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებული დამატებითი პირობა შემდეგია: კერძოდ, EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება სრულდება მსესხებლის სახელით (წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი), ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო (MOESD), იუსტიციის სამინისტრო (MOJ) და სსიპ – აწარმოე საქართველოში.

4.02. შეთანხმების ძალაში შესვლის ბოლო ვადაა ხელმოწერის თარიღიდან 120 (ას ოცი) დღე.

 

მუხლი V  წარმომადგენელი; მისამართები

5.01. მსესხებლის წარმომადგენელია მისი ფინანსთა სამინისტრო.

5.02. ზოგადი პირობების 10.01 პუნქტის მიზნებისთვის: (ა) მსესხებლის მისამართია:

 

ფინანსთა სამინისტრო

საქართველო

თბილისი 0114

გორგასლის ქუჩა 16

 

 

(ბ) მსესხებლის ელექტრონული მისამართია:

ელფოსტა: publicdebt@mof.ge

 

5.03. ზოგადი პირობების 10.01 პუნქტის მიზნებისთვის: (ა) ბანკის მისამართია:

 

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

ამერიკის შეერთებული შტატები

ვაშინგტონი, კოლუმბიის ოლქი, 20433

1818 H Street, N.W.

 () ბანკის ელექტრონული მისამართია:

ტელექსი:                     ფაქსი:                        ელფოსტა:

 

248423 (MCI) ან          1-202-477-6391         smolineus@worldbank.org

64145 (MCI)

 

 

შეთანხმება მიღწეულია შეთანხმების ხელმოწერის თარიღის მდგომარეობით.

 

საქართველო

 

                             _____________________________________

უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

სახელი, გვარილაშა ხუციშვილი

თანამდებობა: მინისტრი

თარიღი: 17 მაისი 2021

 

 

რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი

 

               _____________________________________

 უფლებამოსილი წარმომადგენელი

 

 

სახელი, გვარი: სებასტიან- მოლინეუსი

თანამდებობა: რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში

თარიღი: 17 მაისი 2021

 

განრიგი 1

პროექტის აღწერა

 

პროექტის მიზანია მიკრო, მცირე და საშუალო სიდიდის საწარმოების დახმარება, მათ შორის, დაფინანსებასთან წვდომის ხელშემწყობი გარემოს გაძლიერების გზით.

პროექტის შემადგენელი ნაწილებია:

ნაწილი A: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ფინანსური დახმარება

 დახმარების გაწევა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (MSMEs) COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ, შემდეგი ღონისძიებების საშუალებით:

1. მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამის გაძლიერება „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივის შესაბამისად, შესაფერისი ფირმებისთვის ფინანსური დახმარების გაწევით, მათ შორის: (ა) არასაკონსულტაციო სერვისებით, საკონსულტაციო სერვისებით და ტრენინგით; (ბ) 1-ლი დონის ქვეგრანტებით; (გ) მე-2 დონის ქვეგრანტებით [PBC 1.1]; (დ) მე-3 დონის ქვეგრანტებით [PBC 1.2] და (ე) მე-4 დონის ქვეგრანტებით [PBC 1.3]

2. სსიპის – აწარმოე საქართველოში პროცენტის თანაგადახდის პროგრამის გაძლიერება „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივის შესაბამისად, ფინანსური დახმარების გაწევით ბენეფიციარი MSME-ებისთვის მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებთან (PFIs) თანამშრომლობით, მათ შორის: (ა) 1-ლი დონის საპროცენტო თანაგადახდებით; (ბ) მე-2 დონის საპროცენტო თანაგადახდებით [PBC 2.1]; (გ) მე -3 დონის საპროცენტო თანაგადახდებით [PBC 2.2] და (დ) მე-4 დონის საპროცენტო თანაგადახდებით [PBC 2.3];

3. სსიპის – აწარმოე საქართველოში საკრედიტო გარანტიების სქემის გაძლიერება ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიების გასაცემად შერჩეული მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებისთვის (PFIs) შერჩეული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სესხებისთვის, მათ შორის: (ა) 1-ლი დონის ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიებით; (ბ) მე-2 დონის ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიებით [PBC 3.1]; მე-3 დონის ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიებით [PBC 3.2] და მე-4 დონის ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიებით [PBC 3.3]; და

4. ტექნიკური დახმარება სსიპისთვის – აწარმოე საქართველოში და მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ამ უკანასკნელთა ხელშესაწყობად მმართველობითი, ციფრული და სხვა პრაქტიკის დანერგვაში, რაც აუცილებელია COVID-19-ის პანდემიით გამოწვეულ ზემოქმედებაზე უკეთესი რეაგირებისთვის.

 

ნაწილი B: ციფრული გადახდები და საფინანსო ინფრასტრუქტურის განახლება

 საქართველოს საფინანსო ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენების ზრდა შემდეგი ღონისძიებების საშუალებით:

1. სწრაფი გადახდის სისტემის შექმნა, რაც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას მისი და ნებისმიერი დაკავშირებული ინფრასტრუქტურის შესამუშავებლად და ოპერირებისთვის;

2. „იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს“ („e-KYC“) ინფრასტრუქტურის და „იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს“ რეესტრის შექმნა ფიზიკური პირების და MSMEs-ების საფინანსო სექტორში ჩართულობის გაზრდის მიზნით მათი საიდენტიფიკაციო მონაცემების გადამოწმების ხელშესაწყობად; და 

3. საქართველოს უზრუნველყოფილი ტრანზაქციების ჩარჩოს გაუმჯობესება, მათ შორის, უზრუნველყოფილი ოპერაციებისთვის სამართლებრივი და მარეგულირებელი მექანიზმების გაძლიერების გზით, გირავნობის რეესტრის განახლებით და სამიზნე მომხმარებლების შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების განხორციელებით.

 

ნაწილი C: პროექტის მართვა და მონიტორინგი

 პროექტის განხორციელების, მართვის და მონიტორინგის მხარდაჭერა, ფინანსურ მართვასთან, შესყიდვებთან, გარემოსდაცვით და სოციალურ ასპექტებთან, შეფასებასთან, ანგარიშგებასთან, მზარდ ოპერაციულ ხარჯებთან, კომუნიკაციასთან და საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩათვლით.

 

ნაწილი D: გაუთვალისწინებელი საგანგებო საპასუხო ღონისძიებები

დაუყოვნებელი რეაგირება შესაფერის კრიზისზე ან საგანგებო სიტუაციაზე საჭიროების შესაბამისად.

 

განრიგი 2

პროექტის განხორციელება

 

ნაწილი I. განხორციელების მექანიზმები

A. ინსტიტუციური მექანიზმები

1. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებლობა პროექტის საერთო განხორციელებაზე ეკისრებოდეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (MOESD), ფინანსთა სამინისტროსგან, იუსტიციის სამინისტროსგან, საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოსგან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსგან, სსიპისგან – აწარმოე საქართველოში და საქართველოს ეროვნული ბანკისგან ინფორმაციის, დახმარების და მხარდაჭერის უზრუნველყოფით.

2. ამ ნაწილის 1-ლ პუნქტში წარმოდგენილი ზოგადი დებულებების შეზღუდვის გარეშე, და თუ სხვაგვარად არ შეთანხმდნენ მსესხებელი და ბანკი, მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას ამ შეთანხმების შესაბამისი პირობების, პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს, საგადახდო სისტემების სახელმძღვანელოს, EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებისა და სებ-ის თანხის გადაცემის ხელშეკრულების შესაბამისად.

(ა) სსიპ აწარმოე საქართველოშისსიპ-მა უნდა: (i) განახორციელოს პროექტის A და C ნაწილები; და (ii) განახორციელოს შესყიდვები და შეასრულოს ფინანსური მართვის ფუნქციები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დასახმარებლად და ხელშესაწყობად პროექტის B.2 და B.3 ნაწილების რეალიზაციაში.

(ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს პროექტის B.1 ნაწილს.

(გ) კონტრაქტორი ორგანიზაციები. კონტრაქტორი ორგანიზაციები დახმარებას უწევენ სსიპის – აწარმოე საქართველოში შესაფერისი ფირმების შერჩევაში პროექტის A.1 ნაწილის განხორციელების მიზნით, MSME აპლიკანტების გაცხრილვით სსიპის – აწარმოე საქართველოში ზედამხედველობის ქვეშ, პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს მიერ განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმების თანახმად და შერჩევის შესაბამისი კონტრაქტების შესაბამისად.

(დ) შერჩეული მონაწილე საფინანსო ინსტიტუტები (PFIs)შერჩეული PFI-ები დახმარებას უწევენ სსიპ-ს აწარმოე საქართველოში პროექტის A.2 და A.3 ნაწილების განხორციელებაში შემდეგი ღონისძიებების საშუალებით: 

i. პროექტის A.2 ნაწილის განხორციელებაში სსიპის – აწარმოე საქართველოში დახმარების მიზნით, შერჩეული საფინანსო ინსტიტუტები (PFIs) პასუხისმგებელი არიან სესხთან დაკავშირებული კომპლექსური შემოწმების განხორციელებაზე, MSME აპლიკანტების შესაფერისობის გადამოწმების ჩათვლით, და სააგენტოს წინაშე შერჩეული MSME აპლიკანტებისთვის რეკომენდაციის გაწევაზე პროცენტის თანაგადახდის მიზნით, ბანკისთვის მისაღები პროექტის განხორციელების ოპერაციულ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი შერჩევის მისაღები კრიტერიუმების და პროცედურების შესაბამისად და პროცენტის თანაგადახდაში მონაწილეობის შეთანხმების თანახმად.

ii. სსიპის – აწარმოე საქართველოში დახმარების მიზნით პროექტის A.3 ნაწილის განხორციელებაში შერჩეულმა საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა: (A) არსებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სესხებისთვის: განახორციელონ მცირე და საშუალო საწარმოების სესხების იდენტიფიკაცია საკრედიტო გარანტიების სქემაში მონაწილეობისთვის; (B) ახალი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სესხებისთვის: განახორციელონ სესხებთან დაკავშირებული კომპლექსური შემოწმება, შედეგად გასცენ გარანტია ასეთი მცირე და საშუალო საწარმოების სესხებზე და შემდეგ განსაზღვრონ შერჩეული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სესხები საკრედიტო გარანტიების სქემაში მონაწილეობისთვის, პროექტის განხორციელების ოპერაციულ სახელმძღვანელოში წარმოდგენილი, ბანკისთვის მისაღები შესაფერისობის კრიტერიუმების და პროცედურების შესაბამისად და PCG მონაწილეობის სათანადო შეთანხმების თანახმად.

 

B. სახელმძღვანელოები

პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელო

1. მსესხებელმა: (ა) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საშუალებით უნდა მიიღოს პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელო; და (ბ) უნდა უზრუნველყოს სსიპის – აწარმოე საქართველოში მიერ პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს მიღება.

2. მსესხებელმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საშუალებით უნდა უზრუნველყოს პროექტის A, B.2, B.3, და C ნაწილების განხორციელება პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს შესაბამისად, დეტალური მითითებების და პროცედურების განსაზღვრით პროექტის განსახორციელებლად, მათ შორის:

(ა) პროექტის A.1 ნაწილის ფარგლებში: (i) განხორციელების შეთანხმებები, შესაფერისობის კრიტერიუმები და შერჩევის პროცედურები კონტრაქტორი ორგანიზაციების განსასაზღვრად; (ii) შესაფერისობის კრიტერიუმები და შერჩევის პროცედურები შესაფერისი ფირმების იდენტიფიკაციისთვის; (iii) ვადები და პირობები სსიპ – აწარმოე საქართველოში და კონტრაქტორ ორგანიზაციებს შორის შერჩევის კონტრაქტებისთვის; (iv) ვადები და პირობები ქვეგრანტის შეთანხმებებისთვის სსიპ აწარმოე საქართველოში და შესაფერის ფირმებს შორის; (v) განხორციელების შეთანხმებები ეკოლოგიურ და სოციალურ სტანდარტებთან დაკავშირებით; და (vi) განხორციელების და სხვა შეთანხმებები ქვეგრანტების უზრუნველსაყოფად შესაფერისი ფირმებისთვის სსიპის – აწარმოე საქართველოში მიერ;

(ბ) პროექტის A.2 ნაწილის ფარგლებში: (i) განხორციელების შეთანხმებები, შესაფერისობის კრიტერიუმები და შერჩევის პროცედურები მონაწილე საფინანსო ინსტიტუტების (PFIs) განსასაზღვრად; (ii) შესაფერისობის კრიტერიუმები და შერჩევის პროცედურები ბენეფიციარი MSME-ების იდენტიფიკაციისთვის; (iii) ვადები და პირობები პროცენტის თანაგადახდის შეთანხმებებისთვის სააგენტოს („აწარმოე საქართველოში“) და შერჩეულ მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებს შორის; (iv) საჭიროების შემთხვევაში, ვადები და პირობები პროცენტის თანაგადახდის შეთანხმებებისთვის სააგენტოს აწარმოე საქართველოში და ბენეფიციარ MSME-ებს შორის; (v) ვადები და პირობები შერჩეულ PFI და MSME ბენეფიციარებს შორის შეთანხმებებისთვის; (vi) განხორციელების შეთანხმებები პროცენტის თანაგადახდის უზრუნველსაყოფად შერჩეული მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებისთვის სააგენტოს („აწარმოე საქართველოში“) მიერ; და (vii) ეკოლოგიურ და სოციალურ სტანდარტებთან დაკავშირებული განხორციელების შეთანხმებები, კერძოდ კი, პროექტის ESMS-თან და შესაბამისი მონაწილე საფინანსო ინსტიტუტის ESMSs-ებთან დაკავშირებით; და

(გ) პროექტის A.3 ნაწილის თანახმად: (i) განხორციელების შეთანხმებები, შესაფერისობის კრიტერიუმები და შერჩევის პროცედურები მონაწილე საფინანსო ინსტიტუტების (PFIs) განსასაზღვრად; (ii) შესაფერისობის კრიტერიუმები და შერჩევის პროცედურები შერჩეული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სესხების იდენტიფიკაციისთვის; (iii) ვადები და პირობები PCG მონაწილეობის შეთანხმებისთვის სააგენტოს – აწარმოე საქართველოში და შერჩეულ მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებს შორის; და (iv) განხორციელების შეთანხმებები ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიების უზრუნველსაყოფად შერჩეული მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებისთვის სააგენტოს („აწარმოე საქართველოში“) მიერ; (v) ვადები და პირობები შერჩეულ PFI და MSME ბენეფიციარ ფირმებს შორის შეთანხმებებისთვის; და (vi) ეკოლოგიურ და სოციალურ სტანდარტებთან დაკავშირებული განხორციელების შეთანხმებები, კერძოდ კი, პროექტის ESMS-თან და შესაბამისი მონაწილე საფინანსო ინსტიტუტის ESMSs-ებთან დაკავშირებით.

3. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სააგენტომ („აწარმოე საქართველოში“) არ შეცვალონ, შეაჩერონ ან გააუქმონ პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს რომელიმე დებულება.

4. პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს და ამ შეთანხმების დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება.

საგადახდო სისტემების სახელმძღვანელო

5. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ: (ა) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღოს საგადახდო სისტემების სახელმძღვანელო ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს ოცდაათ (30) დღეში; და (ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელოს პროექტის B.1 ნაწილი საგადახდო სისტემების სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს დეტალურ მითითებებს და პროცედურებს პროექტის B.1 ნაწილის განსახორციელებლად.

6. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი უზრუნველყოფს რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არ შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს რომელიმე დებულება.

7. საგადახდო სისტემების სახელმძღვანელოს და ამ შეთანხმების დებულებებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში, უპირატესობა ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება.

C. EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება

1. პროექტის A, B.2, B.3, და C ნაწილების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მსესხებელმა სესხის თანხის ნაწილი ხელმისაწვდომი უნდა გახადოს სააგენტოსთვის – აწარმოე საქართველოში EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების მეშვეობით ფინანსთა სამინისტროს (მსესხებლის წარმომადგენელი), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სააგენტოს – აწარმოე საქართველოში შორის, ბანკის მიერ დამტკიცებული ვადებით და პირობებით, რაც გულისხმობს შემდეგს („EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება“):

(ა) სესხის ნაწილი:

(i) ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი უნდა იქნეს სააგენტოსთვის – აწარმოე საქართველოში გრანტის პირობებით, პროექტის A და C ნაწილების განსახორციელებლად შემდეგი ზედა ზღვრების დაცვით, თუ ბანკი და მსესხებელი სხვაგვარად არ შეთანხმდნენ:

(ა) პროექტის A.1 (b) ნაწილის თანახმად, სუბგრანტების სახით გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 18 მილიონ ევროს;

(ბ) პროექტის A.2 (a) ნაწილის თანახმად, საერთო თანხა, რომელიც უნდა განისაზღვროს პროცენტის თანაგადახდით, არ უნდა აღემატებოდეს 18 მილიონ ევროს; და

(გ) პროექტის A.3 (a) ნაწილის თანახმად, ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიების სახით გამოყოფილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 18 მილიონ ევროს; და

(ii) ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი უნდა იქნეს სააგენტოსთვის – აწარმოე საქართველოში გრანტის პირობებით შესყიდვების და ფინანსური მართვის ფუნქციების განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით, ამ უკანასკნელისთვის პროექტის B.2 და B.3 ნაწილების განხორციელების საშუალების მისაცემად;

(ბ) თუკი ბანკი და მსესხებელი სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, სესხის თანხიდან პროექტის A.1 ნაწილის შესასრულებლად სააგენტოსთვის – აწარმოე საქართველოში გამოყოფილი თანხა, როგორც ქვეგრანტი უფლებამოსილი ფირმისთვის, მიუხედავად ქვესაგრანტო შეთანხმებისა, არ უნდა აღემატებოდეს 14,000 ევროს ეკვივალენტურ ოდენობას.

(გ) თუ ბანკი და მსესხებელი სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, MSME სესხის ოდენობა შემდეგი მიზნებისათვის:

(i) პროექტის A.2 ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს 2.8 მილიონ ევროს ეკვივალენტს მისი შესაბამისი საპროცენტო თანაგადახდით ხელშეკრულებისა და PFI-MSME ბენეფიციარის ხელშეკრულების შესაბამისად; და

(ii) პროექტის A.3 ნაწილი არ უნდა აღემატებოდეს 1,4 მილიონ ევროს ეკვივალენტს მისი შესაბამისი PFI-MSME ფირმის ხელშეკრულების შესაბამისად.

(დ) პროექტის A, B.2, B.3 და C ნაწილების განხორციელებაში მონაწილე სამინისტროების, უწყებებისა და განყოფილებების კონკრეტული როლები და პასუხისმგებლობები და ისეთი სხვა ღონისძიებები და პროცედურები, რომლებიც საჭიროა პროექტის A, B.2, B.3 და C ნაწილების ეფექტური განხორციელებისთვის;

(ე) სააგენტომ – აწარმოე საქართველოში უნდა განახორციელოს პროექტის შესაბამისი ნაწილები: (i) სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით შესაბამისი ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მმართველობითი, ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად; (ii) სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული ვადების და პირობების, ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტების, პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს შესაბამისად, ანტიკორუფციული მითითებების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება სესხის მიმღებთა მიერ, გარდა მსესხებლისა; და (iii) დროულად და საჭიროებისამებრ გამოყოს რესურსები ამ მიზნით;

(ვ) მსესხებელს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს სააგენტოს („აწარმოე საქართველოში“) უფლება სესხის თანხის გამოყენებასთან დაკავშირებით, ან დაიბრუნოს სესხის ათვისებული თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ, სააგენტოს – აწარმოე საქართველოში მიერ EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავისი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

(ზ) კონფლიქტის შემთხვევაში სასესხო შეთანხმების და EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების დებულებებს შორის, სასესხო შეთანხმების დებულებებს ენიჭება უპირატესობა;

(თ) სააგენტომ – აწარმოე საქართველოში უნდა განახორციელოს თავისი უფლებები EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლის და ბანკის ინტერესები და მიღწეულ იქნეს სესხის მიზანი; და

(ი) თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ სააგენტომ – აწარმოე საქართველოში არ გადასცეს, არ შეცვალოს, არ შეაჩეროს ან გააუქმოს EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების რომელიმე დებულება.

2. მსესხებელმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლებები EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმგვარად, რომ დაცულ იქნეს მსესხებლის და ბანკის ინტერესები და მიღწეულ იქნეს სესხის მიზანი.

3. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელმა არ უნდა გადასცეს, არ შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს EG განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების რომელიმე დებულება.

 

D. თანხის გადაცემის ხელშეკრულება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის

1. პროექტის B.1 ნაწილის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მსესხებელმა სესხის თანხის ნაწილი ხელმისაწვდომი უნდა გახადოს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის, თანხის გადაცემის ხელშეკრულების მეშვეობით ფინანსთა სამინისტროს (მსესხებლის წარმომადგენელი) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის, ბანკის მიერ დამტკიცებული ვადებით და პირობებით, რაც გულისხმობს შემდეგს (სებ-ის თანხის გადაცემის ხელშეკრულება):

(ა) სასესხო სახსრების [გადაცემას][სესხებას] ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკისთვის [გრანტის][შემდეგი ფინანსური] პირობებით პროექტის B.1 ნაწილის განსახორციელებლად;

(ბ) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს პროექტის შესაბამისი ნაწილი: (i) სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით სათანადო ტექნიკური, ეკონომიკური, ფინანსური, მმართველობითი, ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად; (ii) სასესხო შეთანხმებით განსაზღვრული ვადების და პირობების, ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტების, პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს თანახმად, ანტიკორუფციული მითითებების ჩათვლით; და (iii) ამ მიზნით დროულად და საჭიროებისამებრ გამოყოს რესურსები;

(გ) მსესხებელს უფლება აქვს შეაჩეროს ან შეწყვიტოს ეროვნული ბანკის უფლება სესხის თანხის გამოყენებასთან დაკავშირებით ან დაიბრუნოს სესხის ათვისებული თანხა მთლიანად ან ნაწილობრივ, სებ-ის მიერ თანხის გადაცემის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში;

(დ) კონფლიქტის შემთხვევაში სასესხო შეთანხმების და სებ-ის თანხის გადაცემის ხელშეკრულების დებულებებს შორის, სასესხო შეთანხმების დებულებებს ენიჭება უპირატესობა; 

(ე) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელიც მოქმედებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, უნდა გამოიყენოს თავისი უფლებები სებ-ის თანხის გადაცემის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმგვარად, რომ დაიცვას მსესხებლის და ბანკის ინტერესები და მიღწეულ იქნეს სესხის მიზანი; და

(ვ) თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ეროვნულმა ბანკმა არ უნდა გადასცეს, არ უნდა შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს სებ-ის თანხის გადაცემის ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება.

2. მსესხებელმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლებები სებ -ის თანხის გადაცემის ხელშეკრულებიდან გამომდინარე იმგვარად, რომ დაცულ იქნეს მსესხებლის და ბანკის ინტერესები და მიღწეულ იქნეს სესხის მიზანი. 

3. თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, მსესხებელმა არ უნდა გადასცეს, არ უნდა შეცვალოს, ან გააუქმოს სებ-ის თანხის გადაცემის ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება.

E. ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტები

1. მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას სააგენტოს – აწარმოე საქართველოში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტების შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმით.

2. 1-ლი პუნქტის დებულებების შეზღუდვის გარეშე, მსესხებელი უზრუნველყოფს სააგენტოს აწარმოე საქართველოში და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პროექტის განხორციელებას ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით, და განაპირობებს სააგენტოს – აწარმოე საქართველოში და სებ-ის მიერ იმის უზრუნველყოფას, რომ:

(ა) ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მითითებული ღონისძიებები და ზომები შესრულდეს სათანადო სიფრთხილით და ეფექტიანობით და ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმაში (ESCP) მოცემული მითითებების შესაბამისად;

(ბ) ხელმისაწვდომი იყოს საკმარისი სახსრები ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) ხარჯების დასაფარად;

(გ) პოლიტიკა და პროცედურები და კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი იძლეოდეს გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) განხორციელების შესაძლებლობას, აღნიშნული გეგმით განსაზღვრული მითითებების შესაბამისად; და

(დ) ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა (ESCP) ან მისი ნებისმიერი დათქმა არ შეიცვალოს, შეჩერდეს, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ან არ შესრულდეს ბანკის მიერ წერილობით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, და ასევე უზრუნველყოფს შემდეგ მსესხებლის მიერ ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გადამუშავებული გეგმის (ESCP) დროულ გამოქვეყნებას.

3. ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) დებულებებს და ამ შეთანხმებას შორის, უპირატესობა ამ უკანასკნელს ენიჭება.

4. მსესხებელი უზრუნველყოფს და განაპირობებს სააგენტოს – აწარმოე საქართველოში და ეროვნული ბანკის მიერ:

(ა) თავის მხრივ ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელებას იმისათვის, რომ შეაგროვოს, შეადგინოს და ბანკს პროექტის რეგულარული ანგარიშების საშუალებით, გარემოს დაცვის და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმით (ESCP) განსაზღვრული სიხშირით და დროულად, ცალკე ანგარიშის ან ანგარიშების სახით (ბანკის მხრიდან ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში) წარუდგინოს ინფორმაცია ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმასთან (ESCP) და მასში მითითებულ მართვის ინსტრუმენტებთან და მექანიზმებთან შესაბამისობის სტატუსის შესახებ; ყველა ასეთი ანგარიში მომზადებული უნდა იქნეს ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით და სხვა საკითხებთან ერთად მათში განსაზღვრული უნდა იყოს: (i) ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულების სტატუსი ; (ii) პირობები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლებიც ხელს უშლის ან ქმნის ხელის შეშლის საფრთხეს ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესრულებასთან დაკავშირებით; და (iii) მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა ან უნდა განხორციელდეს ასეთ პირობებზე რეაგირებისთვის; და

(ბ) ბანკისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას ნებისმიერი ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შესახებ, რომელიც უკავშირდება ან გავლენას იქონიებს პროექტზე და რომელსაც აქვს ან სავარაუდოდ ექნება მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა გარემოზე, ზემოქმედების ქვეშ მყოფ თემზე, საზოგადოებაზე ან მშრომელებზე, მათ შორის, ეკოლოგიური და სოციალური პასუხისმგებლობის გეგმის (ESCP) შესაბამისად მასში მითითებულ ინსტრუმენტებზე და გარემოს დაცვისა და სოციალურ სტანდარტებზე.

5. მსესხებელი უზრუნველყოფს და განაპირობებს სააგენტოს („აწარმოე საქართველოში“) და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საჩივრებზე რეაგირების მექანიზმის შექმნას, მის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას, წარმოებას და ოპერირებას, იმისათვის რომ პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირებისგან მიღებულ იქნეს და გადაიჭრას ნებისმიერი საჩივარი, და გატარებულ იქნეს ყველა აუცილებელი ღონისძიება და სათანადოდ გადაწყდეს ის, ან მოხდეს ასეთი წუხილების და საჩივრების გადაწყვეტა ბანკისთვის მისაღები ფორმით.

6. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სატენდერო დოკუმენტი და კონტრაქტი სამშენებლო სამუშაოებისთვის პროექტის ფარგლებში შეიცავდეს კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორების და ზედამხედველი სუბიექტების ვალდებულებებს: (ა) შეასრულონ ESCP -ის შესაბამისი ასპექტები და მასში აღნიშნული გარემოს დაცვის და სოციალური ინსტრუმენტები; და (ბ) მიიღონ და შეასრულონ ქცევის კოდექსი, რომელიც მიწოდებული უნდა იქნეს ყველა თანამშრომლისთვის და ხელმოწერილ იქნეს მათ მიერ, სადაც დეტალურად აღწერილია ღონისძიებები ეკოლოგიურ, სოციალურ, ჯანდაცვის და უსაფრთხოების რისკებზე და ასევე სექსუალური ექსპლუატაციის და ძალადობის, სექსუალური შევიწროვების და ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკებზე რეაგირებისთვის, და რომელიც გამოიყენება დაკვეთილი სამშენებლო სამუშაოებისთვის ან სრულდება აღნიშნული კონტრაქტების შესაბამისად.

7. ზევით წარმოდგენილი 1 -ლი პუნქტის შეზღუდვის გარეშე, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სააგენტოს მიერ:

(ა) პროექტის A.2 და A.3 ნაწილების შესრულება ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტების შესაბამისად, პროექტის ESMS-ის ჩათვლით; და

(ბ) რომ შერჩეულმა მონაწილე საფინანსო ინსტიტუტებმა განახორციელონ თავიანთი საქმიანობა პროექტის A.2 და A.3 ნაწილების ფარგლებში ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტების შესაბამისად, პროექტის ESMS-ის ჩათვლით საჭიროების შემთხვევაში და მონაწილე საფინანსო ინსტიტუტების ESMS-ების თანახმად.

F. რეაგირების საგანგებო გაუთვალისწინებელი ღონისძიებები

1. იმისათვის რომ უზრუნველყოფილ იქნეს საგანგებო რეაგირების ღონისძიებების სათანადო განხორციელება, პროექტის D ნაწილის („საგანგებო რეაგირების ნაწილი“) ფარგლებში, მსესხებელმა:

(ა) უნდა მოამზადოს და ბანკს განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგინოს გაუთვალისწინებელი საგანგებო რეაგირების ღონისძიებების სახელმძღვანელო, რომელიც განსაზღვრავს განხორციელების დეტალურ მექანიზმებს საგანგებო რეაგირებისთვის, მათ შორის: (i) ნებისმიერ დამატებით ინსტიტუციურ სტრუქტურას ან მექანიზმს საგანგებო რეაგირების ნაწილის კოორდინაციის და განხორციელებისთვის; (ii) კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება შეტანილ იქნეს საგანგებო რეაგირების ნაწილში, შესაბამის ხარჯებს, რომლებიც საჭიროა გაწეულ იქნეს („საგანგებო ხარჯები“) და ნებისმიერ პროცედურას ღონისძიებების ასეთი შეტანისთვის; (iii) ფინანსური მართვის მექანიზმებს საგანგებო რეაგირების ნაწილისთვის; (iv) შესყიდვის მეთოდებს და პროცედურებს საგანგებო რეაგირების ნაწილისთვის; (v) საგანგებო ხარჯების გასაწევად საკრედიტო სახსრების ათვისებასთან დაკავშირებულ საჭირო დოკუმენტაციას; (vi) გარემოს დაცვის და სოციალური შეფასების და მმართველობითი მექანიზმების აღწერას საგანგებო რეაგირების ნაწილისთვის; და (vii) საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმის ნიმუშს.

ბ) საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმა მომზადებულია და მიღებულია ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით;

(გ) საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილი ხორციელდება CERC სახელმძღვანელოს და საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად; თუმცა შეუსაბამობის შემთხვევაში CERC სახელმძღვანელოს ან საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმას და ამ შეთანხმების დებულებებს შორის, ამ შეთანხმების დებულებებს ენიჭება უპირატესობა; და 

(დ) არც CERC სახელმძღვანელო და არც საგანგებო ღონისძიებების მართვის სამოქმედო გეგმა არ შეიძლება შეიცვალოს, შეჩერდეს, გაუქმდეს, ძალადაკარგულად გამოცხადდეს ან არ შესრულდეს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს CERC სახელმძღვანელოში მითითებული სტრუქტურების და მექანიზმების შენარჩუნება საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილის შესრულების პერიოდში ბანკისთვის მისაღები პერსონალით და რესურსებით.

3. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ:

(ა) საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილისთვის საჭირო ეკოლოგიური და სოციალური ინსტრუმენტები მომზადდეს, გამჟღავნებულ იქნეს და დაინერგოს CERC სახელმძღვანელოს და ESCP -ის შესაბამისად და ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით; და

(ბ) საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილი განხორციელდეს ეკოლოგიური და სოციალური ინსტრუმენტების შესაბამისად ბანკისთვის მისაღები ფორმით.

4. საგანგებო საპასუხო ღონისძიებების ნაწილი უნდა განხორციელდეს მხოლოდ შესაფერისი კრიზისის ან საგანგებო მდგომარეობის დადგომის შემთხვევაში.

 

ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება

მსესხებელი ვალდებულია წარუდგინოს ბანკს თითოეული პროექტის კალენდარული სემესტრის მომცველი ანგარიში ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არა უგვიანეს სამოცი (60) თვის ვადაში.

ნაწილი III. საკრედიტო სახსრების ათვისება

A. ზოგადი მოთხოვნები

ზოგადი პირობების მე-2 მუხლის დებულებების შეზღუდვის გარეშე და სესხის ტრანშების გაცემის და ფინანსური ინფორმაციის შემცველი წერილის შესაბამისად, მსესხებელმა შეიძლება აითვისოს საკრედიტო სახსრები: (ა) სათანადო ხარჯების დასაფინანსებლად; და (ბ) შემდეგი გადახდების განსახორციელებლად, ესენია: (i) სესხის გაცემის საკომისიოს გადახდა; და (ii) ფიქსირებული მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე პროცენტული მარჟის ოფციონის ან ფიქსირებული მაქსიმალური და მინიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე ოფციონის პრემიის გადახდა, გამოყოფილი თანხით, და საჭიროების შემთხვევაში, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში თითოეული კატეგორიის მიმართ მითითებულ განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებლამდე:

 

კატეგორია

გამოყოფილი სესხის თანხა

(ევრო)

დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტული მაჩვენებელი (გადასახადების ჩათვლით)

(1) ქვეგრანტები პროექტის A.1 (ბ) ნაწილის შესაბამისად, საპროცენტო თანაგადახდა პროექტის A.2 (ა) ნაწილის შესაბამისად; ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიები პროექტის A.3 (ა) ნაწილის შესაბამისად.

34,000,000

100%

(2) ქვეგრანტები პროექტის შემდეგი შემადგენელი ნაწილების ფარგლებში:

 

(2.1) პროექტის ნაწილი A.1 (გ) [PBC 1.1]

 

(2.2) პროექტის ნაწილი A.1 (დ) [PBC 1.2]

 

(2.3) პროექტის ნაწილი A.1 (ე) [PBC 1.3]

 

 

 

5,600,000

 

2,800,000

 

2,800,000

 

 

100%

 

100%

 

100%

(3) პროცენტის თანაგადახდა შემდეგი შემადგენელი ნაწილების ფარგლებში:

 

(3.1) პროექტის ნაწილი A.2 (ბ) [PBC 2.1]

 

(3.2) პროექტის ნაწილი A.2 (გ) [PBC 2.2]

 

(3.3) პროექტის ნაწილი A.2 (დ) [PBC 2.3]

 

 

2,600,000

 

1,500,000

 

1,500,000

 

 

100%

 

100%

 

100%

(4) ნაწილობრივი საკრედიტო გარანტიები შემდეგი შემადგენელი ნაწილების ფარგლებში:

 

(4.1) პროექტის ნაწილი A.3 (ბ) [PBC 3.1]

 

(4.2) პროექტის ნაწილი A.3 (გ) [PBC 3.2]

 

(4.3) პროექტის ნაწილი A.3 (დ) [PBC 3.3]

 

 

3,400,000

 

3,700,000

 

4,100,000

 

 

100%

 

100%

 

100%

(5) საქონელი, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები პროექტის A ნაწილისთვის

6,000,000

100%

(6) საქონელი, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები პროექტის B.1 ნაწილისთვის

6,000,000

100%

(7) საქონელი, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები პროექტის B.2 და B.3 ნაწილებისთვის

6,000,000

100%

(8) არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მომსახურება და დამატებითი საოპერაციო ხარჯები პროექტის C ნაწილისთვის

4,787,500

100%

(9) საგანგებო ხარჯები პროექტის D ნაწილის ფარგლებში

0

100%

(10) სესხის გაცემის საკომისიო

212,500

ამ შეთანხმების 2.03 პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა „ზოგადი პირობების“ 2.07 (ბ) პუნქტის თანახმად. 

(11) ფიქსირებული მაქსიმალური და მინიმალური საპროცენტო განაკვეთის მქონე ოფციონის პრემია

0

„ზოგადი პირობების“ 4.05 (გ) პუნქტის შესაბამისად გადასახდელი თანხა.

 

მთლიანი თანხა

 

85,000,000

 

 

B. ათვისების პირობები; ათვისების პერიოდი

1. A ნაწილის დებულებების მიუხედავად, საკრედიტო სახსრების გამოყენება დაუშვებელია:

(ა) ხელმოწერის თარიღამდე შესრულებული გადასახადებისთვის, გარდა

i. (1) და (5) კატეგორიებში დასაშვები ხარჯებისათვის, როცა თანხების ამოღება ხორციელდება მთლიანი თანხით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10,000,000 ევროს, შეიძლება განხორციელდეს ამ თარიღამდე, ან 2020 წლის 1-ლ ივლისს ან მის შემდეგ გადახდილ თანხებზე; და

ii. (6) კატეგორიაში დასაშვები ხარჯებისათვის, როცა თანხების ამოღება ხორციელდება მთლიანი თანხის ოდენობით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 500 000 ევროს, შეიძლება განხორციელდეს ამ თარიღამდე, ან 2020 წლის 1-ლ ივლისს ან მის შემდეგ.

(ბ) [ტრანშის გადარიცხვის პირობებიაწარმოე საქართველოშიქვეკომპონენტების შემთხვევაში] კატეგორიებისთვის (1), (2), (3), (4), (5), (7) და (8), სანამ სსიპ – აწარმოე საქართველოში და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ დაამტკიცებენ „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოს“ ქვემოთ მოყვანილი (ვ) - (ო) პარაგრაფების შესაბამისად;

(გ) [ტრანშის გადარიცხვის პირობებიაწარმოე საქართველოშიეკოლოგიური და სოციალური გარემოს დაცვის ქვეკომპონენტების შემთხვევაში] კატეგორიებისთვის (1), (2), (3), და (4), მანამ, სანამ: (i) სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ არ ეყოლება სათანადო პერსონალი, ბანკისათვის მისაღები ფორმისა და შინაარსის მქონე „ტექნიკური დავალებებით“, (ii) სსიპ – აწარმოე საქართველოში არ ჩაუტარებს ტრენინგს თავის თანამშრომლებს ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტებისა და ინსტრუმენტების საკითხებზე; და (iii) სსიპ – აწარმოე საქართველოში არ ჩაატარებს ტრენინგს და ინფორმირებულობის სესიებს კონტრაქტორი ორგანიზაციებისა და შერჩეული მონაწილე ფინანსური ინსტიტუტებისთვის“ (PFIs) ეკოლოგიური და სოციალური ინსტრუმენტების შესახებ; და ყველა ზემოხსენებული პუნქტის მოთხოვნები უნდა შესრულდეს და ქვემოთ მოყვანილი (ვ) - (ო) პარაგრაფების შესაბამისად;

(დ) [ტრანშის გადარიცხვის პირობები საქართველოს ეროვნული ბანკის ქვეკატეგორიების შემთხვევაში] მე-6 კატეგორიისთვის, სანამ ხელი არ მოეწერება თანხის გადაცემის ხელშეკრულებას საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მსესხებლისა (რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა სამინისტროს მიერ) და საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით;

(ე) [ტრანშის გადარიცხვის პირობები „საგანგებო გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებებისშემთხვევაშიმე-9 კატეგორიაში შემავალი საგანგებო ხარჯების გარდა, თუ და მანამ, სანამ არ შესრულდება აღნიშნულ ხარჯებთან დაკავშირებული ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

(i) (A) მსესხებელი დაადგენს, რომ ადგილი აქვს შესაბამის კრიზისს ან საგანგებო სიტუაციას და თხოვნით მიმართავს ბანკს გაიტანოს სესხის ის თანხა, რომელიც მე-9 კატეგორიისთვის არის განკუთვნილი; და (B) ბანკი დაეთანხმება ასეთ განსაზღვრებას, დაადასტურებს აღნიშნულ მოთხოვნას და აცნობებს მსესხებელს ამის შესახებ;

(ii) მსესხებელს დამტკიცებული აქვს „საგანგებო გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების სახელმძღვანელო“ და „საგანგებო სიტუაციების სამოქმედო გეგმა“, ბანკისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით.

(ვ) კატეგორიისთვის (2.1), მანამ, სანამ სსიპ – აწარმოე საქართველოში არ დაამტკიცებს მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს, ბანკისთვის მისაღები სახით, პროექტის A.1 ნაწილისთვის, რომ გაუმჯობესდეს შესაფერის საწარმოებზე „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების პროექტის“ ზეგავლენის მონიტორინგის მეთოდოლოგია, მათ შორის, შესაფერისი საწარმოების მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებისა და შედეგებზე დაფუძნებული ინდიკატორების დანერგვის გზით;

(ზ) კატეგორიისთვის (2.2), მანამ, სანამ მინისტრთა კაბინეტი შესწორებას არ შეიტანს „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების პროექტის“ მარეგულირებელ დადგენილებაში, ბანკისთვის მისაღები სახით, რომ შესაფერისი საწარმოებისთვის საგანგებოდ დაამტკიცოს დაშვების გაუმჯობესებული კრიტერიუმები, შედეგების მონიტორინგის შედეგად მიღებულ მტკიცებულებებზე და შეფასების ჩარჩოზე დაყრდნობით;

(თ) კატეგორიისთვის (2.3), მანამ, სანამ სსიპ – აწარმოე საქართველოში არ დაამტკიცებს და არ აამოქმედებს პროგრამას, ბანკისთვის მისაღები სახით, იმისთვის, რომ მოხდეს შესაფერისი საწარმოების იდენტიფიკაცია, მათი საქმიანობის საფუძველზე და უზრუნველყოფილ იქნეს მათი ინსტიტუციური მხარდაჭერა კომერციული დაფინანსების მისაღებად, მათ შორის ფინანსურ ინსტიტუტებთან მათი დაკავშირების გზით, „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ მოცემული დეტალური ინსტრუქციების შესაბამისად.

(ი) კატეგორიისთვის (3.1), მანამ, სანამ სსიპ – აწარმოე საქართველოში არ დაამტკიცებს მონიტორინგისა და შეფასების ჩარჩოს, ბანკისთვის მისაღები სახით, პროექტის A.2 ნაწილისთვის, რომელიც გააუმჯობესებს პროგრამის ზემოქმედების მონიტორინგის მეთოდოლოგიას, განსაკუთრებით მიკრო, მცირე და საშუალო ბენეფიციარი საწარმოების ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის შეფასებისა და სესხებისა და იჯარის დაფარვის მაჩვენებლის გაზომვის თვალსაზრისით, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა შერჩეულ მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებსა და „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს შორის მონაცემთა გაზიარების გაუმჯობესებას და შედეგებზე დაფუძნებული ინდიკატორების დანერგვას;

(კ) კატეგორიისთვის (3.2), მანამ, სანამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ არ დაასრულებს პროცენტის თანაგადახდის პროგრამის შეფასებას, ბანკისთვის მისაღები სახით, რომ გაზომილ იქნეს ამ პროგრამის ფუნქციონირება, ეფექტიანობა და შედეგიანობა მისთვის დასახულ მიზნებთან შედარების გზით, მიკრო, მცირე და საშუალო ბენეფიციარი საწარმოების ფინანსური შედეგების, ეკონომიკური საქმიანობის და სხვა მონაცემების საფუძველზე, და „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ უფრო დეტალურად გაწერილი მითითებების შესაბამისად;

(ლ) კატეგორიისთვის (3.3), მანამ, სანამ მინისტრთა კაბინეტი შესწორებას არ შეიტანს პროცენტის თანაგადახდის მარეგულირებელ დადგენილებაში, ბანკისთვის მისაღები ფორმით, რომ მიზნობრიობის გაუმჯობესების მიზნით მიღებულ იქნეს მიკრო, მცირე და საშუალო ბენეფიციარი საწარმოების შესაფერისობის გადასინჯული კრიტერიუმები, რომელიც შემუშავდება მონიტორინგისა და შეფასების განახლებული ჩარჩოს და პროგრამის შეფასების მტკიცებულებებზე დაყრდნობით და „პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოში“ უფრო დეტალურად გაწერილი მითითებების შესაბამისად;

(მ) კატეგორიისთვის (4.1), მანამ, სანამ სსიპ – აწარმოე საქართველოში არ მიიღებს ზომებს, ბანკისთვის მისაღები ფორმით, შერჩეულ მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთობლივი მუშაობის უზრუნველყოფად, მათ შორის: (i) შეიმუშავებს და დაიწყებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიას (ბანკისთვის მისაღები სახით) საკრედიტო გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, და (ii) დანერგავს რისკების მონიტორინგის სისტემას, ბანკისთვის მისაღები სახით, შერჩეული მონაწილე ფინანსური ინსტიტუტებისგან ინფორმაციის შეგროვების მიზნით, მათ შორის შემდეგ სფეროებშიშერჩეული MSME ფირმების და შერჩეული მცირე და საშუალო საწარმოების სესხების პროფილი, შერჩეული მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გაცემული სესხების ფინანსური შედეგები და საერთო პორტფელი, განსაკუთრებით პრობლემური სესხების პროცენტული მაჩვენებელი და შერჩეული მონაწილე ფინანსური ინსტიტუტების მუშაობის ფინანსური შედეგები;

(ნ) კატეგორიისთვის (4.2), მანამ, სანამ სსიპ – აწარმოე საქართველოში არ შეიტანს შესწორებებს ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიაში (PCG) მონაწილეობის შესახებ დადებულ ყველა კონტრაქტში, ბანკისთვის მისაღები სახით, რომ მათში მკაფიოდ იყოს მოცემული „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს უფლება სანქციები დაწესოს შერჩეულ მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებს, გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის საშუალებები ასეთი შერჩეული მონაწილე ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ და გაწყვიტოს „PCG მონაწილეობის კონტრაქტი“ შერჩეული მონაწილე ფინანსური ინსტიტუტის ფინანსური შედეგების საფუძველზე, „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ უფრო დეტალურად გაწერილი მითითებების შესაბამისად; და

(ო) კატეგორიისთვის (4.3), სანამ სსიპ – აწარმოე საქართველოში არ მიიღებს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ ფინანსური ინსტრუმენტის მოდელს, საკრედიტო გარანტიების სქემის ფინანსური მდგრადობის მონიტორინგის მიზნით, პროექტის A3 ნაწილის ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

2. ამ ნაწილის B.1 პუნქტის დებულებების მიუხედავად, თუ მსესხებლის მიერ ამ თავის B.1 პუნქტის შესაბამისად მოწოდებული მტკიცებულებების საფუძველზე ბანკი მიიჩნევს, რომ რომელიმე PBC მიღწეული არ იყო, ბანკს შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ, მსესხებლისათვის შეტყობინების გზით: (ა) მთლიანად ან ნაწილობრივ დააკავოს ასეთი PBC-სთვის გამოყოფილი სესხის ოდენობა; (ბ) მოგვიანებით, ნებისმიერ დროს, სრულად ან ნაწილობრივ გადარიცხოს ამ PBC-სთვის გამოყოფილი სესხის თანხა თუ და როდესაც ასეთი PBC ფაქტობრივად შესრულდება, იმდენად, რამდენადაც ასეთი დასრულება მოგვიანებით შესაძლებელია; გ) მთლიანად ან ნაწილობრივ გადაანაწილოს ამ PBC-სთვის გამოყოფილი და დაკავებული სესხის თანხა; ან (დ) სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს ასეთი PBC-სთვის განკუთვნილი თანხა.

3. დასრულების თარიღია 2026 წლის 30 ივნისი.

 

ნაწილი IV. სხვა ვალდებულებები

1. მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან არაუგვიანეს ოთხმოცდაათი (90) დღის შემდეგ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ თავის არსებულ ბუღალტრულ სისტემაში დანერგოს ბანკისთვის მისაღები მოდული, პროექტისთვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საწარმოებლად.

 

განრიგი 3

ვალდებულებებთან დაკავშირებული ამორტიზაციის დაფარვის გრაფიკი

 

ქვევით წარმოდგენილი ცხრილი განსაზღვრავს სესხის დაფარვის ძირითად თარიღებს და სესხის ძირითადი თანხის პროცენტულ წილს, რომელიც გადახდილი უნდა იქნეს დაფარვის თითოეული ძირითადი თარიღისთვის („შენატანის წილი“).

 

თანაბარი ძირითადი გადახდები

 

სესხის ძირის გადახდის თარიღი

შენატანის წილი

ყოველ 15 თებერვალს და 15 აგვისტოს 

დაწყებული 2034 წლის 15 აგვისტოდან,

 2046 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით

 

 

3.85%

2047 წლის 15 თებერვალს

3.75%


 

დანართი

 

ტერმინების განსაზღვრება

1. „ანტიკორუფციული მითითებები“ ზოგადი პირობების მე-5 პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს, „ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებით და განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (IDA) კრედიტებით და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობასთან და კორუფციასთან ბრძოლის და მათი პრევენციის მითითებებს“, რომლებიც გამოქვეყნდა 2006 წლის 15 ოქტომბერს და გადამუშავებულ იქნა 2011 წლის იანვარში და 2016 წლის 1 -ლ ივლისს.

2. „კატეგორია“ ნიშნავს III.A ნაწილის ცხრილში წარმოდგენილ კატეგორიას. იხ. ამ შეთანხმების მე -2 განრიგი.

3. „CERC“ ნიშნავს გადაუდებელ შემთხვევაზე რეაგირების კომპონენტს.

4. „საგანგებო გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების სახელმძღვანელო“ და აკრონიმი „CERC სახელმძღვანელო“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.F.1(ა) თავში მითითებულ სახელმძღვანელოს, რომელიც დამტკიცებულ უნდა იქნეს მსესხებლის მიერ საგანგებო რეაგირების ნაწილისთვის და შეადგენს „პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოს“ ნაწილს, აღნიშნული თავის დებულებების შესაბამისად.

5. „საგანგებო გადაუდებელი რეაგირების ნაწილი“ ნიშნავს ნებისმიერ აქტივობას ან აქტივობებს, რომელიც უნდა განხორციელდეს პროექტის D ნაწილის ფარგლებში, კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მიზნით.

6. „კონტრაქტორი ორგანიზაცია“ ნიშნავს იურიდიულ პირს, რომელიც დაფუძნებულია და რეგისტრირებულია მსესხებლის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს „პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოთი“ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და რომელთანაც კონტრაქტი იდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ „პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელოში“ განსაზღვრული შერჩევის პროცესის შესაბამისად.

7. „COVID-19“ ნიშნავს კორონავირუსულ დაავადებას, რომელიც გამოწვეულია 2019 წელს გამოვლენილი ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2).

8. „კრიზისი ან საგანგებო სიტუაცია“ ნიშნავს მოვლენას, რომელმაც გამოიწვია, ან სავარაუდოდ გარდაუვლად გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით ეკონომიკურ და/ ან სოციალურ ზემოქმედებას მსესხებლისთვის, რაც უკავშირდება ბუნებრივ ან ხელოვნურ კრიზისს ან კატასტროფას.

9. „შესაფერისი საწარმო“ ნიშნავს მიკრო და მცირე საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ ჩამოყალიბებულ შესაბამის კრიტერიუმებს და შეირჩევა „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ მოცემული დასაშვებობის კრიტერიუმებისა და პროცედურების და შესაბამისი „შერჩევის შეთანხმებების“ შესაბამისად, პროექტის 1.A ნაწილის ფარგლებში ქვეგრანტის მიღების მიზნით. „შესაფერისი საწარმოები“ ნიშნავს იგივეს, მრავლობით რიცხვში.

10. „საგანგებო ღონისძიებების გეგმა“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.F.1(ა) პარაგრაფში მითითებულ გეგმას, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი შესაბამის კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციაში განსახორციელებელი აქტივობები, ბიუჯეტი, განხორციელების გეგმა, მონიტორინგისა და შეფასების სქემა.

11. „საგანგებო ხარჯები“ ნიშნავს საგანგებო რეაგირების სახელმძღვანელოში განსაზღვრულ შესაფერის ხარჯებს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.F.1(ა) თავის შესაბამისად და რომელიც მოთხოვნილია საგანგებო რეაგირების ნაწილით.

12. „აწარმოე საქართველოში“ ან “EG” ნიშნავს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს „აწარმოე საქართველოში“, რომელიც დაფუძნებულია 2017 წლის 29 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს N 1-1/217 ბრძანებით.

13. „ეკოლოგიური და სოციალური გარემოს დაცვის ვალდებულების გეგმა“ ან “ESCP” ნიშნავს პროექტის ფარგლებში ეკოლოგიური და სოციალური გარემოს დაცვის გეგმას, დათარიღებულს 2021 წლის 31 მარტით, რომელშიც შეიძლება დროდადრო შეტანილი იყოს შესწორებები მისი დებულებების შესაბამისად. აღნიშნული გეგმა ადგენს იმ მნიშვნელოვან ზომებსა და მოქმედებებს, რომლებიც უნდა განახორციელოს ან გამოიწვიოს მსესხებელმა პროექტით გამოწვეულ შესაძლო ეკოლოგიურ და სოციალურ რისკებსა და ზემოქმედებაზე რეაგირების მიზნით. გეგმაში აგრეთვე განსაზღვრულია აღნიშნული მოქმედებებისა და ზომების ვადები, ინსტიტუციური მოწყობა, პერსონალი, ტრენინგები, მონიტორინგისა და ანგარიშგების სისტემა და მის ფარგლებში შესამუშავებელი ნებისმიერი გარემოსდაცვითი და სოციალური ინსტრუმენტები.

14. „ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტები“ ან „ESSs“ ნიშნავს, ერთობლივად: (i) „ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 1: ეკოლოგიური და სოციალური რისკებსა და ზემოქმედების შეფასება და მართვა“; (ii) “ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 2: სამუშაო ძალა და მუშაობის პირობები“; (iii) “ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 3: რესურსების ეფექტიანობა და დაბინძურების პრევენცია და მართვა“; (iv) “ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 4: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“; (v) „ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 5: მიწის შეძენა, მიწით სარგებლობის შეზღუდვა და იძულებითი განსახლება“; (vi) „ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 6: ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და ცოცხალი ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა“; (vii) “ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 7: აბორიგენული მოსახლეობა/საჰარის სამხრეთით მცხოვრები ტრადიციული ადგილობრივი თემები, რომლებიც ისტორიულად მომსახურების ნაკლებობას განიცდიან“; (viii) „ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 8: კულტურული მემკვიდრეობა“; (ix) „ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 9: ფინანსური ინსტიტუტები“; (x) „ეკოლოგიური და სოციალური სტანდარტი 10: დაინტერესებულ მხარეთა ჩართვა და ინფორმაციის გამჟღავნება“; ძალაში შევიდა 2018 წლის 1-ლ ოქტომბერს იმ სახით, ბანკის მიერ მისი გამოქვეყნებისთანავე.

15. „ESMS” ნიშნავს ეკოლოგიური და სოციალური მართვის სისტემას და მოიცავს როგორც პროექტის, ასევე შერჩეული მონაწილე ფინანსური ინსტიტუტების ეკოლოგიური და სოციალური მართვის სისტემებს (PFI ESMS). „ESMSs“ ნიშნავს იგივეს მრავლობით რიცხვში.

16. „ზოგადი პირობები“ ნიშნავს რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ 2018 წლის 14 დეკემბერს დამტკიცებულ (2020 წლის 1-ლ აგვისტოს და 2020 წლის 21 დეკემბერს განახლებულ) ძირითად პირობებს, რომლებიც განსაზღვრავენ ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსებისა და საინვესტიციო პროექტის დაფინანსების პირობებს.

17. „დამატებითი ოპერაციული ხარჯები“ ნიშნავს გონივრულ და აუცილებელ დამატებით ოპერაციულ ხარჯებს, რომლებიც გაწეულია „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ პროექტის განხორციელებასთან, მათ შორის მართვასთან და მონიტორინგთან დაკავშირებით, კონტრაქტით მომუშავე პერსონალის სახელფასო ხარჯების ჩათვლით (მაგრამ მსესხებლის საჯარო მოხელეთა ხელფასების გამოკლებით), აგრეთვე შესაბამისი სოციალური გადასახადების, ოფისის ქირის, საოფისე მასალების, კომუნალური მომსახურების, კომუნიკაციის, ტრანსპორტისა და ავტომობილების ტექნიკური მომსახურების, საინფორმაციო სისტემების, თარგმანის, საბანკო გადასახდელების და შესაბამისი სამუშაოების შემსრულებელი პერსონალის სამგზავრო და სამივლინებო ხარჯები, აგრეთვე სხვა გონივრული ხარჯები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება პროექტის საქმიანობას, ბანკთან შეთანხმებული ნახევარწლიური ბიუჯეტის საფუძველზე.

18. „პროცენტის თანაგადახდა“ ნიშნავს თანხას, რომელიც გადაეცემა შერჩეულ მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებს მიკრო, მცირე და საშუალო ბენეფიციარი საწარმოების (MSME) სასარგებლოდ, პროექტის A.2 ნაწილის ფარგლებში, „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ მოცემული დაშვების კრიტერიუმებისა და პროცედურების და შესაბამისი საპროცენტო შეთანხმებებისა და PFI-MSME შეთანხმებების შესაბამისად.

19. „პროცენტის თანაგადახდის კონტრაქტი“ ნიშნავს კონტრაქტს, რომელიც იდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.B.2(b)(iv) პუნქტით განსაზღვრულ მიკრო, მცირე და საშუალო ბენეფიციარ საწარმოსთან.

20. „პროცენტის თანაგადახდაში მონაწილეობის შეთანხმება“ ნიშნავს კონტრაქტს, რომელიც იდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.A.2(d)(i) და I.B.2(b)(iii) პუნქტებით განსაზღვრულ შერჩეულ მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტს შორის.

21. „მიკრო, მცირე და საშუალო საწარმო“ (MSME) ნიშნავს მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს, რომელიც უფრო კონკრეტულად განსაზღვრულია პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში და რომლის დეფინიციაც შესაძლოა განახლდეს დროდადრო.

22. „MSME აპლიკანტი” ნიშნავს მიკრო, მცირე ან საშუალო საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს განაცხადის შესატანად დადგენილ კრიტერიუმებს, „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების შესაბამისად, და რომელმაც განაცხადი შემოიტანა სააგენტოში „აწარმოე საქართველოში“, ამ პროექტის A ნაწილის მიზნებისათვის.

23. „MSME ბენეფიციარი” ნიშნავს აპლიკანტს, რომელიც აკმაყოფილებს „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შერჩეულ იქნა პროექტის A.2 ნაწილის მიზნებისათვის, „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ ჩამოყალიბებული შესაფერისობის კრიტერიუმებისა და პროცედურების საფუძველზე, და „პროცენტის თანაგადახდაში მონაწილეობის შეთანხმების“ შესაბამისად.

24. „MSME სესხი” ნიშნავს შერჩეულ PFI-ს მიერ მიღებულ სესხს, რომელიც აკმაყოფილებს POM-ით განსაზღვრულ შესაბამის კრიტერიუმებს პროექტის A.2 და A.3 ნაწილის მიზნებისათვის.

25. „საქართველოს ეროვნული ბანკი“ ნიშნავს საქართველოს ეროვნულ ბანკს დაფუძნებულს 1991 წლის 2 აგვისტოს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად.

26. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ნიშნავს საქართველოს ორგანულ კანონს საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ (დოკუმენტის ნომერი 1676), რომელიც გამოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2009 წლის 24 სექტემბერს და შესწორებულია დროდადრო.

27. „ნაწილობრივი საკრედიტო გარანტია“ ნიშნავს შერჩეული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების სესხების რისკის დაფარვას, პროექტის A.3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის კრიტერიუმებისა და „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ მოცემული პროცედურებისა და შესაბამისი PFI-MSME შეთანხმებების შესაბამისად.

28. „გადახდის სისტემების სახელმძღვანელო“ ნიშნავს მსოფლიო ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, რომელიც შედგენილია ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I ნაწილის B.5 ქვეპუნქტის შესაბამისად და შეიცავს პროექტის B.1 ნაწილის განხორციელების დეტალურ ინსტრუქციებსა და პროცედურებს, მათ შორის: ადმინისტრაციისა და კოორდინაციის, მონიტორინგისა და შეფასების, ფინანსური მართვის, შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებს, ეკოლოგიური და სოციალური დაცვის ასპექტებს, კორუფციისა და თაღლითობის რისკების შემცირების ზომებს, საჩივრების განხილვის მექანიზმს, პროექტის განხორციელების პროცესში შესასრულებელ როლებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის პროექტის განხორციელებაში მონაწილე ნებისმიერი ქვედანაყოფების კონკრეტულ როლებსა და პასუხისმგებლობებს და ნებისმიერ სხვა წესებსა და პროცედურებს, რომლებიც საჭიროა პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის. აღნიშნულ სახელმძღვანელოში შეიძლება დროდადრო შევიდეს ცვლილებები, ბანკთან შეთანხმებით.

29. „PCG მონაწილეობის კონტრაქტი“ ნიშნავს შეთანხმებას დადებულს „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და შერჩეულ მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტს შორის, ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I.A.2(d)(ii) და I.B.2(c)(iii) პუნქტების შესაბამისად.

30. „შესრულებაზე დამოკიდებული პირობა“ ან „PBC“ ნიშნავს ამ შეთანხმების მე-2 განრიგის III ნაწილის III.B.1(ვ) - (ო) პუნქტებში მითითებულ პირობებს. ”შესრულებაზე დამოკიდებული პირობები” ან„PBCs“ ნიშნავს იგივეს, მრავლობით რიცხვში.

31. „PFI ESMS“ ნიშნავს ეკოლოგიური და სოციალური მართვის სისტემას ჩამოყალიბებულს თითოეული შერჩეული მონაწილე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით, A.2 და A.3 ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობის ეკოლოგიური და სოციალური რისკების და ზემოქმედების იდენტიფიცირების, შეფასების, მართვისა და მონიტორინგის მიზნით, და, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს შემდეგს: (i) ეკოლოგიური და სოციალური პოლიტიკას; (ii) A.2 და A.3 ნაწილების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების ეკოლოგიური და სოციალური რისკებისა და ზემოქმედების იდენტიფიკაციის, შეფასების და მართვის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პროცედურებს; (iii) ორგანიზაციული შესაძლებლობებსა და კომპეტენციას; (iv) A.2 და A.3 ნაწილების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების ეკოლოგიური და სოციალური რისკებისა და ზემოქმედების მონიტორინგსა და გადასინჯვას; და (v) გარე კომუნიკაციის მექანიზმებს. „PFI ESMSs“ ნიშნავს იგივეს მრავლობით რიცხვში.

32. „PFI-MSME ბენეფიციარის შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას PFI-სა და MSME-ს შერჩეულ ბენეფიციარს შორის პროექტის A.2 ნაწილის მიზნებისათვის და მოცემულია მე-2 განრიგის I ნაწილის B.2 (ბ)(v) ქვეპუნქტში.

33. „PFI-MSME ფირმის შეთანხხმება“ ნიშნავს შეთანხმების შერჩეულ PFI და შერჩეულ MSME ფირმას შორის პროექტის A.2 ნაწილის მიზნებისათვის და მოცემულია ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I ნაწილის B.2(გ)(v) ქვეპუნქტში.

34. „შესყიდვის რეგულაციები“ ზოგადი პირობების დანართის 87-ე პუნქტის მიზნებისთვის ნიშნავს „მსოფლიო ბანკის შესყიდვების რეგულაციებს საინვესტიციო პროექტების დაფინანსების (IPF) მსესხებლებისთვის”, რომელიც მიღებულ იქნა 2020 წლის ნოემბერში.

35. „პროექტის ESMS“ ნიშნავს ეკოლოგიური და სოციალური მართვის სისტემას ჩამოყალიბებულს „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ, ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი სახით, A.2 და A.3 ნაწილებით გათვალისწინებული საქმიანობის ეკოლოგიური და სოციალური რისკების და ზემოქმედების იდენტიფიცირების, შეფასების, მართვისა და მონიტორინგის მიზნით და, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს შემდეგს: (i) ეკოლოგიური და სოციალური პოლიტიკას; (ii) A.2 და A.3 ნაწილების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების ეკოლოგიური და სოციალური რისკებისა და ზემოქმედების იდენტიფიკაციის, შეფასების და მართვის მკაფიოდ ჩამოყალიბებულ პროცედურებს; (iii) ორგანიზაციული შესაძლებლობებსა და კომპეტენციას; (iv) A.2 და A.3 ნაწილების ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების ეკოლოგიური და სოციალური რისკებისა და ზემოქმედების მონიტორინგსა და გადასინჯვას; და (v) გარე კომუნიკაციის მექანიზმებს. „პროექტის ESMSs“ ნიშნავს იგივეს მრავლობით რიცხვში.

36. „პროექტის ოპერაციული სახელმძღვანელო“ ან „POM“ ნიშნავს მსოფლიო ბანკისთვის მისაღებ სახელმძღვანელოს, რომელიც დამტკიცებულია ამ შეთანხმების მე-2 განრიგის I ნაწილის B.1 ქვეპუნქტის შესაბამისად და შეიცავს პროექტის A, B.2, B.3 და C ნაწილების განხორციელების დეტალურ ინსტრუქციებსა და პროცედურებს, მათ შორის: ადმინისტრაციისა და კოორდინაციის, მონიტორინგისა და შეფასების, ფინანსური მართვის, შესყიდვებისა და ბუღალტრული აღრიცხვის პროცედურებს, ეკოლოგიური და სოციალური დაცვის ასპექტებს, კორუფციისა და თაღლითობის რისკების შემცირების ზომებს, საჩივრების განხილვის მექანიზმს, დებულებებს პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების შესახებ („პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად), პროექტის განხორციელების პროცესში შესასრულებელ როლებსა და პასუხისმგებლობებს, მათ შორის პროექტის განხორციელებაში მონაწილე ნებისმიერი ქვედანაყოფების კონკრეტულ როლებსა და პასუხისმგებლობებს და ნებისმიერ სხვა წესებსა და პროცედურებს, რომლებიც საჭიროა პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის. აღნიშნულ სახელმძღვანელოში შეიძლება დროდადრო შევიდეს ცვლილებები, ბანკთან შეთანხმებით.

37. „შერჩეული მიკრო, საშუალო და მცირე საწარმო“ ნიშნავს მიკრო, საშუალო და მცირე საწარმოს, რომელიც აკმაყოფილებს „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ დადგენილ კრიტერიუმებს და შეირჩა საკრედიტო გარანტიის სქემაში მონაწილეობის მისაღებად, „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ დადგენილი შესაფერისობის კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით, შესაბამისი „PCG მონაწილეობის კონტრაქტის“ საფუძველზე, პროექტის A.3 ნაწილის მიზნებისათვის.

38. „შერჩეული MSME სესხი“ ნიშნავს MSME სესხს, რომელიც აკმაყოფილებს „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ დადგენილ კრიტერიუმებს და შერჩეულია საკრედიტო გარანტიის სქემაში მონაწილეობისათვის „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ დადგენილი შესაბამისობის კრიტერიუმების დაცვით და შესაბამისი „PCG მონაწილეობის კონტრაქტის“ საფუძველზე, პროექტის A.3 ნაწილის მიზნებისათვის.

39. „შერჩეული მონაწილე ფინანსური ინსტიტუტი“ („PFI“) ნიშნავს პროექტის A.2 ან A.3 ნაწილების ფარგლებში მონაწილე შუამავალ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც აკმაყოფილებს „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ დადგენილ კრიტერიუმებს.

40. „კონტრაქტი შერჩევის შესახებ“ ნიშნავს „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და მე-2 განრიგის I.A.2(გ) და I.B.2(ა) ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კონტრაქტორ ორგანიზაციას შორის დადებულ შეთანხმებას.

41. „ხელმოწერის თარიღი“ ნიშნავს უფრო გვიანდელს იმ ორი თარიღიდან, როდესაც მსესხებელი და ბანკი ხელს აწერენ ამ შეთანხმებას და ეს განმარტება ვრცელდება ყველა იმ შემთხვევაზე, როდესაც ზოგად პირობებში ნახსენებია სესხის შეთანხმების თარიღი. 

42. „სოციალური გადასახდელები“ ნიშნავს ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების, უმუშევრობის შეღავათების, ინვალიდობის დაზღვევის, მომსახურე პერსონალის კომპენსაციის, საპენსიო (საპენსიო ან სოციალური დაცვის) შეღავათებისა და სიცოცხლის დაზღვევის ან ნებისმიერი სხვა შეღავათების დაფინანსების მიზნით დადგენილ გადასახდელებს, მსესხებლის კანონმდებლობის შესაბამისად.

43. „ქვეგრანტი“ ნიშნავს პროექტის A.1 ნაწილის ფარგლებში შესაფერისი საწარმოებისთვის გაცემულ თანხას, „პროექტის ოპერაციულ სახელმძღვანელოში“ დადგენილი შესაფერისობის კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით და შესაბამისი „ქვეგრანტის შეთანხმების“ საფუძველზე.

44. „ქვეგრანტის შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას, რომელიც იდება „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოსა და წინამდებარე შეთანხმების მე-2 განრიგის I.B.2(ა)(iv) ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესაფერის საწარმოს შორის.

45. „ტრენინგი“ ნიშნავს ხარჯებს (გარდა საკონსულტაციო მომსახურების ხარჯებისა), რომლებიც გაწეულია სასწავლო ტურებთან, სასწავლო კურსებთან, სემინარებთან, სამუშაო შეხვედრებთან და სხვა სასწავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, და არ არის გათვალისწინებული საქონლის ან მომსახურების მიმწოდებლების შეთანხმებებში, მათ შორის სასწავლო მასალების, დარბაზის და აღჭურვილობის დაქირავების, მგზავრობის, მსმენელებისა და ტრენერების დღიური ხარჯების და ტრენერების საკომისიოების (საჭიროების შემთხვევაში) ჩათვლით, რომლებიც გაწეულია ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი წლიური ბიუჯეტის საფუძველზე.