დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „თუშეთის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 421 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 20/08/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022976 |
|
„ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „თუშეთის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „თუშეთის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის №84 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/01/2014, 300160070.10.003.017703) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტექნიკური რეგლამენტების: „მარიამჯვარის სახელმწიფო ნაკრძალის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყაზბეგის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „გარდაბნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ჭაჭუნის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ყორუღის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ივრის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „თუშეთის დაცული ტერტორიების ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“, „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესისა“ და „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების თაობაზე“. 2. პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები: „ყ) „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 24); შ) „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (დანართი 25).“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი 24 და დანართი 25: „დანართი 24 ტექნიკური რეგლამენტი − ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „ერუშეთის ეროვნული პარკის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − დროებითი რეგულირების წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ერუშეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ერუშეთის ეროვნული პარკის დაშვებული საქმიანობით განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2. დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) ერუშეთის ეროვნულ პარკში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პარკის ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ეროვნული პარკის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით, საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) ერუშეთის ეროვნული პარკის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
მუხლი 4. ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი 1. ერუშეთის ეროვნული პარკი მდებარეობს ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში. 2. ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორია მოიცავს „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით − 11 385 ჰა.
მუხლი 5. ერუშეთის ეროვნული პარკის ზონირება გარემოსდაცვითი ძირითადი მიზნების, რესურსებით სარგებლობისა და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით, ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გამოყოფილია შემდეგი ზონები: ა) ბუნების მკაცრი დაცვის ზონა; ბ) ტრადიციული გამოყენების ზონა.
მუხლი 6. ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი, საზღვრები, დაშვებული საქმიანობები და რესურსებით სარგებლობა 1. ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის ფართობი შეადგენს 1 858 ჰა-ს და მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:
2. ერუშეთის ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) უმნიშვნელო ზეგავლენის მქონე მეცნიერული კვლევა-ძიებისა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობისა და გარემოს მონიტორინგისა; გ) ბიოტექნიკური ღონისძიებებისა (სამარილეების, საკვებურების მოწყობა და სხვა); დ) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა).
მუხლი 7. ერუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი, საზღვრები და დაშვებული საქმიანობები 1. ერუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონის ფართობი შეადგენს 9 527 ჰა-ს და მოიცავს ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის იმ ნაწილს, რომელიც არ არის განსაზღვრული ამ დროებითი რეგულირების წესის მე-6 მუხლით. 2. ერუშეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა; ბ) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა; გ) ტერიტორიის ჰიდროლოგიური დაცვისა და მონიტორინგისა; დეგრადირებული ეკოსისტემების დაცვისა და აღდგენისა; დ) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევისა; ე) საგანმანათლებლო საქმიანობისა; ვ) ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული რესურსებით სარგებლობის დროს ტურისტების გადაადგილებისა გამყოლის/გიდის თანხლებით, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილებისა; ზ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; თ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელებისა; ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილებისა; კ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; ლ) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 10 მ3-მდე საშეშე მერქანი), თიბვისა/ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა; მ) „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 21 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიწისქვეშა წყლებით სარგებლობისა; ნ) საფუტკრეების მოწყობისა; ო) ტრადიციულ საზაფხულო საძოვრებზე მწყემსებისა და ტურისტებისთვის ტრადიციული თავშესაფრების, აგრეთვე შინაურ ცხოველთა სადგომების მოწყობისა; პ) გადასარეკი ტრასების მოწყობისა მცირე ინფრასტრუქტურით (დასარწყულებელი, დასასვენებელი) და სხვა; ჟ) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; რ) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის: რ.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); რ.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); შენიშვნა: „რ.ა“ – „რ.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; ს) აქტიური დაცვის ღონისძიებების გატარებისა (დაცვის ინფრასტრუქტურისა და სახანძრო პირსების მოწყობა, მავნებლებთან ბიოლოგიური მეთოდებით ბრძოლა); ტ) „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-2 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული რეკრეაციული თევზჭერისა, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; უ) კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა. 3. ერუშეთის ეროვნული პარკის საზღვრებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ერუშეთის ეროვნული პარკის მართვის ორგანოსთან შეთანხმებით, დაშვებულია სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების განხორციელება და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ობიექტების განთავსება. აღნიშნულ ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, ტურისტული საქმიანობა, მეცნიერული კვლევა-ძიება, მშენებლობა, ობიექტების მომსახურება და ნებისმიერი სხვა საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის შესაბამისად. დანართი 25 ტექნიკური რეგლამენტი − პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი „პონტოს მუხის აღკვეთილის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − დროებითი რეგულირების წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება პონტოს მუხის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს პონტოს მუხის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობით განსაზღვრულ და სამენეჯმენტო ქმედებების სახელმძღვანელო დოკუმენტს.
მუხლი 2. დროებითი რეგულირების წესის რეგულირების სფერო დროებითი რეგულირების წესი არეგულირებს პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორიაზე ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.
მუხლი 3. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის, პონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch.) ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) პონტოს მუხის აღკვეთილის განსაზღვრული რეჟიმის ფარგლებში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, პონტოს მუხის აღკვეთილის ინტერესებიდან გამომდინარე სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეშეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორიებზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით, საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა გენოფონდის დაცვა, მოვლა, აღდგენა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) პონტოს მუხის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა, ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ე) უზრუნველყოს პონტოს მუხის აღკვეთილში საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, რელიქტური და ენდემური სახეობების დაცვა, აღდგენა და შესწავლა.
მუხლი 4. პონტოს მუხის აღკვეთილის მდებარეობა და საერთო ფართობი 1. პონტოს მუხის აღკვეთილი მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში. 2. პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით 443 ჰა.
მუხლი 5. პონტოს მუხის აღკვეთილში დაშვებული საქმიანობა 1. პონტოს მუხის აღკვეთილის ტერიტორიაზე, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყველა საქმიანობა, გარდა: ა) ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების დაცვისა, მოვლისა და აღდგენისა; ბ) სამეცნიერო კვლევისა; გ) საგანმანათლებლო საქმიანობისა; დ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობის მიზნით შეზღუდული რაოდენობის საჰერბარიუმო მასალის შეგროვებისა; ე) დაცვისა და ეკოტურიზმისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მისით სარგებლობისა, მათ შორის: ე.ა) საპიკნიკე ფანჩატურის მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიმაღლე – არანაკლებ 2,3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ბ) კოტეჯის/ტურისტული თავშესაფრების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) და მათთან ერთად სამზარეულოს (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) მოწყობისა (სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა და სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.გ) ვიზიტორთა ცენტრის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.დ) კაფეტერიის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 6 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ე) საკონფერენციოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 7 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ვ) გამაჯანსაღებელი კომპლექსის მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 15 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 5 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ზ) საჯინიბოს მოწყობისა (სიგრძე − არანაკლებ 10 მ-ისა, სიგანე − არანაკლებ 8 მ-ისა, სიმაღლე − არანაკლებ 6 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.თ) სველი წერტილების მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 3 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 2,5 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); ე.ი) დამხმარე ნაგებობის (სამზარეულო, დამხმარე ტექნიკური ნაგებობა, შენობა სამედიცინო პუნქტის, დაცვისა და თანამშრომლების განთავსებისათვის) მოწყობისა (სიგრძე – არანაკლებ 5 მ-ისა, სიგანე – არანაკლებ 4 მ-ისა, სიმაღლე – არანაკლებ 3 მ-ისა) (შენიშვნის გათვალისწინებით); შენიშვნა: „ე.ა“ – „ე.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფრასტრუქტურის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 მ-ს; ვ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელების მიზნით: მუდმივი და დროებითი სანერგეების მოწყობისა, პონტოს მუხის თესლის შეგროვებისა და ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელებისა; ზ) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა; თ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა და მონიტორინგის განხორციელებისათვის მუდმივი სანიმუშო ფართობების მოწყობისა და ფოტოხაფანგების განთავსებისა; ი) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; კ) გზებზე ტრანსპორტით გადაადგილებისა; ლ) ვიზიტორთა ყოფნისა და გადაადგილებისა; მ) გზების მოვლისა და ბილიკების მოვლისა და მოწყობისა; ნ) მკაცრი კონტროლის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ წყლის რესურსებით სარგებლობისა; ო) მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობისა, ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობისა, ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების 89-ე მუხლით განსაზღვრული სოციალური დანიშნულების ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობისა (არსებული რესურსის გათვალისწინებით, გამოყოფილი ტყეკაფიდან ერთ კომლზე გაიცემა 5 მ3-მდე საშეშე მერქანი), ძოვებისა (ტყით დაუფარავ ფართობებზე), საფუტკრეების მოწყობისა, საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობისა; პ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობისა; ჟ) განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოპოვებისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს პონტოს მუხის აღკვეთილის ძირითადი მიზნების განხორციელებისათვის აუცილებელი ხელისშემწყობი პირობები. სოციალური დანიშნულების ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები