დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 169 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016029 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №169 2021 წლის 20 აგვისტო ქალაქი გორი |
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის მურაზ ღოლიჯაშვილის წერილი, რომლითაც ითხოვს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარე უსახელო გეოგრაფიული ობიექტის – სკვერისთვის (ს/კ 66.46.15.099), ნაკვეთის ზუსტი ფართობი 386,35 კვ.მ, ნაკვეთის გარდატეხის წერტილების კოორდინატები: A წერტილის X-424893.06, Y-4657173.77; B წერტილის X-424913.02, Y-4657158.96; C წერტილის X-424905.33 Y-4657147.58; D წერტილის X-424886.03 Y-4657153.61, ჩრდილოეთი–გორი ცხინვალი გუფთა ჯავა როკის დამაკავშირებელი გზა, აღმოსავლეთი – შიდა საუბნო გზა, სამხრეთი–შიდა საუბნო გზის ჩიხი, დასავლეთი–საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოთარ სუხიტაშვილის სახელის მინიჭებას.
„მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილებას გამონაკლისის დაშვების შესახებ იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, აგრეთვე „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-13 პუნქტის და გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 12 აგვისტოს №28 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად: 1. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს – სკვერს (ს/კ 66.46.15.099) ნაკვეთის ზუსტი ფართობი 386,35 კვ.მ, ნაკვეთის გარდატეხის წერტილების კოორდინატები: A წერტილის X-424893.06, Y-4657173.77; B წერტილის X-424913.02, Y-4657158.96; C წერტილის X-424905.33, Y-4657147.58; D წერტილის X-424886.03, Y-4657153.61, ჩრდილოეთი – გორი ცხინვალი გუფთა ჯავა როკის დამაკავშირებელი გზა, აღმოსავლეთი – შიდა საუბნო გზა, სამხრეთი – შიდა საუბნო გზის ჩიხი, დასავლეთი – საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია, მიენიჭოს ოთარ სუხიტაშვილის სახელი. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე. 3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი, სერგო ჯორბენაძის ქ. №30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები