„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 61
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 23/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 30/03/2023
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.016917
61
23/08/2021
ვებგვერდი, 24/08/2021
010320040.22.026.016917
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №61

2021 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ‘‘ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 20 ოქტომბრის №91 ბრძანებით (ვებგვერდი, 21/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016833) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, ფიზიკური მეცნიერებები.“.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უმაღლესი განათლება ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით: სამართალი, საერთაშორისო სამართალი, პოლიტიკის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები, მენეჯმენტი და ადმინისტრირება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილელა ჩიქოვანი