მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში დიმიტროვის ქ. N15-ში მდებარე შპს „ოუკლენდის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.57.045) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016612
13
19/08/2021
ვებგვერდი, 20/08/2021
010250020.35.143.016612
მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში დიმიტროვის ქ. N15-ში მდებარე შპს „ოუკლენდის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.57.045) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2021 წლის 19 აგვისტო

ხაშური

მრავალფუნქციური დასასვენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში დიმიტროვის ქ. №15-ში მდებარე შპს „ოუკლენდის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 69.04.57.045) განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 41-ე მუხლის და 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების,  ამავე დადგენილების №5 დანართის მე-9 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს 22.07.21 წ-ის სხდომის ოქმი №1-24/21-ისა და „მრავალუნქციური  დასავენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „ოუკლენდის“ კუთვნილი მიწის ნაკვეთის  (მდებარე   ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, დიმიტროვის ქ. №15, საკადასტრო კოდი 69.04.57.045) განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 06.07.2021 წ-ის №29 განკარგულების გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს, მრავალფუნქვციური დასავენებელი კომპლექსის მშენებლობისათვის შპს „ოუკლენდის“ (ს/კ 405392560) კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (მდებარე   ხაშურის მუნიციპალიტეტი, დაბა სურამი, დიმიტროვის ქ. №15, საკადასტრო კოდი: 69.04.57.045, დაზუსტებული ფართობი 59356,00 მ2) განაშენიანების დეტალური გეგმა წარმოდგენილი დანართის  შესაბამისად; 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემიხეილ ჯანაშვილი