ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 48/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 19/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.016576
48/2021
19/08/2021
ვებგვერდი, 20/08/2021
010210010.15.008.016576
ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №48/2021

2021 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:


მუხლი 1
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-11 პუნქტითა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ცესკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიის გადაცემისა და ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ვერსიის (ფოტოსურათების გარეშე) საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას გამოკვრის ახალ ვადად განისაზღვროს კენჭისყრამდე არაუგვიანეს 25-ე დღე (7 სექტემბერი).
მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი