„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.166.016504
10
18/08/2021
ვებგვერდი, 20/08/2021
010260020.35.166.016504
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2021 წლის 18 აგვისტო

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 22-ე მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №34 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: „www.matsne.gov.ge“, 24/11/2017, 010260020.35.166.016331) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1.  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) შიდა  აუდიტის  სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ბ.ა) შიდა აუდიტის განყოფილება;

გ.ა) მონიტორინგის განყოფილება.“

2. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საფინანსო -საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები:

ვ.ა) ბიუჯეტის დაგეგმარების და  სახაზინო განყოფილება;

ვ.ბ) ბუღალტრული აღრიცხვის  განყოფილება;“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი