დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის N1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/384 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.024.016705 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №1-1/217 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 29/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016489) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით. მოადგილეთა შორის უფლებამოსილებებს, ფუნქციებსა და საკურატორო სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ანაწილებს დირექტორი თავისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია 7 დეპარტამენტი და 4 სამსახური.“; ბ) ამოღებულ იქნეს 31 პუნქტი. გ) დაემატოს მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტოში ფუნქციონირებს შემდეგი დეპარტამენტები: ა) მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი; ბ) ფინანსური პროცესებისა და რისკების მართვის დეპარტამენტი; გ) მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტი; დ) ინვესტიციების დეპარტამენტი; ე) ექსპორტის დეპარტამენტი; ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ზ) ანალიზის, მონიტორინგის და შეფასების დეპარტამენტი. 5. სააგენტოში ფუნქციონირებს შემდეგი სამსახურები: ა) საერთაშორისო ურთიერთობების და დონორთა კოორდინაციის სამსახური; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური; გ) იურიდიული სამსახური; დ) მომსახურების ცენტრი (სამსახური). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამსახურები ექვემდებარება ამ დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ კურატორ მოადგილეს. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამსახური შედის ადმინისტრაციულ დეპარტამენტში და ექვემდებარება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სამსახური შედის მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტში და ექვემდებარება ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელს. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მცირე და საშუალო ბიზნესის წამახალისებელი პროგრამების განხორციელება და მართვა; ბ) სააგენტოს მოქმედი პროგრამების ფარგლებში ჩართული ბენეფიციარებისთვის ან/და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა; გ) მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; დ) სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით ჩართულ ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობა; ე) მეწარმე სუბიექტების ფინანსური, ტექნიკური და საინფორმაციო-საკონსულტაციო მხარდაჭერის მიზნით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარება, სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განხორციელების გზით; ზ) სახელმწიფო პროგრამაში „გადაიღე საქართველოში“ ჩართული ბენეფიციარებისა და დაინტერესებული პირების ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა; თ)ქვეყანაში შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების მიზნით საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ი)პროგრამების ორგანიზების, განხორციელებისა და მართვის მიზნით საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა; კ) მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ბ) დაემატოს 11 და 12 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „11. ფინანსური პროცესებისა და რისკების მართვის დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) მეწარმეობის ხელშემწყობი პროგრამების ბიუჯეტის განკარგვის პროცედურების შემუშავება და აღსრულება; ბ) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ფინანსური ინსტიტუტების მიერ მოთხოვნილი თანხების შემოწმება და საბანკო გადარიცხვების ინიცირება; გ) სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტის განკარგვასთან დაკავშირებული რისკების ინდეტიფიცირება და პრევენციული ზომების შემუშავება; დ) სახელმწიფპროგრამებში ჩართულ ფინანსურ ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლის ფორმის, მასთან დაკავშირებული პროცესების დანერგვა და ადაპტაცია; ე) პროცესების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულ ფინანსურ ორგანიზაციებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება; ვ) სახელმწიფო პროგრამების აღსრულების ეფექტურობის გაზრდის მიზნით ცვლილებების შემუშავება და ინიცირება; ზ) მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებთან დაკავშირებული ანგარიშების წარმოება და წარდგენა; თ) პროგრამის ორგანიზების, განხორციელებისა და მართვის მიზნით საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა; ი) პროგრამების ეფექტურად განხორციელებისთვის სხვა დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. 12. მიკრო მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია: ა) დამწყები ბიზნესის განვითარება სახელმწიფო წამახალისებელი პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების გზით; ბ) „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ორგანიზება და განხორციელება; გ) სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ჩართული მიკრო და მცირე ზომის ბენეფიციარებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის კონსულტაციის გაწევა; დ) პროგრამის ორგანიზების, განხორციელებისა და მართვის მიზნით საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა; ე) დაინტერესებული პირებისთვის ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა; ვ) მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“; გ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ-კ“ ქვეპუნქტები. დ) ამოღებულ იქნეს 53 პუნქტი. ე) დაემატოს მე-11, მე-12 და მე-13 პუნქტები შემდეგი რედაქციით: „11. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულება; ბ) სოციალური ქსელების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და მართვის კოორდინაცია; გ) სააგენტოს დადებით იმიჯის უზრუნველყოფა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ან სააგენტოს დადებითი იმიჯის ზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება ე) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ვიზუალური/საინფორმაციო მასალების შემუშავება; ვ) პრესკონფერენციების, პრეს-რელიზების, სტატიების, სარეკლამო ბროშურების, ბუკლეტების, სარეკლამო გვერდების შინაარსობრივი ნაწილის მომზადება; ზ) სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა; თ) მასმედიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; ი) სატელევიზიო ინტერვიუების დაგეგმვა და სააგენტოს თემების ინტეგრირება სხვადასხვა მედია საშუალებაში; კ) სააგენტოს და პროგრამების შესახებ ვიზუალური მასალების მომზადება; ლ) სააგენტოს და მისი ბენეფიციარების შესახებ მედიაში გასული ინფორმაციის მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება; მ) სააგენტოს დადებითი იმიჯის ზრდის ხელშეწყობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.“; 12. იურიდიული სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების წარმომადგენლობა და დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში; გ) სააგენტოს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან (მათ შორის მოქალაქეებთან და ადმინისტრაციულ ორგანოებთან) ურთიერთობებში; დ) საჯარო ინფორმაციის გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი და საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება; ვ) სააგენტოს მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში როგორც მონაწილე ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე ბენეფიციარებთან დასადები ხელშეკრულებების/შეთანხმებების მომზადება ან/და მათი სამართლებრივი ექსპერტიზა; ზ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულებების, მემორანდუმების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული და დისციპლინური წარმოების სამართლებრივი უზრუნველყოფა. ი) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით, დაინტერესებულ პირთა საჩივრების, წერილებისა და განცხადებების განხილვა და/ან განხილვაში მონაწილეობა და მათზე გადაწყვეტილებების (პასუხების) მომზადება. 13. მომსახურების ცენტრის (სამსახური) ამოცანები და ფუნქციებია: ა) დაინტერესებული პირებისთვის სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ადგილზე და დისტანციური არხების საშუალებით (სატელეფონო ცენტრი და სხვ.) კონსულტაციის გაწევა; ბ) დაინტერესებული პირების მხრიდან შესაბამის მომართვაზე ინფორმაციის მოძიება და მიწოდება; გ) სატელეფონო გამოკითხვების განხორციელება; დ) გაწეული კონსულტაციების შესახებ ანგარიშგებების მომზადება და შესაბამისი სამსახურებისათვის მიწოდება; ე) სააგენტოს ელექტრონულ მისამართზე შემოსული კორესპონდენციის მართვა. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები