დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის N01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-74/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280090050.22.035.016900 |
|
„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-28/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2021 წლის 8 აპრილის №01-28/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება (www.matsne.gov.ge, 12.04.2021, 280090050.22.035.016856) და ბრძანებით დამტკიცებული ფულადი დახმარების გაცემის წესის:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ ქვეპუნქტი: „კ) დევნილი ოჯახის საცხოვრებელის დაიზიანება/განადგურება – თუ დევნილ ოჯახს დაუზიანდა/გაუნადგურდა საცხოვრებელი იმგვარად, რომ მასში ცხოვრება ნაწილობრივ ან სრულად შეუძლებელია.“. 2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დაზიანებული/განადგურებული საცხოვრებლის ფოტომასალა; მუნიციპალიტეტის და/ან შესაბამისი სამსახურის ცნობა/წერილი საცხოვრებლის დაზიანება/განადგურების შესახებ; დაზიანებული/განადგურებული საცხოვრებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). წარმოდგენილი დოკუმენტაცია/ინფორმაცია შესაძლებელია გადამოწმებულ იქნეს სააგენტოს მიერ კომპეტენციის გათვალისწინებით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები