„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 412
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.10.003.022967
412
16/08/2021
ვებგვერდი, 17/08/2021
470230000.10.003.022967
„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №412

2021 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 იანვრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/01/2021, 470230000.10.003.022567) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის“:

1. მე-2 მუხლის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების (მუნიციპალიტეტების: სტეფანწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება;“.

2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვროს 71 841.0 ათასი ლარით:

 

კომპონენტის დასახელება

ღირებულება (ათასი ლარი)

1

პირველადი ჯანდაცვის ცენტრების აღჭურვა

7 500.0

 

1.1. პირველადი ჯანდაცვის ცენტრების (მათ შორის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრების) აღჭურვა

4 000.0

 

1.2. ტელემედიცინისათვის განკუთვნილი აპარატურა

3 500.0

2

ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების სარემონტო,

საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა და აღჭურვა

4 140.0

3

სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებისა და ლაბორატორიების  საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა

12 938.2

4

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების (მუნიციპალიტეტების: სტეფანწმინდა, ამბროლაური, ცაგერი, ონი, ქუთაისი, თიანეთი, დმანისი, წალკა, დედოფლისწყარო, თეთრიწყარო, ლენტეხი) საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, რეაბილიტაცია და აღჭურვა

3 904.7

5

NordDRG Grouper-პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დამატებული ღირებულების გადასახადი

283.0

6

სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საიჯარო, მიწისა და ქონების გადასახადის დაფინანსება

847.1

7

პროგრამის ადმინისტრირება

387.0

8

COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, სამედიცინო დაწესებულებათა აღჭურვა/რეაბილიტაცია

41 841.0

 

სულ:

  71 841.0.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი