დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 12/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.16.009.016474 |
|
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016397) პირველი პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელსა და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს შორის არ არის დადებული უნივერსალური მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საანგარიშო წლის ბოლოს სრულად შეისყიდოს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფასით.“.
|
| მუხლი 2 |
1. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
2. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 25 მაისის №236 დადგენილებით განსაზღვრულმა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა, რომლებმაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებლებთან განახორციელეს ანგარიშსწორება ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე, დაევალოთ განხორციელებული დარიცხვის კორექტირება 1 ივლისის შემდგომ პერიოდზე, ამ დადგენილების შესაბამისად.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები