„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-73/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016899
01-73/ნ
13/08/2021
ვებგვერდი, 13/08/2021
470230000.22.035.016899
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-73/ნ

2021 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის №01-110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/10/2019; 470230000.22.035.016678) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის: 
1. მე-2 პუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.გ) სამუშაოს მაძიებელთა და თავისუფალი (ვაკანტური) სამუშაო ადგილების რეგისტრაცია და ამ მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით და მომსახურებით შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება, გამართული ფუნქციონირება;“.

2. მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ1“ ქვეპუნქტი:

„ა.გ.1) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო პორტალის ფუნქციონირების, სააგენტოს შესაბამისი სერვისების შეუფერხებელი და სრულფასოვანი მართვისთვის საჭირო კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა და საჭიროებიდან გამომდინარე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოსთვის გაზიარება;“.

3. მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით სააგენტოს პროგრამების/პროექტების ფარგლებში მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, ანალიზი და განვითარება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე