დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სამასალე ტყის (მორის) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 84 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/06/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 72, 06/07/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.040.000.11.104.004.845 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.040.000.11.104.004.845
საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის
მინისტრის ბრძანება №84
2001 წლის 27 ივნისი
ქ. თბილისი
სამასალე ხე-ტყის (მორის) საბაზრო ფასების დამტკიცების შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 27-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის წინადადებათა შესაბამისად, ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის გადასახადის გაანგარიშების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამასალე ხე-ტყის (მორის) საბაზრო ფასები დანართის მიხედვით.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩხარტიშვილი
დანართი
| ტყის მერქნიანი სახეობათა ჯგუფები | სამასალე ხე-ტყის (მორის) საბაზრო ფასები ერთ კუბურ მეტრზე (ლარებში) | |||
| I | ჯგუფი | _ | უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი |
300 |
| II | ჯგუფი | _ | მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი, ცაცახვი, პანტა, საღსაღავი |
200 |
| III | ჯგუფი | _ | წიფელი, რცხილა, ჯაგრცხილა, აკაცია, ჭადარი, უხრავი |
130 |
| IV | ჯგუფი | _ | ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია |
100 |
| V | ჯგუფი | _ | ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები |
70 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები