შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 10/08/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2021
სარეგისტრაციო კოდი
233
10/08/2021
ვებგვერდი, 16/08/2021
შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №233

2021 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“  ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიასთვის“  საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა  და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის  №13/04 ბრძანების საფუძველზე:   

1. მიეცეს თანხმობა შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯიას“  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412695891)  საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. შეწყდეს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია“-ს  (საიდენტიფიკაციო ნომერი: 412695891) ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს გიორგი ნაროუშვილი (პირადი ნომერი: 19001028319).

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (საქართველო, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №64), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

 
 
საქართველოს ეროვნული ბანკის
ვიცე-პრეზიდენტი                                                                               პაპუნა ლეჟავა.