აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/361
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 06/08/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/08/2021
სარეგისტრაციო კოდი
1-1/361
06/08/2021
ვებგვერდი, 12/08/2021
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/361

2021 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ განიხილა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 2021 წლის 31 მარტის N7/18145 განცხადება – სააგენტოსათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

2011 წლის 1 ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში – მემორანდუმი) თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – „კირნათისა“ და „ხელვაჩაური 1” -ის (შემდგომში „ჰესები") მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესი“-ს მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს „კირნათი ჰესი”-ს პროექტის სრულად დასრულება.

როგორც წარმოდგენილ დოკუმენტაციაშია მითითებული პროექტი, მისი მასშტაბი და ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნისთვის. იგი პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას იქონიებს რეგიონზე და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს შემდეგი გარემოებების გამო: „ჰესები“-ს საერთო სიმძლავრე მიაღწევს – 98.731 მეგავატს. საქართველოს მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათ წლიან პერიოდში და წლიურად 8 თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებას და გააუმჯობესებს საქართველოს ენერგობალანსს. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მთავრობის გრძელვადიან სტრატეგიას იმპორტირებული ელექტროენერგიის შიდა წარმოებით ჩანაცვლებასა და თბოელექტროსადგურების ჰიდროელექტროსადგურებით ჩანაცვლებას. პროექტის განხორციელებაში ამჟამად დასაქმებულია 125 თანამშრომელი, აქედან 97 საქართველოს მოქალაქეა. ასევე პროექტის ექსპლოატაციაში შესვლის შემდგომ მოხდება საქართველოს მოქალაქეების მუდმივად დასაქმება.

დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და „კირნათი“ ჰესის ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა.

მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას აღმოუჩინოს მხარდაჭერა ელექტროსადგურებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

„სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" დებულების თანახმად, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო" არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია სახელმწიფო ქონების მართვა, განკარგვა, სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემა.

სააგენტოს მიერ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ფარგლებში მოქცეული მესაკუთრე ილია დიდმანიძის (პ/ნ 61006003906) საკუთრებაში არსებული 5 ერთეული უძრავი ქონების (ს/კ N22.32.02.047; ს/კ N22.32.02.581; ს/კ N22.32.02.045; ს/კ N22.32.02.046; ს/კ N22.32.02.250) ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით. 

2021 წლის 31 მარტს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ N7/18145 განცხადებით მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და კირნათი ჰესის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ 5 ერთეულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

დასახელებული გარემოება კი შეუძლებელს ხდის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის დასრულებას, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურის სრული დატვირთვით ექსპლუატაციისთვის.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა და სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „კირნათი ჰესის" საპროექტო ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გასაშვებად, დატბორვის არეალში ექცევა ილია დიდმანიძის (პ/ნ 61006003906) საკუთრებაში არსებული 5 ერთეული უძრავი ქონება. 

დადგენილია, რომ სააგენტომ უზრუნველყო ილია დიდმანიძესთან (პ/ნ 61006003906) შეტყობინებების გაგზავნა და საკომპენსაციო თანხების შეთავაზება სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე.

ასევე დადგენილია, რომ სააგენტომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან ილია დიდმანიძესთან მოლაპარაკების წარმოების ყველა რესურსი ამოწურა, მის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასტურდება, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადიდში მდებარე 916 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის (ს/კ N22.32.02.045); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ მარადიდში მდებარე 585 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1-ის (ს/კ N22.32.02.046); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადიდში მდებარე 185 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N 22.32.02.047); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადიდში მდებარე 899 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N22.32.02.250); ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარადიდში მდებარე 651 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ N22.32.02.581) მესაკუთრეა ილია დიდმანიძე (პ/ნ 61006003906). ამასთან, პროექტის ზემოქმედების არეალში ექცევა ზემოთ მითითებული 5 უძრავი ქონება სრულად.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“

ამავე კანონის, მე-2 მუხლის, მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის;

ვინაიდან, სააგენტოს მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 3 აგვისტოს ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „კირნათი ჰესი“-ს მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება, განსახორციელებელი პროექტის არეალში მოქცეულ შემდეგ უძრავ ქონებაზე:

1.1 მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ მარადიდი, 916 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1, მესაკუთრე ილია დიდმანიძე (პ/ნ 61006003906) ს/ კ N22.32.02.045;

1.2. მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ მარადიდი, 585 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა N1, მესაკუთრე ილია დიდმანიძე (პ/ნ 61006003906) ს/კ N22.32.02.046; 

1.3 მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ მარადიდი, 185 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მესაკუთრე ილია დიდმანიძე (პ/ნ 61006003906) ს/კN 22.32.02.047;

1.4 მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ მარადიდი, 899 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მესაკუთრე ილია დიდმანიძე (პ/ნ 61006003906) ს/კ N22.32.02.250;

1.5 მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ მარადიდი, 651 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მესაკუთრე ილია დიდმანიძე (პ/ნ 61006003906) ს/კ N22.32.02.581.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქალაქი თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).