„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016674
29
13/08/2021
ვებგვერდი, 16/08/2021
010250050.35.148.016674
„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2021 წლის 13 აგვისტო

ქ. გორი

„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2021, 010250050.35.148.016646) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი ამოღებულ იქნას.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ერთჯერად დახმარებას საცურაო აუზით სარგებლობისთვის მიიღებენ (0-დან 18-წლის ჩათვლით) II და  III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარები, რომელთაც  გააჩნიათ  0 - დან 120000 - ის  ჩათვლით  სარეიტინგო  სოციალური  ქულა. თითო ბენეფიციარს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე, თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე