კონვენცია საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ

კონვენცია საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57/33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016657
57/33
29/01/2021
ვებგვერდი, 13/08/2021
480610000.03.030.016657
კონვენცია საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

კონვენცია

საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ


 

საქართველო და იაპონია,

სურთ რა, განავითარონ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობა და გააფართოონ თანამშრომლობა საგადასახადო საკითხებზე,

მიზნად ისახავენ შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ კონვენციის დადებას, გადასახადების გადაუხდელობის ან თავიდან არიდების გზით (საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების სქემების ჩათვლით, რომელთა მიზანია ამ კონვენციით გათვალისწინებული შეღავათებით ირიბი სარგებლობა მესამე სახელმწიფოების რეზიდენტების მიერ) დაუბეგრაობის ან გადასახადების შემცირების შესაძლებლობების შექმნის გარეშე,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 


მუხლი 1

პირები , რომლებზეც ვრცელდება კონვენცია

 

1. ეს კონვენცია ვრცელდება პირებზე, რომლებიც არიან ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. ამ კონვენციის მიზნებისთვის, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, სრულიად ან ნაწილობრივ ფისკალურად გამჭვირვალედ მიჩნეული ერთეულის ან სქემის მიერ ან მისი მეშვეობით მიღებული შემოსავალი ჩაითვლება ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავლად, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მიზნებისთვის ამ შემოსავალზე ვრცელდება იგივე საგადასახადო რეგულაცია, როგორიც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის შემოსავალზე.

3. ეს კონვენცია არ მოახდენს გავლენას ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ თავისი რეზიდენტების დაბეგვრის უფლებაზე, გარდა შეღავათებისა, რომელიც მინიჭებულია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის და მე-18, მე-19, 22-, 23-, 24- და 27- მუხლების საფუძველზე.

 

მუხლი 2

გადასახადები , რომლებზეც ვრცელდება კონვენცია

1. ეს კონვენცია ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ შემოსავლებზე დაწესებულ გადასახადებზე, მათი გადახდის წესის მიუხედავად.

2. შემოსავლებზე გადასახადებად ითვლება ყველა ის გადასახადი, რომლითაც იბეგრება მთელი შემოსავალი, ან შემოსავლის ცალკეული ელემენტი, ნებისმიერი ქონების გასხვისებით მიღებული ნამეტი შემოსავლის ჩათვლით, საწარმოების მიერ გადახდილი მთელი ხელფასები ან ანაზღაურება და ასევე კაპიტალის აფასებით მიღებული შემოსავალი.

3. არსებული გადასახადები, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია:

  1. საქართველოში:
  1. მოგების გადასახადი; და
  1. საშემოსავლო გადასახადი

 

  (შემდგომშისაქართველოს გადასახადი”).

 

  1. იაპონიაში:
  1. საშემოსავლო გადასახადი;
  1. კორპორაციული გადასახადი;
  1. სპეციალური საშემოსავლო გადასახადი რეკონსტრუქციისთვის;
  1. ადგილობრივი კორპორაციული გადასახადი; და
  1. მაცხოვრებლის ადგილობრივი გადასახადები

 

  (შემდგომშიიაპონიის გადასახადი”).

 

4. ეს კონვენცია ასევე ვრცელდება ყველა იდენტურ ან არსებითად მსგავსი ტიპის გადასახადებზე, რომლებიც ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაწესდება არსებული გადასახადების დამატებით ან მათ ნაცვლად. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთს აცნობებენ თავიანთი სახელმწიფოების შესაბამის საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში შეტანილი არსებითი ცვლილებების შესახებ.

 

მუხლი 3

ზოგადი განსაზღვრებები

1. ამ კონვენციის მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:

  1. საქართველოს ტერიტორია, გეოგრაფიული გაგებით გამოყენებისას, ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ და შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; ასევე მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
  1. ტერმინიიაპონია”, გეოგრაფიული გაგებით გამოყენებისას, ნიშნავს იაპონიის მთელ ტერიტორიას, მისი ტერიტორიული ზღვის ჩათვლით, რომელზეც ძალაშია იაპონიის გადასახადთან დაკავშირებული კანონმდებლობა და მისი ტერიტორიული ზღვის მიღმა არსებულ მთელ ტერიტორიას, მათ შორის მის ფსკერს და წიაღს, რომელთა მიმართაც იაპონიას გააჩნია სუვერენული უფლებები საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და რომელზეც ძალაშია იაპონიის გადასახადთან დაკავშირებული კანონმდებლობა;
  1. ტერმინიხელშემკვრელი სახელმწიფოდამეორე ხელშემკვრელი სახელმწიფონიშნავს საქართველოს ან იაპონიას, კონტექსტის შესაბამისად;
  1. ტერმინიპირიმოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას;
  1. ტერმინიკომპანიანიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
  1. ტერმინისაწარმომოიცავს ნებისმიერი სახის ეკონომიკური საქმიანობის წარმართვას;
  1. ტერმინიხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოდამეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოშესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
  1. ტერმინისაერთაშორისო გადაზიდვანიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ ადგილებს შორის და საწარმო, რომელიც ახორციელებს საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლოატაციას არ წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს;
  1. ტერმინიკომპეტენტური ორგანონიშნავს:
  1. საქართველოში, ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს
  1. იაპონიაში, ფინანსთა მინისტრს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
  1. ტერმინინაციონალური პირიხელშემკვრელ სახელმწიფოსთან მიმართებაში ნიშნავს:
  1. ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნება ან მოქალაქეობა; და
  1. ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე;
  1. ტერმინიეკონომიკური საქმიანობამოიცავს პროფესიული მომსახურებისა და დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის წარმართვას;
  • ტერმინი ხელშემკვრელი სახელმწიფოსაღიარებული საპენსიო ფონდინიშნავს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით დაფუძნებულ ერთეულს ან სქემას, რომელიც ამ მხარის საგადასახადო კანონების თანახმად მიჩნეულია დამოუკიდებელ პირად და:
  1. რომელიც დაფუძნებულია და რომლის ექსპლოატაციაც ხორციელდება ფიზიკური პირებისთვის საპენსიო შეღავათების და დამხმარე ან თანმდევი შეღავათების ან სხვა მსგავსი ანაზღაურების მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ ადმინისტრირების ან მინიჭებისათვის და რომელიც როგორც ასეთი, რეგულირდება ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი ერთ-ერთი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ; ან
  1. რომელიც დაფუძნებულია და რომლის ექსპლოატაციაც ხორციელდება მხოლოდ ან თითქმის მხოლოდ ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს სხვა აღიარებული საპენსიო ფონდების სასარგებლოდ თანხების ინვესტირებისთვის.

თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე დაფუძნებული ერთეული ან სქემა, აღიარებული საპენსიო ფონდი იქნებოდა (i) ან (ii) ქვეპუნქტების მიხედვით, თუ იგი დამოუკიდებელ პირად იქნებოდა მიჩნეული ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით, მაშინ ამ კონვენციის მიზნებისთვის, იგი უნდა ჩაითვალოს დამოუკიდებელ პირად ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ამ ერთეულის ან სქემის ყველა აქტივი და შემოსავალი უნდა იქნეს მიჩნეული ამ დამოუკიდებელი პირის და არა სხვა პირის მიერ მიღებულ აქტივად და შემოსავლად.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ კონვენციის გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს ან კომპეტენტური ორგანოები არ შეთანხმდებიან 24- მუხლის დებულებების შესაბამისად განსხვავებულ მნიშვნელობაზე, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს კონვენცია. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმებით.

 

მუხლი 4

რეზიდენტი

1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინიხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტინიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება დაბეგვრას მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, ფაქტობრივად ყოფნის ადგილის, სათავო ან მთავარი ოფისის ადგილის, მართვის ადგილის ან ანალოგიური შინაარსის მქონე ნებისმიერი სხვა კრიტერიუმის საფუძველზე და ასევე მოიცავს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოსა და მის ნებისმიერ პოლიტიკურ ქვედანაყოფს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოს, აგრეთვე ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს აღიარებულ საპენსიო ფონდს. ეს ტერმინი, ამასთან, არ მოიცავს პირს, რომელიც ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ მასში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირებით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, ფიზიკური პირი არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მისი სტატუსი განისაზღვრება შემდეგნაირად:

  1. ის ჩაითვლება მხოლოდ იმ სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას აქვს მუდმივი საცხოვრებელი; თუ მას მუდმივი საცხოვრებელი აქვს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც მას გააჩნია უფრო მჭიდრო პირადი და ეკონომიკური კავშირები (სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი);
  1. თუ შეუძლებელია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს დადგენა, სადაც მას აქვს სასიცოცხლო ინტერესების ცენტრი, ან თუ მას არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არცერთ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, სადაც იგი ჩვეულებრივ ცხოვრობს;
  1. თუ ის ჩვეულებრივ ცხოვრობს ორივე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან არ ცხოვრობს არცერთ მათგანში, ის ჩაითვლება მხოლოდ იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტად, რომლის ნაციონალურ პირსაც ის წარმოადგენს;
  1. თუ ის არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან არ არის არცერთი მათგანის ნაციონალური პირი, მაშინ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც პირველი პუნქტის დებულებათა შესაბამისად, პირი, გარდა ფიზიკური პირისა, არის ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები შეეცდებიან, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაადგინონ ის ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომლის რეზიდენტადაც უნდა იქნეს მიჩნეული ასეთი პირი ამ კონვენციის მიზნებისთვის, მისი სათავო ან მთავარი ოფისის ადგილის, ეფექტური მართვის ადგილის, რეგისტრაციის ან სხვა სახით დაფუძნების ადგილის ან ნებისმიერი სხვა არსებითი ფაქტორების გათვალისწინებით. ასეთი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ასეთ პირს არ უნდა მიენიჭოს ამ კონვენციით გათვალისწინებული რაიმე შეღავათი ან გადასახადისგან გათავისუფლება.

 

მუხლი 5

მუდმივი დაწესებულება

1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ტერმინიმუდმივი დაწესებულებანიშნავს საქმიანობის ფიქსირებულ ადგილს, რომლის მეშვეობითაც საწარმოს საქმიანობა ხორციელდება მთლიანად ან ნაწილობრივ.

2. ტერმინიმუდმივი დაწესებულებაძირითადად მოიცავს:

  1. მართვის ადგილს;

b. ფილიალს;

  1. ოფისს;
  1. ქარხანას;
  1. სახელოსნოს, და
  1. მაღაროს, ნავთობის ან გაზის ჭაბურღილს, კარიერს ან ბუნებრივი რესურსების მოპოვების ნებისმიერ სხვა ადგილს.

 

3. სამშენებლო მოედანი ან სამონტაჟო ან საამწყობო ობიექტი მუდმივ დაწესებულებად ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ის არსებობს 6 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში.

4. ამ მუხლის წინა დებულებათა მიუხედავად, ტერმინიმუდმივი დაწესებულებაარ მოიცავს:

  1. შენობა-ნაგებობების გამოყენებას საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ მარაგად შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;
  1. საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგის დასაწყობებას, მხოლოდ მარაგად შენახვის ან დემონსტრირების მიზნით;
  1. საწარმოს კუთვნილი პროდუქციის ან საქონლის მარაგების შენახვას, მხოლოდ სხვა საწარმოს მიერ მათი გადამუშავების მიზნით;
  1. საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის პროდუქციის ან საქონლის მხოლოდ შესყიდვის ან მხოლოდ ინფორმაციის შეგროვების მიზნით;
  1. საქმიანობის ფიქსირებული ადგილის გამოყენებას საწარმოსათვის მხოლოდ ნებისმიერი ისეთი საქმიანობის განხორციელების მიზნით, რომელიც არ არის ჩამოთვლილი (a)-დან (d)-მდე ქვეპუნქტებში იმ შემთხვევაში, თუ ეს საქმიანობა არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის;
  1. ფიქსირებული ადგილის a)-დან e)-მდე ქვეპუნქტებში ჩამოთვლილ საქმიანობათა ნებისმიერი კომბინაციისათვის გამოყენებას, იმ შემთხვევაში, თუ ფიქსირებული ადგილის მთლიანი საქმიანობა, რომელიც ამგვარი ერთობლიობიდან გამომდინარეობს, არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის.

5. მე-4 პუნქტი არ მოქმედებს საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მიმართ, რომელიც გამოიყენება საწარმოს მიერ ან გააჩნია საწარმოს, თუ იგივე საწარმო ან მჭიდროდ დაკავშირებული საწარმო ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას იმავე ადგილზე ან იმავე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე სხვა ადგილზე და

  1. ეს ან სხვა ადგილი წარმოადგენს ამ საწარმოს ან მჭიდროდ დაკავშირებული საწარმოს მუდმივ დაწესებულებას ამ მუხლის დებულებების მიხედვით, აn
  1. ამ ორი საწარმოს მიერ ერთსა და იმავე ადგილზე ან იმავე საწარმოს, ან მჭიდროდ დაკავშირებული საწარმოების მიერ ამ ორ ადგილზე განხორციელებული საქმიანობების კომბინაციიდან გამომდინარე მთლიანი საქმიანობა, არ არის მოსამზადებელი ან დამხმარე ხასიათის,

იმ პირობით, თუ ამ ორი საწარმოს მიერ ერთსა და იმავე ადგილზე ან იმავე საწარმოს ან მჭიდროდ დაკავშირებული საწარმოების მიერ ამ ორ ადგილზე განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენს დამატებით ფუნქციებს, რომლებიც შეკრული ეკონომიკური საქმიანობის ნაწილია.

6. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებების მიუხედავად, მაგრამ მე-7 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, თუ პირი, მოქმედებს ხელშემკვრელ სახელმწიფოში საწარმოს სახელით და ამ პროცესში ჩვეულებრივ დებს კონტრაქტებს ან ჩვეულებრივ ასრულებს ძირითად როლს, რომელიც იწვევს იმ კონტრაქტების დადებას, რომლებიც სტანდარტულად იდება საწარმოს მიერ არსებითი მოდიფიკაციის გარეშე და ეს კონტრაქტები იდება

  1. საწარმოს სახელით, ან
  1. საწარმოს კუთვნილ ქონებაზე ან ქონებაზე, რომელზეც საწარმოს გააჩნია სარგებლობის უფლება, საკუთრების გადაცემის ან სარგებლობის უფლების მინიჭების მიზნით, ან
  1. ამ საწარმოს მიერ მომსახურების გაწევის მიზნით,

მაშინ მიჩნეულi უნდა იქნეს, რომ ამ საწარმოს გააჩნია მუდმივი დაწესებულება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით, რომელსაც ეს პირი ახორციელებს ამ საწარმოსთვის, თუ ასეთი პირის საქმიანობა არ შემოიფარგლება მე-4 პუნქტში აღნიშნული საქმიანობებით, რომლებიც საქმიანობის ფიქსირებული ადგილის მეშვეობით განხორციელების შემთხვევაში (გარდა საქმიანობის ისეთი ფიქსირებული ადგილისა, რომლიც მიმართაც იმოქმედებდა მე-5 პუნქტი), არ გადააქცევს საქმიანობის ასეთ ფიქსირებულ ადგილს მუდმივ დაწესებულებად მე-4 პუნქტის დებულებების შესაბამისად.

7. მე-6 პუნქტი არ გამოიყენება, როდესაც ხელშემკვრელ სახელმწიფოში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს სახელით მოქმედი პირი ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, როგორც დამოუკიდებელი აგენტი და მოქმედებს საწარმოსთვის თავისი ჩვეული პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. თუმცა, თუ პირი მოქმედებს ექსკლუზიურად ან თითქმის ექსკლუზიურად ერთი ან მეტი საწარმოს სახელით, რომლებთანაც ის მჭიდროდ არის დაკავშირებული, ეს პირი არ უნდა იქნეს მიჩნეული დამოუკიდებელ აგენტად ამ პუნქტის გაგებით, ნებისმიერ ასეთ საწარმოსთან დაკავშირებით.

8. ის ფაქტი, რომ კომპანია, რომელიც არის ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, აკონტროლებს ან კონტროლდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ ან რომელიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში (მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სხვა სახით), თავისთავად არ გადააქცევს ერთ-ერთ ამ კომპანიას მეორის მუდმივ დაწესებულებად.

9. ამ მუხლის მიზნებისთვის, პირი ან საწარმო მჭიდროდ არის დაკავშირებული საწარმოსთან, თუ ყველა არსებითი ფაქტიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ერთი ახორციელებს მეორის კონტროლს ან ერთი და იგივე პირები ან საწარმოები ახორციელებენ ორივეს კონტროლს. ნებისმიერ შემთხვევაში, პირი ან საწარმო უნდა იქნეს მიჩნეული საწარმოსთან მჭიდროდ დაკავშირებულად, თუ ერთი არის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მეორეში 50 პროცენტზე მეტი ბენეფიციური წილის (ან კომპანიის შემთხვევაში, თუ საერთო ხმების და კომპანიის წილების ღირებულების ან კომპანიის საწესდებო კაპიტალში აქციების ბენეფიციური წილის 50 პროცენტზე მეტის) მფლობელი ან თუ მეორე პირი ან საწარმო არის, პირდაპირ ან არაპირდაპირ, პირის და საწარმოს ან ორივე საწარმოს 50 პროცენტზე მეტი ბენეფიციური წილის (ან კომპანიის შემთხვევაში, თუ საერთო ხმების და კომპანიის წილების ღირებულების ან კომპანიის საწესდებო კაპიტალში აქციების ბენეფიციური წილის 50 პროცენტზე მეტის) მფლობელი.

 

მუხლი 6

შემოსავალი უძრავი ქონებიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი (სოფლისა და სატყეო მეურნეობიდან მიღებული შემოსავლის ჩათვლით), შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. ტერმინსუძრავი ქონებაექნება ის მნიშვნელობა, რომელიც მას გააჩნია იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელშიც მდებარეობს განსახილველი ქონება. ტერმინი, ნებისმიერ შემთხვევაში, მოიცავს უძრავი ქონების მიმართ დამხმარე ხასიათის ქონებას, სასოფლო და სატყეო მეურნეობაში გამოყენებულ პირუტყვსა და მოწყობილობებს, უფლებებს, რომლებზეც ვრცელდება მიწის საკუთრებასთან დაკავშირებული ზოგადი სამართლის დებულებები, უძრავი ქონების უზუფრუქტსა და უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ცვლადი ან ფიქსირებული ანაზღაურებების კომპენსაციას მინერალური წიაღისეულის, საბადოების და სხვა ბუნებრივი რესურსების დამუშავებისთვის ან დამუშავების უფლებისთვის. საზღვაო და საჰაერო ხომალდები უძრავ ქონებად არ განიხილება.

3. პირველი პუნქტის დებულებები ვრცელდება უძრავი ქონების პირდაპირი გამოყენების, გაქირავების ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენების შედეგად მიღებულ შემოსავლებზე.

4. პირველი და მე-3 პუნქტების დებულებები ვრცელდება აგრეთვე საწარმოს უძრავი ქონებიდან მიღებულ შემოსავლებზე.

 

მუხლი 7

მოგება ეკონომიკური საქმიანობიდან

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ მუდმივ დაწესებულებას.

2. მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.

3. მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც განთავსებულია მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ.

4. მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება ამ მუდმივი დაწესებულების მიერ საწარმოსათვის საქონლის ან პროდუქციის მხოლოდ შეძენის საფუძველზე მიღებული მოგება.

5. ამ მუხლის წინა პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ კონვენციის სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზე.

 

მუხლი 8

საერთაშორისო საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი

1. საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მიღებული მოგება იბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. მე-2 მუხლის დებულებების მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო თავისუფლდება საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციის განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საწარმოს შემთხვევაში, იაპონიის საწარმოს გადასახადისგან (enterprise tax) და იაპონიის საწარმოს შემთხვევაში, ნებისმიერი გადასახადისგან, რომელიც იაპონიის საწარმოს გადასახდის მსგავსია და დაწესდება საქართველოში ამ კონვენციის ხელმოწერის დღის შემდეგ.

3. პირველი და მე-2 პუნქტების დებულებები ასევე ვრცელდება ფონდში, ერთობლივ საქმიანობაში ან საერთაშორისო საოპერაციო სააგენტოების მუშაობაში მონაწილეობით მიღებულ მოგებაზე.

 

მუხლი 9

ურთიერთდამოკიდებული საწარმოები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც:

  1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში, ან
  1. ერთი და იგივე პირები პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოსა და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მართვაში, კონტროლში ან კაპიტალში,

და ორივე შემთხვევაში ამ ორ საწარმოს შორის კომერციულ ან ფინანსურ ურთიერთობებში შექმნილი ან დაწესებული პირობები განსხვავდება იმ პირობებისაგან, რომლებსაც ადგილი ექნებოდა ორ დამოუკიდებელ საწარმოს შორის ურთიერთობაში, მაშინ ნებისმიერი მოგება, რომელიც ამ პირობების არ არსებობის შემთხვევაში წარმოეშვებოდა რომელიმე მათგანს, მაგრამ ამ პირობების არსებობის გამო არ წარმოეშვა, შეიძლება ჩართულ იქნეს ამ საწარმოს მოგებაში და დაიბეგროს შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგებაში რთავს და შესაბამისად გადასახადით ბეგრავს იმ მოგებას, რომელთან მიმართებაში მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო დაექვემდებარა დაბეგვრას ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, და ასეთი სახით ჩართული მოგება წარმოადგენს მოგებას, რომელიც შეიძლება დარიცხვოდა პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს, თუ ამ ორ საწარმოს შორის იქნებოდა იგივე ურთიერთობა, როგორც დამოუკიდებელ საწარმოებს შორის, მაშინ ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო მოახდენს მის მიერ ამ მოგებაზე დარიცხული გადასახადის შესაბამის კორექტირებას. ასეთი კორექტირების განსაზღვრის დროს სათანადო წესით უნდა იქნეს გათვალისწინებული ამ კონვენციის სხვა დებულებებიც, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან გამართავენ კონსულტაციებს.

 

მუხლი 10

დივიდენდები

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი დივიდენდები შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. ამასთან, დივიდენდები, რომლებიც გადახდილია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის მიერ, შესაძლოა აგრეთვე დაიბეგროს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

3. მიუხედავად მე-2 პუნქტის დებულებებისა, დივიდენდები, რომელთა გამოქვითვა შესაძლებელია დივიდენდების გადამხდელი კომპანიის დასაბეგრი მოგების გამოანგარიშებისას იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ეს კომპანია, შეიძლება დაიბეგროს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტია, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს დივიდენდების საერთო რაოდენობის 10 პროცენტს.

4. მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ შეეხება კომპანიის იმ მოგების დაბეგვრას, საიდანაც გადაიხდება დივიდენდები.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის, ტერმინიდივიდენდებინიშნავს შემოსავალს აქციებიდან, სამთო საქმიანობასთან დაკავშირებული აქციებიდან, დამფუძნებელთა აქციებიდან ან სხვა უფლებებიდან, თუ ისინი არ წარმოადგენს მოგებაში მონაწილე სავალო მოთხოვნებს, ასევე შემოსავალს სხვა უფლებებიდან, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც აქციებიდან მიღებული შემოსავალი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს მოგების გამანაწილებელი კომპანია.

6. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ დივიდენდების ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ახორციელებს საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს დივიდენდების გადამხდელი კომპანია, იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

7. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იღებს შემოსავალს ან მოგებას, ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს არ შეუძლია კომპანიას გადასახადი დააკისროს გადახდილ დივიდენდებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი დივიდენდების გადახდა ხდება ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისთვის, ან როდესაც ფლობა, რომლის საფუძველზეც ხდება დივიდენდების გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებულ მუდმივ დაწესებულებას. მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ასევე არ შეუძლია დაბეგროს კომპანიის გაუნაწილებელი მოგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ გადახდილი დივიდენდები ან გაუნაწილებელი მოგება მთლიანად ან ნაწილობრივ შედგება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი მოგებიდან ან შემოსავლიდან.

 

მუხლი 11

პროცენტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. ამასთან, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი ასევე შეიძლება დაიბეგროს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს პროცენტის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

3. მიუხედავად მე-2 პუნქტის დებულებებისა, ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი პროცენტი დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ:

  1. ამ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი ან ნებისმიერი დაწესებულება, რომელსაც მთლიანად ფლობს ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო; ან
  2. პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი სავალო მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებიც გარანტირებული, უზრუნველყოფილი ან არაპირდაპირ დაფინანსებულია ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს, ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკის ან მთლიანად ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მფლობელობაში არსებული დაწესებულების მიერ.

4. ტერმინიპროცენტიამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და ჯილდოების ჩათვლით, აგრეთვე სხვა შემოსავალს, რომელიც ექვემდებარება ისეთივე საგადასახადო რეგულირებას, როგორსაც გასესხებული ფულიდან მიღებული შემოსავალი იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომელშიც წარმოიშობა ეს შემოსავალი. ამ მუხლის მიზნებისთვის, მე-10 მუხლში განხილული შემოსავალი და ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე, პროცენტად არ განიხილება.

5. პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ პროცენტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა პროცენტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება პროცენტის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას. ასეთ შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

6. პროცენტი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი. თუმცა, თუ პროცენტის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი პროცენტი და ამ პროცენტის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება, მაშინ პროცენტი ჩაითვლება იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება.

7. თუ პროცენტის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პროცენტის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 12

როიალტი

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი როიალტი, რომლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. მუხლის მიზნებისთვის ტერმინიროიალტინიშნავს გადახდის ნებისმიერ სახეს, რომელიც ანაზღაურების სახით მიიღება ლიტერატურულ, ხელოვნების ან მეცნიერულ ნამუშევარზე, კინემატოგრაფიული ფილმების ჩათვლით, ნებისმიერი საავტორო უფლებით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ან ნებისმიერი პატენტით, სასაქონლო ნიშნით, დიზაინით ან მოდელით, გეგმით ან საიდუმლო ფორმულით ან პროცესით სარგებლობისათვის ან სარგებლობის უფლებისათვის, ან სამრეწველო, კომერციული ან მეცნიერული გამოცდილების შემცველი ინფორმაციისთვის.

3. პირველი პუნქტის დებულებები არ გამოიყენება, თუ როიალტის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა როიალტი იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და უფლება ან ქონება, რის საფუძველზეც ხდება როიალტის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

4. თუ გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობების გამო, როიალტის თანხა, რომელიც დაკავშირებულია სარგებლობასთან, უფლებასთან ან ინფორმაციასთან, რომლისთვისაც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რაც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 13

შემოსავლები კაპიტალის მატებიდან

1. შემოსავლები, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონების გასხვისებიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. შემოსავლები ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან, გარდა მე-6 მუხლით განსაზღვრული უძრავი ქონებისა, რომელიც წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების კომერციული ქონების ნაწილს, ასეთი მუდმივი დაწესებულების (ცალკე ან მთელ საწარმოსთან ერთად) გასხვისებიდან მიღებული ასეთი შემოსავლების ჩათვლით, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

3. შემოსავალი, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებში საზღვაო და საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციას, იღებს ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ან ასეთი საზღვაო ან საჰაერო ხომალდების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ქონების, გარდა მე-6 მუხლში ხსენებული უძრავი ქონებისა, გასხვისებით, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ კომპანიის აქციების ან მსგავსი უფლებების, როგორიც არის წილები ამხანაგობაში ან ტრასტში, გასხვისებით მიღებული შემოსავალი, შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ნებისმიერ დროს გასხვისებამდე 365 დღის განმავლობაში, ამ აქციების ან მსგავსი უფლებების ღირებულების სულ მცირე 50 პროცენტი, პირდაპირ ან არაპირდაპირ წარმოქმნილი იყო მე-6 მუხლით განსაზღვრული, ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში მდებარე უძრავი ქონებიდან, თუ ასეთი აქციებით ან მსგავსი უფლებებით ვაჭრობა არ ხორციელდება 28- მუხლის მე-4 პუნქტის (c) ქვეპუნქტში განსაზღვრულ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე და ამ რეზიდენტის ურთიერთდაკავშირებული პირები ჯამში ფლობენ ასეთი აქციების ან მსგავსი წილების კლასის 5%- ან ნაკლებს.

5. პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული ქონების გარდა, ნებისმიერი ქონების გასხვისებიდან მიღებული შემოსავლები დაიბეგრება მხოლოდ იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომლის რეზიდენტსაც წარმოადგენს ქონების გამსხვისებელი პირი.

 

მუხლი 14

შემოსავალი დაქირავებით მუშაობიდან

1. მე-15, მე-17, და მე-18 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ დაქირავებით მუშაობით მიღებული ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ დაქირავებით მუშაობა არ განხორციელებულა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება ამგვარი სახით, მაშინ ასეთი ანაზღაურება შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული დაქირავებით მუშაობიდან მიღებული ანაზღაურება იბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ:

  1. ანაზღაურების მიმღები იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით, ან პერიოდებით, რომელთა საერთო ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერი თორმეტთვიანი პერიოდის განმავლობაში, რომელიც იწყება ან მთავრდება მოცემულ საგადასახადო წელს, და
  1. ანაზღაურება გაიცემა დამქირავებლის მიერ, ან მისი სახელით, რომელიც არ წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს, და
  1. ანაზღაურების ხარჯის მატარებელი არ არის მუდმივი დაწესებულება, რომელიც დამქირავებელს გააჩნია მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

3. ამ მუხლის წინა დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელიც მიღებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის, როგორც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის მუდმივი შემადგენლობის წევრის მიერ დაქირავებით მუშაობით, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში გამოყენებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, გარდა საზღვაო და საჰაერო ხომალდებისა, რომელთა ექსპლოატაცია ხორციელდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, დაიბეგრება მხოლოდ პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

 

მუხლი 15

დირექტორთა ჰონორარები

დირექტორთა ჰონორარები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლებსაც იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კომპანიის დირექტორთა საბჭოს ან მსგავსი ორგანოს წევრი, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

 

მუხლი 16

ხელოვნების მუშაკები და სპორტსმენები

1. მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შემოსავალი, რომელსაც იღებს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, როგორც ხელოვნების მუშაკი, კერძოდ, როგორც თეატრის, კინოს, რადიოს ან ტელევიზიის მსახიობი, ან მუსიკოსი, ან როგორც სპორტსმენი მის მიერ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული პირადი საქმიანობიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოსავალი პირადი საქმიანობიდან, რომელსაც ახორციელებს ხელოვნების მუშაკი ან სპორტსმენი, ერიცხება არა თვით ხელოვნების მუშაკს ან სპორტსმენს არამედ სხვა პირს, მაშინ ეს შემოსავალი, მე-14 მუხლის დებულებების მიუხედავად, შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, რომელშიც ხორციელდება ხელოვნების მუშაკის ან სპორტსმენის საქმიანობა.

 

  მუხლი 17

პენსიები

 მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

 

  მუხლი 18

საჯარო სამსახური

1. (a) ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომელსაც ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო უხდის ფიზიკურ პირს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის, ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში;

(b) ამასთან, ამგვარი ხელფასი, გასამრჯელო და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ სამსახური გაწეულ იქნა ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში და ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს:

  1. არის ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირი; ან
  1. არ გახდა ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი მხოლოდ სამსახურის გაწევის მიზნით.

2. (a) მიუხედავად პირველი პუნქტის დებულებებისა, პენსიები და სხვა მსგავსი ანაზღაურება, რომლის გადახდა ხდება ფიზიკური პირისათვის ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ ან ფონდებიდან, რომლებიც შექმნილია ან რომლებშიც შენატანები განხორციელებულია მათ მიერ, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოსთვის გაწეული სამსახურისათვის, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში;

b) ამასთან, ასეთი პენსია და სხვა მსგავსი ანაზღაურება დაიბეგრება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ ფიზიკური პირი წარმოადგენს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტსა და ნაციონალურ პირს.

3. ამ შეთანხმების მე-14, მე-15, მე-16 და მე-17 მუხლების დებულებები ვრცელდება ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს მიერ გაწეული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში განხორციელებულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ხელფასზე, გასამრჯელოზე, პენსიასა და სხვა მსგავს ანაზღაურებაზე.

 

მუხლი 19

სტუდენტები

ანაზღაურება, მიღებული სტუდენტის ან სტაჟიორის მიერ, რომელიც არის ან ხელშემკვრელ სახელმწიფოში უშუალოდ ჩასვლამდე იყო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელიც პირველად ხსენებულ სახელმწიფოში იმყოფება მხოლოდ განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, თუ იგი განკუთვნილია მხოლოდ მისი ცხოვრების, განათლების მიღების ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად, არ დაიბეგრება ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, თუ დაფინანსების წყარო მდებარეობს ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. სტაჟიორის შემთხვევაში, ამ მუხლით გათვალისწინებული გათავისუფლება მოქმედებს მხოლოდ პერიოდით, რომელიც არ აღემატება ორ წელიწადს იმ თარიღიდან, როდესაც სტაჟიორი დაიწყებს თავის ტრენინგს ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

 

მუხლი 20

ცრუმაგიერი ამხანაგობა

ამ კონვენციის სხვა დებულებების მიუხედავად, ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიღებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი ცრუმაგიერი პარტნიორის მიერ, ცრუმაგიერი ამხანაგობის (იაპონიის შემთხვევაში, Tokumei Kumiai) ხელშეკრულებასთან ან სხვა მსგავს ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, შეიძლება დაიბეგროს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ ასეთი შემოსავალი წარმოშობილია ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში და ექვემდებარება გამოქვითვას ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გადამხდელის დასაბეგრი შემოსავლიდან.

 

მუხლი 21

სხვა შემოსავლები

1. შემოსავლის სახეები, რომელთა ბენეფიციური მფლობელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომლებიც არ არის განხილული ამ კონვენციის წინა მუხლებში, მათი წარმოშობის ადგილის მიუხედავად, დაიბეგრება მხოლოდ ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში.

2. პირველი პუნქტის დებულებები არ გავრცელდება შემოსავლებზე, გარდა მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლებისა, თუ ასეთი შემოსავლების ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტს და თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში იქ განთავსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, და უფლება ან ქონება, რომლებთან დაკავშირებითაც ხდება შემოსავლის გადახდა, უშუალოდ არის დაკავშირებული ასეთ მუდმივ დაწესებულებასთან. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება მე-7 მუხლის დებულებები.

3. თუ, გადამხდელსა ბენეფიციურ მფლობელს შორის ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, პირველ პუნქტში ხსენებული შემოსავალი აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, შემოსავლის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამ კონვენციის სხვა დებულებების გათვალისწინებით.

 

მუხლი 22

ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა

1. საქართველოში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:

  1. როდესაც საქართველოს რეზიდენტი იღებს შემოსავალს, რომელიც ამ კონვენციის დებულებების თანახმად შეიძლება დაიბეგროს იაპონიაში, საქართველო დაუშვებს ამ რეზიდენტის შემოსავალზე საქართველოს გადასახადიდან იმ თანხის გამოქვითვას, რომელიც იაპონიაში შემოსავალზე გადახდილი იაპონიის გადასახადის ტოლია; ამასთან, ასეთი გამოქვითვა, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს გადასახადის იმ თანხებს, რომელიც დარიცხული იქნებოდა ამ შემოსავალზე საქართველოში მოქმედი წესებითა და განაკვეთებით.
  1.  თუ ამ კონვენციის ნებისმიერი დებულების შესაბამისად, საქართველოს რეზიდენტის მიერ მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია გადასახადისგან საქართველოში, ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია ამ რეზიდენტის დარჩენილ შემოსავალზე გადასახადის მოცულობის გაანგარიშებისას მხედველობაში მიიღოს დაბეგვრისგან გათავისუფლებული შემოსავალი.

2. იაპონიაში ორმაგი დაბეგვრა გამოირიცხება შემდეგნაირად:

იაპონიის გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გადასახდელი გადასახადის იაპონიის გადასახადში ჩათვლის უფლების შესახებ იაპონიის კანონმდებლობის გათვალისწინებით, როდესაც იაპონიის რეზიდენტი საქართველოდან იღებს შემოსავალს, რომელიც შეიძლება დაიბეგროს საქართველოში ამ კონვენციის დებულებების შესაბამისად, ამ შემოსავალზე გადასახდელი საქართველოს გადასახადის თანხა უნდა ჩაითვალოს ამ რეზიდენტისთვის დაკისრებულ იაპონიის გადასახადში. ამასთან, ასეთი ჩათვლა არ უნდა აღემატებოდეს იაპონიის გადასახადის იმ თანხებს, რომელიც ამ შემოსავლის შესატყვისია.

 

მუხლი 23

დისკრიმინაციის აკრძალვა

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები არ დაექვემდებარებიან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან ნებისმიერ მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, რომლებსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ნაციონალური პირები იმავე გარემოებებში, კერძოდ მათი რეზიდენტობის თვალსაზრისით. ამ პუნქტის დებულებები, პირველი მუხლის დებულებების მიუხედავად, ვრცელდება აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არ არიან ერთ-ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები.

2. ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არსებული მუდმივი დაწესებულების დაბეგვრა არ უნდა განხორციელდეს ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში, ვიდრე იმ საწარმოთა დაბეგვრა, რომლებიც ანალოგიურ საქმიანობას ახორციელებენ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამ პუნქტის დებულებები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები გაათავისუფლოს გადასახადისგან, მიანიჭოს საგადასახადო შეღავათი ან შეუმციროს გადასახადი მათი სამოქალაქო სტატუსის ან ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე, რომლებსაც ის ანიჭებს საკუთარ რეზიდენტებს.

3. იმ შემთხვევების გარდა, რომლებზეც ვრცელდება მე-9 მუხლის პირველი პუნქტის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის ან 21- მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები, ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი პროცენტი, როიალტი და სხვა გადასახდელები, ამ საწარმოს დასაბეგრი მოგების განსაზღვრის მიზნით ექვემდებარება იმავე პირობით გამოქვითვას, თითქოს ისინი გადახდილ იქნა პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოები, რომელთა კაპიტალი მთლიანად ან ნაწილობრივ ეკუთვნის ან კონტროლდება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ერთი ან რამდენიმე რეზიდენტის მიერ, პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ უნდა დაექვემდებარონ განსხვავებულ ან უფრო მძიმე პირობებით დაბეგვრას ან მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ვალდებულებას, ვიდრე დაბეგვრა ან მასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომელსაც ექვემდებარებიან ან შეიძლება დაექვემდებარონ პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს სხვა მსგავსი საწარმოები.

5. მიუხედავად მე-2 მუხლის დებულებებისა, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებზე, რომლებიც დაწესებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მისი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ.

 

მუხლი 24

ურთიერთშეთანხმების პროცედურა

1. თუ პირი თვლის, რომ ერთი ან ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედება იწვევს ან გამოიწვევს მის დაბეგვრას ამ კონვენციის დებულებების შეუსაბამოდ, მას შეუძლია ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით გათვალისწინებული ზომებისგან დამოუკიდებლად, თავისი საქმე განსახილველად წარადგინოს ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოში. საქმე წარდგენილი უნდა იქნეს ამ კონვენციის დებულებათა შეუსაბამოდ დაბეგვრის გამომწვევი მოქმედების შესახებ პირველი შეტყობინებიდან სამი წლის განმავლობაში.

2. თუ კომპეტენტური ორგანო განცხადებას ჩათვლის დასაბუთებულად და არ შეეძლება საკითხის დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა დამოუკიდებლად, ის უნდა შეეცადოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვიტოს საკითხი ამ კონვენციის დებულებებთან შეუსაბამო დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით. ნებისმიერი მიღწეული შეთანხმება ექვემდებარება აღსრულებას ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული დროში შეზღუდვების მიუხედავად.

3. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტური ორგანოები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეეცდებიან გადაჭრან ნებისმიერი სირთულე ან დავა, რომელიც წარმოიშობა ამ კონვენციის განმარტების ან გამოყენების დროს. ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით, მათ აგრეთვე შეუძლიათ ერთმანეთთან კონსულტაციების წარმოება ამ კონვენციით გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც.

4. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურ ორგანოებს, ამ მუხლის წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეთანხმების მიღწევის მიზნით, შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი იქონიონ, მათ შორის, მათგან ან მათი წარმომადგენლებისგან შემდგარი ერთობლივი კომისიის საშუალებით.

 

მუხლი 25

ინფორმაციის გაცვლა

1. ხელშემკვრელ სახელმწიფოთა კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გაცვალონ ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც სავარაუდოდ საჭირო იქნება ამ კონვენციის დებულებების შესრულების ან შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ადმინისტრირების ან გატარების მიზნით, ხელშემკვრელი სახელმწიფოების ან მათი პოლიტიკური ქვედანაყოფების ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახისა და აღწერილობის გადასახადებთან მიმართებაში, რომლებით დაბეგვრა არ მოდის წინააღმდეგობაში ამ კონვენციასთან. ინფორმაციის გაცვლა არ არის შეზღუდული ამ შეთანხმების პირველი და მეორე მუხლებით.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება საიდუმლოდ, ისევე, როგორც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია და მათზე წვდომა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს ან უწყებებს (სასამართლოებისა და ადმინისტრაციული ორგანოების ჩათვლით), რომელთა კომპეტენციას წარმოადგენს იმ გადასახადების შეფასება ან შეგროვება, იძულებითი წესით ამოღება ან სასამართლო წარმოება ან იმ გადასახადებთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა, რომლებსაც ეხება პირველი პუნქტი ან ზემოაღნიშნულის ზედამხედველობა. ეს პირები ან უწყებები ამ ინფორმაციას გამოიყენებენ მხოლოდ ამგვარი მიზნებისათვის. მათ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გამოყენება სასამართლოს ღია სხდომაზე ან სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული ინფორმაცია შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, როდესაც ამ ინფორმაციის გამოყენება ასეთი სხვა მიზნებისთვის ნებადართულია ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით და ამ ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო მისცემს ასეთი გამოყენების უფლებას.

3. პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება:

  1. გაატაროს ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას და ადმინისტრაციულ პრაქტიკას;
  1. მიაწოდოს ინფორმაცია, რომლის მოპოვება არ არის ნებადართული ერთი ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ჩვეულებრივი ადმინისტრაციული პრაქტიკით;
  1. მიაწოდოს ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა გაამჟღავნოს ნებისმიერი სავაჭრო, სამეწარმეო, სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოება ან საქმიანი პროცესი ან ისეთი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ წესრიგს (ordre public).

4. თუ ამ მუხლის შესაბამისად ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მოითხოვს ინფორმაციას, მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მის ხელთ არსებული ზომები მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიებისათვის, მიუხედავად იმისა, სჭირდება თუ არა მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს ეს ინფორმაცია თავისი საგადასახადო მიზნებისათვის. წინა წინადადებაში ჩამოყალიბებულ ვალდებულებაზე გავრცელდება მე-3 პუნქტის შეზღუდვები, მაგრამ ეს შეზღუდვები არ უნდა იქნეს გაგებული იმგვარად, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მას ეს ინფორმაცია არ ესაჭიროება შიდასახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის.

5. მე-3 პუნქტის დებულებები, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ხელშემკვრელი სახელმწიფო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ინფორმაციის მიწოდებაზე მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ინფორმაცია ბანკის, სხვა ფინანსური ინსტიტუტის, ნომინალური მფლობელის, აგენტის ან მინდობილი მესაკუთრის განკარგულებაშია ან დაკავშირებულია პირის საკუთრების უფლების ინტერესებთან.

 

მუხლი 26

დახმარება გადასახადების აკრეფაში

1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები საგადასახადო მოთხოვნის შესრულების მიზნით გაუწევენ ერთმანეთს დახმარებას. ეს დახმარება არ შემოიფარგლება პირველი და მე-2 მუხლებით. ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების გზით დაარეგულირონ წინამდებარე მუხლის გამოყენება.

2. ტერმინისაგადასახადო მოთხოვნაამ მუხლში გამოყენებისას ნიშნავს შემდეგი სახის გადასახადებთან დაკავშირებულ საგადასახადო დავალიანებას, იმ პირობით, რომ ასეთი გადასახადები არ მოდის წინააღმდეგობაში კონვენციის დებულებებთან ან ნებისმიერ სხვა შეთანხმებასთან, რომლის მონაწილეებიც არიან ხელშემკვრელი სახელმწიფოები, ისევე როგორც ასეთ დავალიანებასთან დაკავშირებულ პროცენტს, ადმინისტრაციულ ჯარიმებს და ამ დავალიანების ამოღებისა და უზრუნველყოფის დროს გაწეულ ხარჯებს:

  1. საქართველოში:
  1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (a) ქვეპუნქტში აღნიშნული გადასახადები;
  1. დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); და
  1. აქციზი;
  1. იაპონიაში:
  1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტის (i)-დან (iv)-მდე ნაწილებში აღნიშნული გადასახადები;
  1. სპეციალური კორპორაციული გადასახადი რეკონსტრუქციისთვის;
  1. სამომხმარებლო გადასახადი;
  1. ადგილობრივი სამომხმარებლო გადასახადი;
  1. სამემკვიდრეო გადასახადი; და
  1. გადასახადი ჩუქებაზე;
  1. ნებისმიერი სხვა გადასახადი, რომელიც შეიძლება დროდადრო შეთანხმებულ იქნეს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა მთავრობებს შორის დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით; და
  1. ნებისმიერი იდენტური ან არსებითად მსგავსი გადასახადები, რომლებიც დაწესდება ამ კონვენციის ხელმოწერის თარიღის შემდეგ, (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში აღნიშნულ გადასახადებთან დამატებით ან მათ ნაცვლად.

3. როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით ექვემდებარება გადახდევინებას და იგი ეკისრება პირს, რომელიც ამ დროისთვის ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არ არის უფლებამოსილი ხელი შეუშალოს მის ამოღებას, მაშინ ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნით, მიღებული იქნება ამოღების მიზნებისთვის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ. ეს საგადასახადო მოთხოვნა ამოღებული უნდა იქნეს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ გადასახადების გადახდევინებისა და ამოღების მიმართ მოქმედი თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, ისე, თითქოს ეს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენდეს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, რომელიც აკმაყოფილებს ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისთვის მოქმედ პირობებს.

4. როდესაც ხელშემკვრელი სახეელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენს მოთხოვნას, რომელთან დაკავშირებითაც ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, განახორციელოს უზრუნველყოფის ღონისძიებები მისი ამოღების უზრუნველსაყოფად, ასეთი საგადასახადო მოთხოვნა ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მიღებული უნდა იქნეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ შესაბამისი უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით. ეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო, გამოიყენებს ამ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიებებს თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად ისე, თითქოს ეს საგადასახადო მოთხოვნა წარმოადგენდეს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმ დროისათვის, როდესაც გამოიყენება ამგვარი ღონისძიებები, ეს საგადასახადო მოთხოვნა პირველად ხსენებულ სახელმწიფოში არ ექვემდებარება საგადასახო გადახდევინებას ან ეკისრება პირს, რომელსაც უფლება აქვს ხელი შეუშალოს ამ საგადასახადო მოთხოვნის ამოღებას.

5. მიუხედავად მე-3 და მე-4 პუნქტების დებულებებისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მე-3 ან მე-4 პუნქტების მოთხოვნების შესაბამისად მიღებული საგადასახადო მოთხოვნა არ ექვემდებარება დროში შეზღუდვას ან მას არ მიენიჭება საგადასახადო მოთხოვნის მიმართ მოქმედი რაიმე უპირატესობა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მისი ბუნებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მე-3 ან მე-4 პუნქტების მიზნებიდან გამომდინარე, მიღებულ საგადასახადო მოთხოვნას ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ არ მიენიჭება რაიმე უპირატესობა, რომელიც მოქმედებს ასეთი საგადასახადო მოთხოვნის მიმართ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით.

6. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მე-3 ან მე-4 პუნქტების მიზნებისთვის მიღებული საგადასახადო მოთხოვნის ამოღებისას ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ისეთი მოქმედებები, რომლებსაც მათი მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ განხორციელების შემთხვევაში, ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, ექნებოდა ამ საგადასახადო მოთხოვნის მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის ვადების შეჩერების ან შეწყვეტის ეფექტი, ექნებათ ასეთი ეფექტი ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომ მან განახორციელა ასეთი მოქმედებები.

7. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნის არსებობასთან, მოქმედებასთან ან ოდენობასთან დაკავშირებული წარმოება დაუშვებელია მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან ადმინისტრაციული უწყების წინაშე.

8. როდესაც ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო მე-3 ან მე-4 პუნქტის გათვალისწინებით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოს მიმართავს საგადასახადო მოთხოვნების თაობაზე და მანამდე, სანამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო ამ მოთხოვნას ამოიღებს და გადასცემს პირველად ხსენებულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ეს საგადასახადო მოთხოვნა აღარ განიხილება:

  1. მე-3 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის შემთხვევაში, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნად, რომელიც ექვემდებარება გადახდევინებას ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და რომელიც ეკისრება პირს, რომელსაც ამ დროისთვის, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით, არ შეუძლია ხელი შეუშალოს მის ამოღებას; ან
  1. მე-4 პუნქტის შესაბამისად წარდგენილი მოთხოვნის შემთხვევაში, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო მოთხოვნად, რომელთან დაკავშირებითაც ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოს უფლება აქვს, თავისი შიდასახელწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად, გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიებები მისი ამოღების უზრუნველსაყოფად.

პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ დაუყონებლივ უნდა შეატყობინოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ამ ფაქტის შესახებ და ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შეხედულების მიხედვით, პირველად ხსენებული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანომ უნდა შეაჩეროს ან ან გამოიტანოს თავისი მოთხოვნა.

9. ამ მუხლის არცერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი აკისრებდეს ხელშემკვრელ სახელმწიფოს ვალდებულებას:

  1. განახორციელოს ადმინისტრაციული ზომები, რომელიც წინააღმდეგობაშია ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობასა და ადმინისტრაციულ პრაქტიკასთან;
  1. განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ხელშემკვრელი სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგთან (ordre public);
  1. გაუწიოს დახმარება, თუ მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ არ გაატარა შესაბამისად, საგადასახადო მოთხოვნის ამოღების ან უზრუნველყოფის ყველა გონივრული ღონისძიება, რომელიც ხელმისაწვდომია მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული პრაქტიკის მიხედვით;
  1. გაუწიოს დახმარება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოსთვის ადმინისტრაციული ტვირთი აშკარად არათანაზომიერია იმ სარგებელთან, რომელიც უნდა მიიღოს მეორე ხელშემკვრელმა სახელმწიფომ.

 

მუხლი 27

დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და

საკონსულო დაწესებულებების თანამშრომლები

ეს კონვენცია გავლენას ვერ მოახდენს დიპლომატიური წარმომადგენლობების ან საკონსულო დაწესებულებების თანამშრომელთა საგადასახადო პრივილეგიებზე, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების ან ცალკეული შეთანხმებების დებულებების საფუძველზე.

 

მუხლი 28

შეღავათებით სარგებლობა

1. თუ ეს მუხლი სხვაგვარად არ ითვლისწინებს, ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიმართ არ გავრცელდება შეღავათი, რომელიც სხვა შემთხვევაში იმოქმედებდა მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების შესაბამისად, თუ ასეთი რეზიდენტი არ წარმოადგენს მე-2 პუნქტში განსაზღვრულ კვალიფიციურ პირს იმ დროისთვის, როდესაც სხვა მხრივ, ეს შეღავათი მის მიმართ გავრცელდებოდა.

2. ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი კვალიფიციური პირია იმ დროისთვის, როდესაც სხვა მხრივ, მის მიმართ გავრცელდებოდა შეღავათი მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიხედვით, თუ ამ დროისთვის ეს რეზიდენტი არის:

  1. ფიზიკური პირი;
  2. ეს ხელშემკვრელი სახელმწიფო, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფი ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანო, ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს ცენტრალური ბანკი, ან ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, მისი პოლიტიკური ქვედანაყოფის ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოს სააგენტო ან უწყება;
  3. კომპანია ან სხვა ერთეული, თუ მისი აქციების ძირითადი კლასით ვაჭრობა რეგულარულად ხორციელდება ერთ ან მეტ აღიარებულ საფონდო ბირჟაზე; ან
  4. პირი, გარდა ფიზიკური პირისა, თუ ამ დროისთვის ან სულ მცირე, იმ თორმეტთვიანი პერიოდის დღეების ნახევრის განმავლობაში, რომელიც მოიცავს ამ დროს, პირები, რომლებიც არიან ამ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტები და რომლებიც წარმოადგენენ კვალიფიციურ პირებს (a), (b) ან (c) ქვეპუნქტების მიხედვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობენ ამ პირის აქციების სულ მცირე, 50%-.

3. თუ ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი არ არის კვალიფიციური პირი, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, რომელმაც უარი თქვა ამ მუხლის წინა პუნქტებით გათვალისწინებული შეღავათის მინიჭებაზე, შეუძლია, მიუხედავად ამისა, მიანიჭოს შეღავათი, რომელიც სხვა მხრივ, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დებულებების მიხედვით, იმოქმედებდა, ამ კონვენციის ობიექტისა და მიზნის გათვალისწინებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი რეზიდენტი დაამტკიცებს ამ კომპეტენტური ორგანოსთვის დამაკმაყოფილებლად, რომ არც მისი დაფუძნების, არც შეძენის ან ფლობის, არც მის მიერ გარიგებების დადების ერთ-ერთ ძირითად მიზანს არ წარმოადგენდა ასეთი შეღავათის მოპოვება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო, რომელსაც წარედგინა ასეთი მოთხოვნა გამართავს კონსულტაციებს ამ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოსთან მანამ, სანამ დააკმაყოფილებს ან არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის:

  1. ტერმინიაქციების ძირითადი კლასინიშნავს კომპანიის ან ერთეულის აქციების კლასს ან კლასებს, რომლებიც წარმოადგენს ამ კომპანიის ან ერთეულის მთლიანი ხმების და ღირებულების უმრავლესობას;
  2. იმ ერთეულებთან დაკავშირებით, რომლებიც არ წარმოადგენს კომპანიებს, ტერმინიაქციებინიშნავს წილებს, რომლებიც აქციების მსგავსია;
  3. ტერმინიაღიარებული საფონდო ბირჟანიშნავს:
  1. საფონდო ბირჟას, რომელიც დაფუძნებულია და რეგულირდება, როგორც ასეთი, ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით; და
  2. ნებისმიერ სხვა საფონდო ბირჟას, რომელზეც შეთანხმდებიან ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები.

5. ამ კონვენციის ნებისმიერი სხვა დებულებების მიუხედავად, მის ფარგლებში გათვალისწინებული შეღავათი არ გავრცელდება შემოსავლის ელემენტზე, თუ ყველა შესაბამისი ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით, დასაბუთებულად დგინდება, რომ ნებისმიერი სქემის ან ტრანზაქციის, რომლის შედეგად პირდაპირ ან ირიბად მიიღება ეს შეღავათი, ერთ-ერთი ძირითადი მიზანი იყო ამგვარი შეღავათით სარგებლობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დასტურდება, რომ ამგვარ გარემოებებში აღნიშნული შეღავათის მინიჭება შეესაბამისობაში იქნებოდა წინამდებარე კონვენციის შესაბამისი დებულებების არსსა და მიზანთან.

 

მუხლი 29

ძალაში შესვლა

1. წინამდებარე კონვენცია უნდა დამტკიცდეს თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად და ძალაში შედის ასეთი დამტკიცების აღმნიშვნელი დიპლომატიური ნოტების გაცვლის დღიდან ოცდამეათე დღეს.

2. ეს კონვენცია იმოქმედებს:

  1. საქართველოში:
  1. წყაროსთან დაკავებული გადასახდების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებულ იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ;
  1. შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებისთვის დარიცხვის ნებისმიერი საგადასახადო წლისთვის, რომელიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.
  1. იაპონიაში:
  1. საგადასახადო წლის საფუძველზე დაკისრებულ გადასახადებთან დაკავშირებით, გადასახადებისთვის ნებისმიერი საგადასახადო წლებისთვის, რომლებიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის კალენდარული წლის მომდევნო წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ;
  1. იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომელთა დაკისრება არ განხორციელებულა საგადასახადო წლის საფუძველზე გადასახადებისთვის, რომლებიც დაკისრებულ იქნა ამ კონვენციის ძალაში შესვლის წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.

3. მე-2 პუნქტის დებულებების მიუხედავად, 25- და 26- მუხლების დებულებები იმოქმედებს ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა გადასახადები დაკისრებული ან იმ საგადასახადო წლისა, რომელსაც ეხება ეს გადასახადები.

4. კონვენცია საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მთავრობასა და იაპონიის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, ოქმთან ერთად, რომლებიც ხელმოწერილ იქნა 1986 წლის 18 იანვარს (შემდგომში, „წინა კონვენცია“) საქართველოსა და იაპონიას შორის წყვეტს მოქმედებას იმ დღიდან, რომლიდანაც მოქმედებს ეს კონვენცია იმ გადასახადების მიმართ, რომლებთან დაკავშირებითაც მოქმედებს ეს კონვენცია მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებების მიხედვით.

5. ამ კონვენციის ძალაში შესვლის მიუხედავად, ფიზიკური პირი, რომელიც არის ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი და რომელსაც ამ კონვენციის ძალაში შესვლის მომენტისთვის აქვს წინა კონვენციის მე-17 მუხლის შეღავათებით სარგებლობის უფლება, კვლავინდებურად ისარგებლებს ასეთი შეღავათებით მანამ, სანამ ამ ფიზიკური პირის მიერ ამ შეღავათებით სარგებლობის უფლება არ შეწყდებოდა, წინა კონვენცია, რომ ძალაში ყოფილიყო.

6. წინა კონვენვენცია საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებას წყვეტს იმ ბოლო დღეს, როდემდეც იგი მოქმედებს ამ მუხლის წინა პუნქტების დებულებების შესაბამისად.

 

მუხლი 30

მოქმედების შეწყვეტა

ეს კონვენცია ძალაშია ვიდრე ერთ-ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფო არ შეწყვეტს მის მოქმედებას. თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია შეწყვიტოს ამ კონვენციის მოქმედება ნებისმიერი კალენდარული წლის დასრულებამდე სულ მცირე ექვსი თვით ადრე, რომელიც იწყება ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის კონვენციის შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით შეტყობინების საშუალებით. ასეთ შემთხვევაში, კონვენცია წყვეტს მოქმედებას:

  1. საქართველოში:
  1. წყაროსთან დაკავებული გადასახდების მიმართ, იმ შემოსავლებზე, რომლებიც მიღებულ იქნა ასეთი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ;
  2. შემოსავლებზე დაწესებული სხვა გადასახადების მიმართ, გადასახადებისთვის დარიცხვის ნებისმიერი საგადასახადო წლისთვის, რომელიც იწყება ასეთი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.
  1. იაპონიაში:
  1. საგადასახადო წლის საფუძველზე დაკისრებულ გადასახადებთან დაკავშირებით, გადასახადებისთვის ნებისმიერი საგადასახადო წლებისთვის, რომლებიც იწყება ასეთი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ;
  1. იმ გადასახადებთან დაკავშირებით, რომელთა დაკისრება არ განხორციელებულა საგადასახადო წლის საფუძველზე, გადასახადებისთვის, რომლებიც დაკისრებულ იქნა ასეთი შეტყობინების წლის მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვარს ან მას შემდეგ.

 

რის დასტურადაც ამ კონვენციას ხელი მოაწერეს თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.

 

შესრულებულია ,... [რიგობითი რიცხვითი სახელი], [თვე], [წელიწადი] ... ორ დედნად, ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს

სახელით

იაპონიის

სახელით

 

 

ოქმი

 საქართველოსა და იაპონიას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ კონვენციის” (შემდგომშიკონვენციადწოდებული) ხელმოწერის დროს საქართველო და იაპონია შეთანხმდნენ, შემდეგ დებულებებზე, რომლებიც წარმოადგენს ამ კონვენციის განუყოფელ ნაწილს.

 

ამ კონვენციასთან მიმართებაში:

 

საქართველოს შემთხვევაში მიიჩნევა, „პოლიტიკური ქვედანაყოფები ან ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები’’ ნიშნავსადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებს ან ხელისუფლების თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს”. 

 

რის დასტურადაც, ამ ოქმს ხელი მოაწერეს თავიანთი შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა

 

შედგენილია ორ დედნად, . [რიგობითი რიცხვითი სახელი] დღე, [თვე], წელიწადი, ინგლისურ ენაზე

 

საქართველოს

სახელით

იაპონიის

სახელით