შეთანხმება საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ

შეთანხმება საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 57/34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016658
57/34
29/01/2021
ვებგვერდი, 17/08/2021
480610000.03.030.016658
შეთანხმება საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
 
 

 

შეთანხმება საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ლიბერალიზაციის, ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ

საქართველო და იაპონია (შემდგომში  „ხელშემკვრელი მხარეები“),

გამოთქვავენ რა ინვესტიციების შემდგომი წახალისების სურვილს ხელშემკვრელ მხარეებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განმტკიცების მიზნით;

აღიარებენ რა, რომ სტაბილური გარემო ინვესტიციებისთვის მაქსიმალურად გაზრდის ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას;

აღიარებენ რა, ინვესტიციების პროგრესირებადი ლიბერალიზაციის მზარდ მნიშვნელობას ინვესტორების ინიციატივის სტიმულირებისა და ხელშემკვრელ მხარეებში კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის;

აღიარებენ რა, რომ აღნიშნული მიზნების მიღწევა შესაძლებელია ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ზოგადი ხასიათის ზომების შერბილების გარეშე; და

აღიარებენ რა, მუშახელსა და ხელმძღვანელობას შორის თანამშრომლური ურთიერთობის მნიშვნელობას ხელშემკვრელ მხარეებს შორის ინვესტიციების  ხელშეწყობის თვალსაზრისით;

შეთანხმდნენ შემდეგზე:


თავი I

ინვესტიცია

 

მუხლი 1

განმარტებები

ამ შეთანხმების მიზნებისათვის:

(a) ტერმინი „ინვესტიცია“ ნიშნავს ყველა სახის აქტივს, რომელსაც ფლობს ან აკონტროლებს ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით, რომელიც განხორციელებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელსაც აქვს ინვესტიციის მახასიათებლები, მათ შორის, ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა კაპიტალის ან სხვა რესურსების დაბანდება, სარგებლის ან მოგების მოლოდინი ან რისკის ვარაუდი. ინვესტიციამ შეიძლება მიიღოს შემდეგი ფორმები:

  1. საწარმო და საწარმოს ფილიალი;
  1. წილები, აქციები ან სააქციო კაპიტალში მონაწილეობის სხვა ფორმები საწარმოში;
  1. ობლიგაციები,  ვალდებულებები, სესხები და ვალის სხვა ფორმები;
  1. ვადიანი გარიგებები, ყიდვა-გაყიდვის უფლებები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები;
  1. კონტრაქტებით, მათ შორის, სრულფასოვან ჩაბარებასთან, კონსტრუქციასთან, მენეჯმენტთან, წარმოებასთან ან შემოსავლის განაწილებასთან დაკავშირებული კონტრაქტებით გათვალისწინებული უფლებები;
  1. მოთხოვნები ფულსა და კონტრაქტით გათვალისწინებულ, ფინანსური ღირებულების მქონე ნებისმიერ საქმიანობაზე;
  1. ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მათ შორის, საავტორო და მომიჯნავე უფლებები, გამოგონების პატენტები და სასარგებლო მოდელებთან დაკავშირებული უფლებები, სასაქონლო ნიშნები, დიზაინები, ინტეგრირებული მიკროსქემების ტოპოგრაფიის, მცენარეთა ახალი ჯიშები, სავაჭრო დასახელებები, წარმოშობის წყაროს აღნიშვნები ან გეოგრაფიული აღნიშვნები და გაუმჟღავნებელი ინფორმაცია;
  1. სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ან კონტრაქტების საფუძველზე მინიჭებული უფლებები, როგორიცაა დათმობები, ლიცენზიები, უფლებამოსილებები და ნებართვები, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების მოძიებისა და ექსპლუატაციისთვის; და
  1. ნებისმიერი სხვა მატერიალური და არამატერიალური, მოძრავი და უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული საკუთრების უფლებები, როგორიცაა იჯარა, იპოთეკური სესხი, ყადაღა და გირაო;

აქტივის ინვესტირების ფორმის შეცვლა გავლენას არ ახდენს მისი, როგორც ინვესტიციის მახასიათებელზე.

ამ შეთანხმების მიზნებისათვის, ინვესტიცია არ ნიშნავს დადგენილებას ან გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია სასამართლო ან ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე ან ინვესტიციასთან დაკავშირებით გამოტანილ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას.

(b)  ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის ინვესტორი“ ნიშნავს:

  1. ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ამ ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეობა მის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; ან
  1. ამ ხელშემკვრელი მხარის საწარმოს,

რომელიც აპირებს განახორციელოს, ახორციელებს ან უკვე განახორციელა ინვესტიციები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;

(c) ტერმინი „საწარმო“ ნიშნავს ნებისმიერ იურიდიულ პირს, რომელიც სათანადოდ შექმნილი ან მოწყობილია სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მომგებიანი თუ არამომგებიანი საქმიანობისთვის, კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში  ან  მის მიერ კონტროლირებადი, მათ შორის, ნებისმიერი კორპორაცია, ტრასტი, პარტნიორობა, ინდივიდუალური მეწარმეობა, ერთობლივი საწარმო, ასოციაცია, ორგანიზაცია ან კომპანია;

(d) ტერმინი „ხელშემკვრელი მხარის საწარმო“ ნიშნავს საწარმოს, რომელიც სათანადოდ შექმნილი ან მოწყობილია ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;

(e) ტერმინი „საინვესტიციო საქმიანობა“ ნიშნავს დაფუძნებას, შეძენას, გაფართოებას, ოპერირებას, მართვას, შენარჩუნებას, გამოყენებას, სარგებლობასა და რეალიზაციას, ან ინვესტიციების სხვაგვარად განკარგვას;

(f) ტერმინი „ტერიტორია“ ნიშნავს:

  1. საქართველოსთან მიმართებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ და შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ შორის ფსკერს, მის წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, ასევე, მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; და
  1. იაპონიასთან მიმართებით, იაპონიის ტერიტორიას და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართაც იაპონია ახორციელებს სუვერენულ უფლებებს ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;

(g)  ტერმინი „არსებული“ ნიშნავს ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისთვის ძალაში მყოფს;

(h) ტერმინი „თავისუფლად გამოყენებადი ვალუტა“ ნიშნავს თავისუფლად გამოყენებად ვალუტას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებში განსაზღვრული მნიშვნელობით;

(i) ტერმინი „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმება“ ნიშნავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელ მარაქეშის შეთანხმებას, რომელიც შესრულებულია მარაქეშში, 1994 წლის 15 აპრილს;

(j) ტერმინი „TRIPS-ის შეთანხმება“ ნიშნავს „ინტელექტუალური საკუთრების უფლებებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ“ შეთანხმებას, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების 1C დანართში;

(k) ტერმინი „მოსარჩელე“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელ მხარესთან საინვესტიციო დავის მხარეს;

(l) ტერმინი „მოპასუხე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარმოადგენს მხარეს საინვესტიციო დავაში;

(m) ტერმინი „დავის მხარე“ ნიშნავს ან მოსარჩელეს, ან მოპასუხეს;

(n) ტერმინი „დავის მხარეები“ ნიშნავს მოსარჩელეს და მოპასუხეს;

(o)  ტერმინი „არამოდავე მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც არ არის მხარე საინვესტიციო დავაში;

(p)  ტერმინი „ICSID“ ნიშნავს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრს;

(q)  ტერმინი „ICSID-ის დამატებითი პროცედურის წესები“ ნიშნავს საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრის სამდივნოს მიერ დადგენილ დამატებითი პროცედურის წესებს ადმინისტრაციული სამართალწარმოებისათვის“;

(r) ტერმინი „ICSID-ის კონვენცია“ ნიშნავს „სახელმწიფოებსა და სხვა სახელმწიფოთა მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ“ 1965 წლის 18 მარტის ვაშინგტონის კონვენციას;

(s) ტერმინი „ნიუ-იორკის კონვენცია“ ნიშნავს „უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ“ 1958 წლის 10 ივნისის ნიუ-იორკის კონვენციას; და

(t)  ტერმინი „UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესები“ ნიშნავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო სავაჭრო სამართლის კომისიის  საარბიტრაჟო წესებს, შესწორებული 2010 წელს.

მუხლი 2

ეროვნული რეჟიმი

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს, თავის ტერიტორიაზე, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ანიჭებს თავის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს, საინვესტიციო საქმიანობასთან მიმართებით.

2. პირველი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც შემაფერხებელი ფაქტორი ხელშემკვრელი მხარისათვის მიიღოს ან შეინარჩუნოს ისეთი ზომა, რომელიც განსაზღვრავს სპეციალურ ფორმალობებს, მის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების საინვესტიციო საქმიანობებთან მიმართებით, იმ პირობით, რომ ამგვარი სპეციალური ფორმალობები არ შეაფერხებს ამ ინვესტორთათვის ამ შეთანხმებით მინიჭებულ უფლებებს.

 

მუხლი 3

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს, თავის ტერიტორიაზე, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ანიჭებს არახელშემკვრელი მხარის ინვესტორებს მათ საინვესტიციო საქმიანობებთან მიმართებით.

2. მეტი სიცხადისთვის, პირველ პუნქტში მითითებული რეჟიმი არ მოიცავს ამ და სხვა ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრულ დავის გადაწყვეტის საერთაშორისო პროცედურებს ან მექანიზმებს.

3. ამ მუხლის დებულებები არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ხელშემკვრელ მხარეს ავალდებულებდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებზე გაავრცელოს რაიმე შეღავათიანი რეჟიმი ნებისმიერი, არსებული ან მომავალი რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის კავშირის ან საბაჟო კავშირის საფუძველზე, რომლის მხარეა პირველი ხელშემკვრელი მხარე.

მუხლი 4

ზოგადი რეჟიმი

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებს, თავის ტერიტორიაზე,  მიანიჭებს სამართლიან და თანასწორუფლებიან რეჟიმს და სრულ დაცვასა და უსაფრთხოებას საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის შესაბამისად.

 

მუხლი 5

სასამართლოზე ხელმისაწვდომობა

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, თავის ტერიტორიაზე, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც მსგავს გარემოებებში ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, სასამართლოებთან, ადმინისტრაციულ ტრიბუნალებთან და ყველა ინსტანციის ორგანოებთან წვდომის თვალსაზრისით, როგორც ინვესტორთა უფლებების აღსრულების, ისე დაცვის მიზნით.

 

მუხლი 6

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა

1. არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია, ხელშემკვრელი მხარის, ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორის საინვესტიციო საქმიანობასთან მიმართებით, თავის ტერიტორიაზე, დააწესოს ან აამოქმედოს ქვემოთ მოცემული რომელიმე მოთხოვნა, ვალდებულება ან პირობა:

 

(a) საქონლის ან მომსახურების ექსპორტი განსაზღვრული დონით ან პროცენტული მაჩვენებლით;

(b) ეროვნული კომპონენტის განსაზღვრული დონის ან პროცენტის მიღწევა;

(c) თავის ტერიტორიაზე წარმოებული საქონლის ან მომსახურების შეძენა, გამოყენება ან უპირატესობის მინიჭება, ან, თავის ტერიტორიაზე, ფიზიკური პირის ან საწარმოსგან საქონლის ან მომსახურების შეძენა;

(d) რაიმე ფორმით იმპორტის მოცულობის ან ღირებულების დაკავშირება ექსპორტის მოცულობასთან ან ღირებულებასთან, ან,  ინვესტორის ინვესტიციასთან ასოცირებული, უცხოური ვალუტის შემოდინების ოდენობასთან;

(e) თავის ტერიტორიაზე, იმ საქონლის ან მომსახურების გაყიდვების შეზღუდვა, რომელსაც აწარმოებს ან უზრუნველყოფს ინვესტორის ინვესტიცია, ამგვარი გაყიდვების რაიმე ფორმით, მისი ექსპორტის მოცულობასთან, ან ღირებულებასთან, ან უცხოური ვალუტის გაცვლით მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირების გზით;

(f) ექსპორტის ან საექსპორტო გაყიდვის შეზღუდვა;

(g) რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეების ხელმძღვანელ პირებად, მენეჯერებად ან დირექტორთა საბჭოს წევრებად დანიშვნა;

(h) დაამტკიცოს:

(i) როიალტის განსაზღვრული განაკვეთი ან ოდენობა სალიცენზიო ხელშეკრულების ფარგლებში; ან

(ii) სალიცენზიო კონტრაქტის მოქმედების ვადა, ნებისმიერ სალიცენზიო კონტრაქტთან მიმართებით,  რომელიც ნებაყოფლობით ფორმდება ინვესტორსა და  ფიზიკურ პირს ან საწარმოს შორის, მის ტერიტორიაზე, იმისა მიუხედავად, შევიდა თუ არა ძალაში, იმ პირობით, რომ მოთხოვნა დაკისრებულ იქნა, ან ვალდებულება ან პირობა ძალაში შევიდა ხელშემკვრელი მხარის სახელისუფლებო ძალაუფლების გამოყენებით;

შენიშვნა:  ამ ქვეპუნქტში მოხსენიებული „სალიცენზიო კონტრაქტი“ ნიშნავს ნებისმიერ სალიცენზიო კონტრაქტს, რომელიც ეხება ტექნოლოგიების გადაცემას, წარმოების პროცესს ან კომერციულ საიდუმლოებას.

 

(i) განთავსდეს ინვესტორის სათავო ოფისი მის ტერიტორიაზე, კონკრეტული რეგიონის ან მსოფლიო ბაზრისთვის;

(j) მისი მოქალაქეების განსაზღვრული ოდენობის ან პროცენტის დაქირავება; ან

(k) ინვესტორის მიერ წარმოებული, ერთი ან მეტი სახეობის საქონლის ან მომსახურების, ექსკლუზიურად მისი ტერიტორიიდან მიწოდება კონკრეტული რეგიონის ან მსოფლიო ბაზრისთვის.

2. არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია, თავის ტერიტორიაზე, ხელშემკვრელი მხარის, ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორის საინვესტიციო საქმიანობებიდან, სარგებლის მიღების ან სარგებლის უწყვეტად მიღების პირობად აქციოს დაქვემდებარება შემდეგ რომელიმე მოთხოვნასთან:

(a) ეროვნული კომპონენტის განსაზღვრული დონის ან პროცენტის მიღწევა;

(b) თავის ტერიტორიაზე წარმოებული საქონლის შეძენა, გამოყენება ან უპირატესობის მინიჭება, ან, თავის ტერიტორიაზე, ფიზიკური პირისგან ან საწარმოსგან საქონლის შეძენა;

(c) რაიმე ფორმით იმპორტის მოცულობის ან ღირებულების დაკავშირება ექსპორტის მოცულობასთან ან ღირებულებასთან, ან, ინვესტორის ინვესტიციასთან ასოცირებული, უცხოური ვალუტის შემოდინების ოდენობასთან;

(d) თავის ტერიტორიაზე, იმ საქონლის ან მომსახურების გაყიდვების შეზღუდვა, რომელსაც აწარმოებს ან უზრუნველყოფს ინვესტორის ინვესტიცია, ამგვარი გაყიდვების რაიმე ფორმით, მისი ექსპორტის მოცულობასთან, ან ღირებულებასთან, ან უცხოური ვალუტის გაცვლით მიღებულ შემოსავლებთან დაკავშირების გზით; ან

(e) ექსპორტის ან საექსპორტო გაყიდვის შეზღუდვა.

​3. (a) ქვეპუნქტი 1(h) არ გამოიყენება, როდესაც მოთხოვნის დაწესება ან ვალდებულების აღსრულება ხდება სასამართლოს, ადმინისტრაციული ტრიბუნალის ან კონკურენციის ორგანოს მიერ, რათა აღმოიფხვრას კონკურენციის კანონების ყველა სავარაუდო დარღვევა. 

(b) ქვეპუნქტები 2(a) და 2(b) არ ვრცელდება იმპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მიერ დაწესებულ მოთხოვნებზე, რომლებიც უკავშირდება საქონლის აუცილებელ კომპონენტს პრეფერენციული ტარიფის ან პრეფერენციული ქვოტის მისაღებად.

4. პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება სხვა მოთხოვნებზე, გარდა ამ პუნქტებში მოცემული მოთხოვნებისა.

მუხლი 7

შეუსაბამო ზომები

1.         მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება:

(a) არც ერთ არსებულ შეუსაბამო ზომაზე, რომელსაც ახორციელებს ხელშემკვრელი მხარის ცენტრალური მთავრობა, ან რეგიონულური ან პრეფექტურის მთავრობა, როგორც ეს განსაზღვრულია თითოეული ხელშემკვრელი მხარის განრიგში, დანართი I;

(b) არც ერთ არსებულ შეუსაბამო ზომაზე, რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი მთავრობა, (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარის რეგიონული ან პრეფექტურის მთავრობის გარდა;

(c) (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულ, არც ერთი შეუსაბამო ზომის გაგრძელებასა და დაუყონებლივ განახლებაზე; ან

(d) (a) და (b) ქვეპუნქტებში მითითებულ, არც ერთ შეუსაბამო ზომის შესწორებასა ან ცვლილებაზე, იმ პირობით, რომ ეს შესწორება ან ცვლილება არ შეამცირებს მე-2, მე-3 და მე-6 მუხლებთან ზომის შესაბამისობის ხარიხს, რომელიც არსებობდა უშუალოდ შესწორების ან ცვლილების შეტანამდე.

2. მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება არც ერთ ზომაზე, რომელსაც ხელშემკვრელი მხარე იღებს ან ინარჩუნებს იმ სექტორების, ქვესექტორების ან საქმიანობის მიმართ, როგორც ეს განსაზღვრულია მის განრიგში, დანართი II.

3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე, იმ ზომის საფუძველზე, რომელიც მიღებულია ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ და გათვალისწინებულია მის განრიგში, დანართი II, არ მოსთხოვს მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, მისი მოქალაქეობის საფუძველზე, გაყიდოს ან სხვაგვარად გასცეს ინვესტიცია, რომელიც უკვე არსებობს იმ დროისთვის, როდესაც ეს ზომა ძალაში შევიდა.

4. იმ შემთხვევებში, როდესაც, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ, ხელშემკვრელ მხარეს  შესწორება ან ცვლილება შეაქვს თავის განრიგში, დანართი I, გაწერილ შეუსაბამო ზომებში, ან როდესაც ხელშემკვრელი მხარე იღებს ახალ ან უფრო შემზღუდავ ზომას იმ სექტორების, ქვესექტორების ან საქმიანობების მიმართ, რომლებიც გაწერილია მის განრიგში, დანართი II, ხელშემკვრელი მხარე, შესწორების ან მასში ცვლილების შეტანის, ან ახალი ან უფრო შემზღუდავი ზომის მიღებამდე, ან განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაუყოვნებლივ ამის შემდეგ:

 

(a) აცნობებს მეორე ხელშემკვრელ მხარეს დეტალურ ინფორმაციას ამგვარი შესწორების ან ცვლილების, ან ამგვარი ზომების შესახებ; და

(b) მეორე ხელშემკვრელი მხარის თხოვნის საფუძველზე, გამართავს კონსულტაციებს კეთილსინდისიერების პრინციპით, მეორე ხელშემკვრელ მხარესთან, ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე შეეცდება, სადაც შესაფერისია, შეამციროს ან აღმოფხვრას თავის განრიგებში, დანართი I და დანართი II, მოცემული შეუსაბამო ზომები.

6. მე-2 და მე-3 მუხლები არ ვრცელდება არც ერთ იმ ზომაზე, რომელიც გათვალისწინებულია TRIPS-ის შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების გამონაკლისებში, ან დეროგაციებში, როგორც ეს კონკრეტულად მოცემულია TRIPS-ის შეთანხმების მე-3 – მე-5 მუხლებში.

7. მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება არც ერთ ზომაზე, რომელსაც ხელშემკვრელი მხარე იღებს ან ინარჩუნებს სახელმწიფო შესყიდვების მიმართ.

 

მუხლი 8

გამჭვირვალობა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე დაუყოვნებლივ გამოაქვეყნებს ან სხვაგვარად გაასაჯაროებს თავის კანონებს, რეგულაციებს, ადმინისტრაციულ პროცედურებს, ადმინისტრაციულ განჩინებებსა და ზოგადი გამოყენების სასამართლო გადაწყვეტილებებს, აგრეთვე, საერთაშორისო ხელშეკრულებებს, რომელთაც კავშირი აქვთ ან გავლენას ახდენენ ამ შეთანხმების შესრულებასა და მოქმედებაზე.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, დაუყოვნებლივ გასცემს პასუხს კონკრეტულ შეკითხვებს და მეორე ხელშემკვრელ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე.

3. პირველი და მე-2 პუნქტები არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს ისინი ავალდებულებდნენ რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებას, რომელიც განსაზღვრულია როგორც კონფიდენციალური, ან რომლის გამჟღავნებაც ხელს შეუშლიდა კანონის აღსრულებას ან სხვაგვარად იქნებოდა წინააღმდეგობაში საზოგადოებრივ ინტერესებთან, ან ზიანს მიაყენებდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას ან ლეგიტიმურ კომერციულ ინტერესებს.

 

მუხლი 9

ზომები კორუფციის წინააღმდეგ

თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს ყველა ზომისა და ძალისხმევის გაწევას კორუფციის თავიდან ასაცილებლად და მასთან საბრძოლველად, იმ საკითხებთან მიმართებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმებით.

 

მუხლი 10

ინვესტორების შემოსვლა, დროებითი ცხოვრება და ბინადრობა

თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, კეთილგანწყობით განიხილავს მეორე ხელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირისა და მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოს მიერ დაქირავებული პერსონალის, ან ამ საწარმოს ხელმძღვანელი პირის, მენეჯერის ან დირექტორთა საბჭოს განაცხადს შემოსვლის, დროებითი ცხოვრებისა და ბინადრობის მოთხოვნის შესახებ, რომელსაც სურს შემოვიდეს პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და დარჩეს საინვესტიციო საქმიანობის მიზნით.

 

მუხლი 11

ექსპროპრიაცია და კომპენსაცია

1. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ მოახდენს თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის ინვესტიციის ექსპროპრიაციას ან ნაციონალიზაციას, ან არ მიიღებს ექსპროპრიაციის ან ნაციონალიზაციის ეკვივალენტურ ზომას (შემდგომში „ექსპროპრიაცია“), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ხორციელდება:

(a) საზოგადოებრივი მიზნებისთვის;

(b) არადისკრიმინაციულ საფუძველზე;

(с) სწრაფი, ადეკვატური და ეფექტური კომპენსაციის სანაცვლოდ, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად; და

(d) კანონით დადგენილი წესით.

 

2. კომპენსაცია უნდა შეესაბამებოდეს ექსპროპრირებული ინვესტიციის სამართლიან საბაზრო ღირებულებას, რომელიც არსებობდა უშუალოდ ექსპროპრიაციის საჯაროდ გამოცხადების დროს ან ექსპროპრიაციის დადგომის დროს, იმის მიხედვით, თუ რომელი მოხდა უფრო ადრე. სამართლიან საბაზრო ღირებულებაში არ უნდა აისახოს ღირებულების რაიმე ცვლილება, რაც განაპირობა, მოსალოდნელი ექსპროპრიაციის შესახებ ინფორმაციის უფრო ადრე გასაჯაროებამ.

3. კომპენსაციის გადახდა უნდა განხორციელდეს დაყოვნების გარეშე და კომერციულად გონივრული კურსით დარიცხულ პროცენტში, ექსპროპრიაციის დღიდან გადახდის დღემდე დროის ხანგრძლივობის მხედველობაში მიღებით. კომპენსაცია უნდა იყოს ეფექტიანად რეალიზებადი, და თავისუფლად კონვერტირებადი ხელშემკვრელი მხარის დაინტერესებული ინვესტორის ვალუტაში და თავისუფლად გამოყენებად ვალუტაში, ექსპროპრიაციის დღეს არსებული საბაზრო გაცვლითი კურსით.

4. არადისკრიმინაციული მარეგულირებელი მოქმედებები, რომლებსაც ხელშემკვრელი მხარე  ქმნის და იყენებს საზოგადოების კეთილდღეობის ლეგიტიმური მიზნების დასაცავად, როგორიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, უსაფრთხოება და გარემო, არ წარმოადგენს ექსპროპრიაციას, გარდა იშვიათი შემთხვევებისა.

5. ეს მუხლი არ ვრცელდება TRIPS-ის შეთანხმების შესაბამისად ინტელექტუალური საკუთრების უფლებებთან დაკავშირებით გაცემულ სავალდებულო ლიცენზიებზე, ან ინტელექტურალური საკუთრების უფლებების გაუქმებაზე, შეზღუდვაზე ან შექმნაზე, თუ ამგვარი გაცემა, გაუქმება, შეზღუდვა ან შექმნა შეესაბამება TRIPS-ის შეთანხმებას.

 

მუხლი 12

უთანხმოებისგან დაცვა

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, რომელთა ინვესტიციებმაც განიცადეს ზარალი ან ზიანი პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, შეიარაღებული კონფლიქტის, ან სახელმწიფოში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო, როგორიცაა, რევოლუცია, ამბოხება, სამოქალაქო არეულობა ან პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მომხდარი სხვა მსგავსი მოვლენა, აღნიშნული ზარალის ან ზიანის რესტიტუციასთან, ანაზღაურებასთან, კომპენსაციასთან ან სხვაგვარად მორიგებასთან დაკავშირებით, მიანიჭებს რეჟიმს, რომელიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე ის რეჟიმი, რომელსაც ის ანიჭებს საკუთარ ინვესტორებს ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორებს, იმისდა მიხედვით, თუ რომელი რეჟიმია უფრო ხელსაყრელი მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორისთვის.

2. ნებისმიერი სახის გადახდა, როგორც პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშსწორების საშუალება, უნდა იყოს ეფექტიანად რეალიზებადი, თავისუფლად გადაცემადი და თავისუფლად კონვერტირებადი, ბაზარზე მოქმედი თავისუფლად გამოყენებადი სავალუტო კურსით

3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ თავისუფლდება პირველ პუნქტში მითითებული ვალდებულებების შესრულებისგან იმის საფუძველზე, რომ მან გაატარა ზომები მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

 

მუხლი 13

სუბროგაცია

თუ ერთი ხელშემკვრელი მხარე ან მის მიერ დანიშნული ორგანო თავის ინვესტორს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით გადაუხდის თანხას ზარალის ანაზღაურების კონტრაქტის, საგარანტიო წერილის ან სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე, ეს უკანასკნელი ხელშემკვრელი მხარე ცნობს პირველი ხელშემკვრელი მხარისათვის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსათვის იმ ინვესტორის ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის გადაცემას, რომლის მიმართაც განხორციელდა ამგვარი გადახდა, და აღიარებს პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოს უფლებას, სუბროგაციის საფუძველზე გამოიყენოს ნებისმიერი ამგვარი უფლება და მოთხოვნა, ისეთივე წესით, როგორითაც გამოიყენებოდა ინვესტორის თავდაპირველი უფლება და მოთხოვნა. რაც შეეხება, თანხის გადახდას პირველი ხელშემკვრელი მხარის ან მის მიერ დანიშნული ორგანოსთვის, უფლების ან მოთხოვნის ზემოაღნიშნული წესით გადაცემის საფუძველზე და აღნიშნული თანხის ტრანსფერს, ამ შემთხვევაში მე-11, მე-12 და მე-14 მუხლების დებულებები, გამოიყენება გარემოებებიდან გამომდინარე ცვლილებებით.

 

მუხლი 14

ტრანსფერები

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, თავის ტერიტორიაზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორის მიერ განხორციელებულ ნებისმიერ  ინვესტიციებთან დაკავშირებული ტრანსფერების განხორციელებას თავისუფლად და დაყოვნების გარეშე, თავის ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. ამგვარი ტრანსფერები მოიცავს, კერძოდ:

(a) საწყის კაპიტალს და დამატებით თანხებს ინვესტიციების მხარდაჭერის ან გაზრდის მიზნით;

(b) მოგებას, პროცენტს, კაპიტალის ზრდით მიღებულ მოგებას, დივიდენდებს, როიალტს, მოსაკრებელს ან ინვესტიციებიდან მიღებულ სხვა შემოსავლებს;

(c) კონტრაქტის საფუძველზე მიღებულ თანხებს, მათ შორის, ინვესტიციებთან დაკავშირებული სესხების დასაფარად გაწეულ გადახდებს;

(d) ინვესტიციების მთლიანად ან ნაწილობრივი რეალიზაციის ან ლიკვიდაციის  შედეგად ამონაგებ თანხებს;

(e) უცხოელი პერსონალის გამომუშავებულ თანხას და ანაზღაურებას, რომლებიც მუშაობენ პირველი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებულ ინვესტიციებთან;

(f) მე-11 და მე-12 მუხლების შესაბამისად გადახდილ გადახდებს; და

(g) დავის შედეგად წარმოშობილ გადასახადებს.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს ამგვარი ტრანსფერების დაუყონებლივ, თავისუფლად გამოყენებად ვალუტაში განხორციელებას, ტრანსფერის დღეს მოქმედი სავალუტო კურსით.

3. პირველი და მე-2 პუნქტების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეაყოვნოს ან ხელი შეუშალოს ტრანსფერს თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის არადისკრიმინაციული და კეთილსინდისიერი გამოყენებით, რომლებიც ეხება:

(a) გადასახადების გადახდას;

(b) გაკოტრებას, გადახდისუუნარობას ან კრედიტორების უფლებების დაცვას;

(c) ფასიანი ქაღალდების, ვადიანი კონტრაქტების ან ფინანსური ინსტრუმენტების გაცემას, ვაჭრობას ან გარიგებას;  

(d) სისხლის სამართლის დანაშაულს ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯად ქმედებებს;

(e) სავალუტო ან სხვა ფულადი ინსტრუმენტების გადარიცხვების ანგარიშგებას ან აღრიცხვას, როდესაც ეს აუცილებელია სამართალდამცავი ორგანოების ან ფინანსური მარეგულირებელი ორგანოების დასახმარებლად; ან

(f) სასამართლო სამართალწარმოებისას ბრძანებების ან განჩინებების შესრულების უზრუნველყოფას.

 

მუხლი 15

ზოგადი და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამონაკლისები

1.  იმ პირობით, რომ ხელშემკვრელმა მხარემ ამგვარი ზომები არ უნდა განახორციელოს ისეთი წესით, რაც წარმოადგენს თვითნებურ ან გაუმართლებელ დისკრიმინაციას, ან ფარულ შეზღუდვას მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა და პირველი ხელშემკვრელი  მხარის ტერიტორიაზე მათ მიერ განხორციელებულ ინვესტიციებთან მიმართებით, ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს  გაგებული ისე, თითქოს იგი პირველ ხელშემკვრელ მხარეს ხელს უშლიდეს ისეთი ზომების მიღებაში ან ამოქმედებაში,  რომლებიც:

(a) აუცილებელია ადამიანის, ცხოველის ან მცენარის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად;

(b) აუცილებელია საზოგადოებრივი მორალის დაცვის ან საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით, იმ პირობით, რომ საზოგადოებრივ წესრიგთან დაკავშირებული გამონაკლისი ამოქმედდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეალური და საკმარისად სერიოზული საფრთხე ემუქრება საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ინტერესს;

(c) აუცილებელია სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომელიც წინააღმდეგობაში არ არის ამ შეთანხმების დებულებებთან, მათ შორის, იმ დებულებებთან, რომლებიც შეეხება:

(i)  შეცდომაში შემყვანი და არაკეთილსინდისიერი ქმედებების აღკვეთას ან კონტრაქტის შეუსრულებლობით გამოწვეული შედეგების გამოსწორებას;

(ii)  პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას, პირად მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის პროცესში და პირადი მონაცემებისა და ჩანაწერების კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას; ან

(iii) უსაფრთხოებას; ან

(d) დაწესებულია მხატვრული, ისტორიული ან არქეოლოგიური ღირებულების ეროვნული საგანძურის დასაცავად.

2. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებით, ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ უნდა იქნეს განმარტებული ისე, თითქოს იგი ხელს უშლიდეს ხელშემკვრელ მხარეს ისეთი ზომების მიღებაში ან აღსრულებაში:

(a) რომელსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს თავისი უსაფრთხოების ძირითადი ინტერესების დასაცავად:

(i)  ომის, შეიარაღებული კონფლიქტის, ან სხვა სახის საგანგებო მდგომარეობის დროს ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ან  საერთაშორისო ურთიერთობებში; ან

(ii) ეროვნული პოლიტიკის ან საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელებასთან იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში; ან

(b)  გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების ფარგლებში მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით.

 

3. წინამდებარე შეთანხმებაში არაფერი  უნდა იყოს განმარტებული ისე, თითქოს იგი ავალდებულებდეს ხელშემკვრელ მხარეს მიაწოდოს ან გასცეს ისეთ ინფორმაციაზე წვდომა, რომლის გამჟღავნებაც ეწინააღმდეგება მისი ძირითადი უსაფრთხოების ინტერესებს.

 

მუხლი 16

დროებითი დაცვის ზომები

 

1. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მიიღოს ან შეინარჩუნოს  შემზღუდველი ზომები ტრანსსასაზღვრო კაპიტალის ოპერაციებთან, ასევე, გადახდებთან ან ტრანსფერებთან, მათ შორის იმ ტრანსფერებთან, რომლებიც მოცემულია მე-14 მუხლში ინვესტიციებთან დაკავშირებულ ოპერაციებთან  მიმართებით:

 

(a) საგადასახადო ბალანსსა და საგარეო ფინანსური ვალდებულებების შესრულებაში შექმნილი სერიოზული სირთულეების ან საფრთხის შემთხვევაში; ან

(b) გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც კაპიტალის მოძრაობა იწვევს ან არსებობს რისკი, რომ გამოიწვევს სერიოზულ სირთულეებს მაკროეკონომიკური მართვის, კერძოდ, მონეტარული და გაცვლითი კურსის პოლიტიკისათვის.

 

2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემზღუდველი ზომები:

 

(a) გამოყენებული უნდა იქნეს ისე, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ აღმოჩნდეს ნაკლებად ხელსაყრელ რეჟიმში, ვიდრე რომელიმე არახელშემკვრელი მხარე;

(b) უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეთანხმების მუხლებს;

(c) არ უნდა აღემატებოდეს იმ ზომებს, რომელიც აუცილებელია პირველ პუნქტში მოცემულ გარემოებებთან გასამკლავებლად;

(d) უნდა ატარებდეს დროებით ხასიათს და ეტაპობრივად მოიხსნას, პირველ პუნქტში მითითებული მდგომარეობის გამოსწორებისთანავე;

(e) დაუყოვნებლივ ეცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს; და

(f) თავიდან ირიდებდეს მეორე ხელშემკვრელი მხარის კომერციული, ეკონომიკური და ფინანსური ინტერესებისათვის არასაჭირო ზიანის მიყენებას.

 

მუხლი 17

გონივრული ზომები

 

1.  ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეს ხელი არ უნდა შეეშალოს ფინანსურ მომსახურებასთან მიმართებით გონივრული ზომების მიღებაში, მათ შორის, ისეთი ზომების ჩათვლით, რომელთა მიზანია დაიცვას ინვესტორები, მეანაბრეები, პოლისის მფლობელები ან ის პირები, რომელთა მიმართაც ფინანსურ მომსახურებათა მიმწოდებელ საწარმოს ეკისრება ფიდუციარული ვალდებულება, ან მისი ფინანსური სისტემის ერთიანობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

2. თუ ხელშემკვრელი მხარის მიერ პირველი პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომები არ შეესაბამება ამ შეთანხმებას, ისინი არ უნდა იქნეს გამოყენებული, როგორც ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარის ვალდებულებების თავიდან აცილების საშუალება.

 

მუხლი 18

ინტელექტუალური საკუთრების უფლებები

 

1. ხელშემკვრელი მხარეები უზრუნველყოფენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადეკვატურ და ეფექტიან დაცვას და ხელს შეუწყობენ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სისტემის ეფექტიანობასა და გამჭვირვალობას. ამ მიზნით, ხელშემკვრელი მხარეები, დაუყოვნებლივ გაივლიან კონსულტაციებს ერთმანეთთან, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის თხოვნით. კონსულტაციის შედეგების მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღებს შესაბამის ზომებს იმ ფაქტორების აღმოსაფხვრელად, რომლებიც მიჩნეულია, რომ უარყოფითად მოქმედებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორების ინვესტიციებზე.

2. ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ ზღუდავს ხელშემკვრელი მხარეების  იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დაცვის შესახებ იმ მრავალმხრივი შეთანხმებებიდან, რომელთა მხარეებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები.

3. ამ შეთანხმების არც ერთი  პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ავალდებულებდეს რომელიმე ხელშემკვრელ მხარეს, მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს მიანიჭოს ისეთივე რეჟიმი, როგორიც მინიჭებული აქვს არახელშემკვრელი მხარის ინვესტორებსა და მათ ინვესტიციებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის შესახებ იმ მრავალმხრივი შეთანხმების სფუძველზე, რომელთა მხარესაც წარმოადგენს პირველი ხელშემკვრელი მხარე.

 

მუხლი 19

საგადასახადო ზომები

 

1. ამ შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ ზღუდავს ხელშემკვრელი მხარის იმ უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გამომდინარეობს რომელიმე საგადასახადო კონვენციიდან. ამ შეთანხმებასა და რომელიმე ასეთ საგადასახადო კონვენციას შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება საგადასახადო კონვენციას იმ ნაწილში, სადაც გამოვლინდა შეუსაბამობა.

2. მე-2, მე-3 და მე-6 მუხლები არ ვრცელდება საგადასახადო ზომებზე.

 

 

მუხლი 20

ჯანმრთელობის, უსაფთხოებისა და გარემოს დაცვის ზომები და შრომის სტანდარტები

თითოეული ხელშემკვრელი მხარე აღიარებს, რომ დაუშვებელია მეორე ხელშემკვრელი მხარის და არახელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების წახალისება მისი ჯანმრთელობის, უსაფრთხოების ან გარემოსდაცვითი ზომების შემსუბუქებით ან შრომის სტანდარტების გაუარესების გზით. ამ თვალსაზრისით, არც ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა თქვას უარი, ან სხვაგვარად თავი აარიდოს ამგვარ ზომებს ან სტანდარტებს, რათა წაახალისოს თავის ტერიტორიაზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ან არახელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციების განხორციელება, შეძენა ან გაფართოება.

 

მუხლი 21

სარგებლის უარყოფა

 

1. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი უთხრას ამ შეთანხმებიდან მომდინარე სარგებელზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოსა და მის ინვესტიციებს, თუ საწარმო არის არახელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირის ან საწარმოს საკუთრებაში ან ექვემდებარება მის კონტროლს, და უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარე:

(a) არ ინარჩუნებს დიპლომატიურ ურთიერთობებს არახელშემკვრელ მხარესთან; ან

(b) იღებს ან ინარჩუნებს ისეთ ზომებს არახელშემკვრელ მხარესთან მიმართებით, რომლებიც კრძალავენ საწარმოსთან ტრანზაქციების განხორციელებას, ან გამოიწვევდა აღნიშნული ზომების დარღვევას ან მათთვის თავის არიდებას, თუკი ამ შეთანხმებიდან მომდინარე სარგებელი გავრცელდებოდა საწარმოზე ან მის ინვესტიციებზე.

2.  ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია უარი უთხრას ამ შეთანხმებიდან მომდინარე სარგებელზე მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმოს ან მის ინვესტიციებს, თუ ეს საწარმო არახელშემკვრელი მხარის ან უარის მთქმელი ხელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირის ან საწარმოს საკუთრებაშია ან ექვემდებარება მის კონტროლს და მეორე ხელშემკვრელი მხარის საწარმო არ ეწევა ძირითად სამეწარმეო საქმიანობას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის საწარმო არის:

  1. ხელშემკვრელი მხარის ან არახელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირის ან საწარმოს „საკუთრებაში“, თუ მის საწესდებო კაპიტალში 50 პროცენტზე მეტ წილს ფლობს ფიზიკური პირი ან საწარმო; და
  1. ხელშემკვრელი მხარის ან არახელშემკვრელი მხარის ფიზიკური პირის ან საწარმოს „კონქტოლს ექვემდებარება“, თუ ფიზიკურ პირს ან საწარმოს აქვს უფლებამოსილება დაასახელოს თავისი დირექტორების უმრავლესობა ან სხვაგვარად სამართლებრივად წარმართოს თავისი მოქმედებები.

 

თავი II

დავის მოგვარება

 

მუხლი 22

დავის მოგვარება ხელშემკვრელ მხარეებს შორის

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე გულისყურით განიხილავს და უზრუნველყოფს კონსულტაციების გამართვის ადეკვატურ შესაძლებლობას მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ისეთი საკითხის ირგვლივ, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ამ შეთანხმების შესრულებაზე.

2. ამ შეთანხმების ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით  ხელშემკვრელ მხარეებს შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა, რომელიც დამაკმაყოფილებლად ვერ მოგვარდება დიპლომატიური არხებით კონსულტაციების შედეგად, გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა საარბიტრაჟო საბჭოს. ასეთი საარბიტრაჟო საბჭო თითოეული დავისათვის შედგენილი იქნება შემდეგნაირად: მეორე ხელშემკვრელი მხარისაგან არბიტრაჟის მოწვევის შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე დანიშნავს არბიტრს. ეს ორი არბიტრი შემდგომ აირჩევს მესამე არბიტრს, რომელიც ორივე ხელშემკვრელი მხარის თანხმობით დაინიშნება თავმჯდომარედ, იმ პირობით, რომ მესამე არბიტრი არ უნდა იყოს არც ერთი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქე; თავმჯდომარე უნდა დაინიშნოს დანარჩენი ორი არბიტრის დანიშვნის დღიდან 60 დღის განმავლობაში.

3. თუ მე-2 პუნქტში მითითებული აუცილებელი დანიშვნები არ განხორციელდება ამავე პუნქტში მითითებულ ვადებში, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული, შესაბამისი დანიშვნების განხორციელების მოთხოვნით მიმართოს ჰააგის მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს გენერალურ მდივანს.

4. საარბიტრაჟო საბჭო, ხელშემკვრელ მხარეებთან კონსულტაციების შემდეგ, თავად განსაზღვრავს საკუთარ პროცედურულ წესებს. საარბიტრაჟო საბჭო დავას გადაწყვეტს ამ შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის იმ წესებისა და პრინციპების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებენ დავის საგანს. საარბიტრაჟო საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს გონივრული ვადის ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით. ამგვარი გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა შესასრულებლად.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავად აანაზღაურებს მის მიერ დანიშნული არბიტრის და საარბიტრაჟო პროცესში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს. საარბიტრაჟო საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებული და, ასევე, საარბიტრაჟო საბჭოს ნებისმიერი სხვა ხარჯები თანაბრად დაეკისრებათ ხელშემკვრელ მხარეებს, თუ საარბიტრაჟო საბჭო სხვაგვარად არ გადაწყვეტს.

 

მუხლი 23

საინვესტიციო დავების მოგვარება

ხელშემკვრელ მხარესა

და მეორე ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს შორის

 

1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საინვესტიციო დავის შემთხვევაში, ისინი თავდაპირველად უნდა შეეცადონ დავის მოგვარებას კონსულტაციისა და მოლაპარაკების გზით, რაც შეიძლება მოიცავდეს შესასრულებლად არასავალდებულო, მესამე მხარის პროცედურების გამოყენებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მოდავე მხარე მიიჩნევს, რომ საინვესტიციო დავის მოგვარება შეუძლებელია კონსულტაციითა და მოლაპარაკებით, მოსარჩელეს შეუძლია ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვაზე წარადგინოს სარჩელი იმის თაობაზე, რომ:

(a) მოპასუხე მხარემ დაარღვია I თავით გათვალისწინებული ვალდებულება; და

(b) მომჩივანმა განიცადა ზარალი ან მას მიადგა ზიანი ამ დარღვევის გამო, ან მისგან გამომდინარე.

3. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანხმდება ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენაზე ისე როგორც შესაბამისია ამ შეთანხმებასთან.

4. მე-2 პუნქტის მიუხედავად, ხელშემკვრელი მხარის ინვესტორს არ შეუძლია საარბიტრაჟო განხილვაზე წარადგინოს ამ მუხლის შესაბამისად:

  1. საინვესტიციო დავა მისი ინვესტიციების დაფუძნებასთან, შეძენასთან ან გაფართოებასთან დაკავშირებით; ან
  1. სარჩელი, რომელიც ემყარება მე-8 მუხლის პირველ პუნქტს.

5. ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენამდე არანაკლებ 90 დღით ადრე, მოსარჩელე ვალდებულია მოპასუხეს წარუდგინოს წერილობითი შეტყობინება საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის განზრახვის შესახებ (შემდგომში  „შეტყობინება განზრახვის თაობაზე“). შეტყობინებაში განზრახვის თაობაზე მითითებული უნდა იყოს:

 

  1. მოსარჩელის სახელი და მისამართი;
  2. თითოეული სარჩელისთვის, I თავის დებულება, რომელიც სავარაუდოდ დაირღვა და ნებისმიერი სხვა შესაბამისი დებულება;
  1. თითოეული სარჩელის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი; და
  1. მოთხოვნილი ანაზღაურება და მოთხოვნილი ზიანის სავარაუდო ოდენობა.

6.  იმ პირობით, რომ ექვსი თვე უკვე გავიდა იმ მოვლენებიდან,  რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელს, მოსარჩელეს შეუძლია, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სარჩელი გადასცეს არბიტრაჟს:

 

(a) ICSID-ის კონვენციის შესაბამისად, იმ პირობით, რომ ხელშემკვრელი მხარეები არიან ICSID-ის კონვენციის მხარეები;

(b) ICSID-ის დამატებითი მექანიზმის წესების შესაბამისად, იმ პირობით, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარე, მაგრამ არა ორივე, ICSID-ის კონვენციის მხარეა;

  1. UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების შესაბამისად; ან
  1. თუ მოდავე მხარეები შეთანხმდებიან, განიხილონ სარჩელი ნებისმიერ სხვა საარბიტრაჟო ორგანოს ან საარბიტრაჟო წესების საშუალებით.

7. სარჩელი ჩაითვლება ამ მუხლის შესაბამისად საარბიტრაჟო განხილვაზე წარდგენილად, როდესაც მოსარჩელის შეტყობინება ან მოთხოვნა არბიტრაჟის შესახებ (შემდგომში ამ მუხლში მოხსენიებული, როგორც „საარბიტრაჟო შეტყობინება“):

  1. გათვალისწინებულს ICSID-ის კონვენციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტით, მიიღებს ICSID-ის გენერალური მდივანი;

 

  1. გათვალისწინებულს ICSID-ის დამატებითი მექანიზმის წესების C განრიგის მე-2 მუხლით, მიიღებს ICSID-ის გენერალური მდივანი;

 

  1. გათვალისწინებულს UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების მე-3 მუხლით, UNCITRAL-ის საარბიტრაჟო წესების მე-20 მუხლში მითითებული სარჩელის განცხადებასთან ერთად, მიიღებს მოპასუხე; ან

 

  1. სხვა საარბიტრაჟო დაწესებულების ან მე-6(d) ქვეპუნქტის თანახმად შერჩეული საარბიტრაჟო წესების შესაბამისად, მიიღებს მოპასუხე, თუ ამ დაწესებულების მიერ ან ამ წესებში სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

8.         მე-3 პუნქტის მიუხედავად, ამ მუხლის თანახმად, სარჩელი ვერ იქნება წარდგენილი საარბიტრაჟო გარჩევაზე, თუ სამ წელიწადზე მეტია გასული იმ მომენტიდან, როდესაც მოსარჩელემ პირველად შეიტყო ან პირველად უნდა შეეტყო მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის შესახებ და იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს მიადგა ზარალი ან ზიანი.

 

9.         მე-3 პუნქტის მიუხედავად, ამ მუხლის შესაბამისად, სარჩელი ვერ იქნება წარდგენილი საარბიტრაჟო გარჩევაზე, თუ:

(a)        მოსარჩელე იძლევა წერილობით თანხმობას საარბიტრაჟო განხილვაზე ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად; და

 

(b)        მოსარჩელე წერილობითი ფორმით უარს ამბობს ნებისმიერ უფლებაზე, დაიწყოს ან განაგრძოს ნებისმიერი ადმინისტრაციული სასამართლოს ან სასამართლოს წინაშე ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის კანონის შესაბამისად ან დავის მოგვარების სხვა პროცედურების შესაბამისად ნებისმიერი სამართალწარმოება ნებისმიერი ღონისძიების მიმართ, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს მე-2(a) ქვეპუნქტში მითითებულ დარღვევას.

 

10.       მე-9(b) ქვეპუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული უარი შეწყვეტს მოქმედებას, როდესაც არბიტრაჟი უარყოფს სარჩელს მე-5, მე-6, მე-8 ან მე-9 პუნქტების მოთხოვნების შეუსრულებლობის ან სხვა პროცედურულ ან იურისდიქციულ საფუძველზე.

 

11.       მე-9(b) ქვეპუნქტის მიუხედავად, მოსარჩელეს შეუძლია წამოიწყოს ან განაგრძოს სარჩელი შუალედური სასამართლო აკრძალვის მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ფულადი ზიანის ანაზღაურებას ადმინისტრაციული სასამართლოს ან სასამართლოს წინაშე მოპასუხის კანონმდებლობის შესაბამისად.

 

12.       იმ შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენა ხდება ამ მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო სასამართლო სადავო საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ამ შეთანხმების და საერთაშორისო სამართლის მოქმედი წესების შესაბამისად.

 

13.       მოპასუხე არამოდავე მხარეს წარუდგენს:

 

(a)   საარბიტრაჟო შეტყობინებას არაუგვიანეს 30 დღისა სარჩელის წარდგენის დღიდან; და

 

(b)        არბიტრაჟში შეტანილი ყველა საჩივრის ასლს.

 

14.       მხარეს, რომელიც არ წარმოადგენს დავის მხარეს, შეუძლია დავის მხარეების წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, წარუდგინოს მოსაზრება საარბიტრაჟო სასამართლოს წინამდებარე შეთანხმების განმარტების საკითხზე.

 

15.       ამ მუხლის შესაბამისად, საარბიტრაჟო გარჩევისას მოპასუხე არ უნდა ამტკიცებდეს დაცვის, შემხვედრი სარჩელის, კომპენსაციის უფლების სახით ან სხვაგვარად, რომ მოსარჩელემ მიიღო ან მიიღებს ანაზღაურებას ან სხვა კომპენსაციას სავარაუდო ზიანისთვის, სრულად ან ნაწილობრივ, სადაზღვევო ან საგარანტიო ხელშეკრულების თანახმად.

 

16.       საარბიტრაჟო ტრიბუნალს შეუძლია გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ:

 

  1. განაჩენის სახით, მოხდა თუ არა მოპასუხის მიერ I თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა, გარდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, მოსარჩელისა და მისი ინვესტიციების მიმართ; და

 

  1. სამართლებრივი დაცვის ერთ ან ორივე შემდეგ საშუალებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დარღვევა ეხება:

 

(i)        ფულად ზიანს, მოქმედი პროცენტის ჩათვლით; და

 

(ii)       ქონების დაბრუნებას, როდესაც გადაწყვეტილება ითვალისწინებს, რომ რესპონდენტმა შეიძლება გადაიხადოს ფულადი კომპენსაცია, მათ შორის ნებისმიერი მოქმედი პროცენტის ჩათვლით, დაბრუნების სანაცვლად.

 

საარბიტრაჟო ტრიბუნალს ასევე შეუძლია სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის ჰონორარის დაკისრება მოქმედი საარბიტრაჟო წესების შესაბამისად.

 

17.       თუ მოდავე მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან, საარბიტრაჟო განხილვის ადგილი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც წარმოადგენს ნიუ-იორკის კონვენციის მხარეს.

 

18.       საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა დავის მხარეებისათვის. ეს გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე, შესაბამისი საერთაშორისო სამართლის, მათ შორის ICSID-ის კონვენციისა და ნიუ-იორკის კონვენციის შესაბამისად, როდესაც საქმე ეხება ძალაში შესული საარბიტრაჟო  გადაწყვეტილების აღსრულებას იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი აღსრულება უნდა მოხდეს.

 

მუხლი 24

დოკუმენტების გადაცემა

1.         ამ თავის თანახმად, საარბიტრაჟო შეტყობინება და არბიტრაჟთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები უნდა გადაეცეს ხელშემკვრელ მხარეს მიწოდების შემდეგი გზით:

 

  1. იაპონიის შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმეთა ბიუროსათვის, საგარეო საქმეთა სამინისტროში; და

 

  1. საქართველოს შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის.

 

2.         ხელშემკვრელმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაასაჯაროოს და აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს პირველ პუნქტში მითითებული ორგანოს სახელწოდების შეცვლის შესახებ.

 

3.         თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა გაასაჯაროოს პირველ და მე-2 ქვეპუნქტებში მითითებული ორგანოს მისამართი.

 

თავი III

ერთობლივი კომიტეტი

 

მუხლი 25

ერთობლივი კომიტეტი

 

1.         ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა შექმნან ერთობლივი კომიტეტი (შემდგომში – „კომიტეტი“) ამ შეთანხმების მიზნების მისაღწევად. კომიტეტის ფუნქციებია:

 

  1. ამ შეთანხმების შესრულებისა და მოქმედების საკითხის განხილვა და გაანალიზება;

 

  1. იმ შეუსაბამო ზომების გადახედვა, რომლებიც შენარჩუნებულია, შესწორდა ან შეიცვალა მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამგვარი შეუსაბამო ზომების შემცირების ან აღმოფხვრის მიზნით;

 

  1. შეუსაბამო ზომების განხილვა, რომელიც მიღებულია ან დაცულია მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეების ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების წახალისების მიზნით;

 

  1. ინფორმაციის გაცვლა და ამ შეთანხმების ფარგლებში ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, რომლებიც ეხება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას; და

 

  1. ინვესტიციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა საკითხის განხილვა, რომელიც ეხება წინამდებარე შეთანხმებას.

 

2.         კომიტეტს შეუძლია, საჭიროებისამებრ, კონსენსუსის საფუძველზე  ხელშემკვრელ მხარეებს გაუწიოს შესაბამისი რეკომენდაციები ამ შეთანხმების უფრო ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის ან მისი მიზნების მისაღწევად.

 

3.         კომიტეტი შედგება ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლებისგან. კომიტეტს შეუძლია ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთთანხმობით, მოიწვიოს შესაბამისი სუბიექტების წარმომადგენლები, გარდა ხელშემკვრელი მხარეების მთავრობებისა, რომელთაც გააჩნიათ აუცილებელი ცოდნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, და გამართოს ერთობლივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

 

4.         თავისი ფუნქციების განსახორციელებლად, კომიტეტი თავად განსაზღვრავს საპროცედურო წესებს.

 

5.         კომიტეტი იკრიბება ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის თხოვნის საფუძველზე.

 

თავი IV

დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 26

სათაურები

ამ შეთანხმების მუხლების სათაურებს გააჩნიათ მხოლოდ მითითების ფუნქცია და არ ზემოქმედებენ ამ შეთანხმების ინტერპრეტაციაზე.

 

მუხლი 27

შესწორებები

ამ შეთანხმების ცვლილება შესაძლებელია ხელშემკვრელი მხარეების ორმხრივი წერილობითი თანხმობით, ხოლო შესწორებები ძალაში შევა ამ შეთანხმების 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გაწერილი წესით.

 

მუხლი 28

დასკვნითი დებულებები

1.  ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით აცნობებენ ერთმანეთს თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, რომლებიც აუცილებელია ამ შეთანხმების ძალაში შესვლისთვის. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა შეტყობინებების მიღების ბოლო თარიღიდან 30-ე დღეს. იგი ძალაში დარჩება ძალაში შესვლიდან 10 წლის განმავლობაში და გაგრძელდება მანამ, სანამ მოქმედება არ შეუწყდება მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

 

2. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია, მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის ერთი წლით ადრე, წინასწარი წერილობითი შეტყობინების გზით, შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება პირველი 10 წლის ვადის ბოლოს ან მას შემდეგ ნებისმიერ დროს.

 

3.         წინამდებარე შეთანხმება, ასევე, ვრცელდება ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ინვესტორთა ინვესტიციებზე, რომლებიც შეძენილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე. ამასთან, წინამდებარე შეთანხმება არ ვრცელდება პრეტენზიებზე ან დავებზე, რომლებიც წარმოიშობა მისი ძალაში შესვლამდე განვითარებული მოვლენების შედეგად.

 

4.         წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის თარიღამდე შეძენილი ინვესტიციების მიმართ ამ შეთანხმების დებულებები იმოქმედებს ამ შეთანხმების შეწყვეტის დღიდან 10 წლის განმავლობაში.

 

5.         წინამდებარე შეთანხმების დანართები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.

 

ამის დასტურად, ქვემორე ხელმომწერებმა, რომლებიც სათანადოდ არიან უფლებამოსილნი თავიანთი მთავრობების მიერ, ხელი მოაწერეს წინამდებარე შეთანხმებას.

 

შესრულებულია ორ ეგზემპლარად, თბილისში, იანვრის ოცდამეცხრე დღეს, 2021, ინგლისურ ენაზე.

 

საქართველოს სახელით:                                                   იაპონიის სახელით:

 

 

დანართი I

მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული

 არსებული შეუსაბამო ზომები

 

1. ხელშემკვრელი მხარის განრიგი მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად ადგენს იმ არსებულ ზომებს, რომლებიც არ ხვდება ზოგიერთი ან ყველა ვალდებულების ქვეშ, რომლებიც დაწესებულია:

 

  1. მე-2 მუხლით;
  1. მე-3 მუხლით; ან
  1. მე-6 მუხლით.

 

2.         განრიგის თითოეულ ჩანაწერში მოცემულია შემდეგი ნაწილები:

 

  1. „სექტორი“ ნიშნავს სექტორს, რომლისთვისაც კეთდება ჩანაწერი;

 

  1. „ქვესექტორი“, სადაც მითითებულია, ეხება კონკრეტულ ქვესექტორს, რომლისთვისაც კეთდება ჩანაწერი;

 

  1. „ინდუსტრიის კლასიფიკაცია“, სადაც მითითებულია, და მხოლოდ გამჭვირვალეობის მიზნით, გულისხმობს შეუსაბამო ზომებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინდუსტრიის დარგობრივი კლასიფიკაციის ადგილობრივი ან საერთაშორისო კოდების შესაბამისად;

 

  1. „დაკისრებული ვალდებულებები“ განსაზღვრავს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლებიც მე-7 მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება ჩამოთვლილ ზომაზე/ზომებზე;

 

  1. „ზომები“ ადგენს კანონებს, რეგულაციებს ან სხვა ზომებს, რომელთათვისაც ჩანაწერი კეთდება. „ზომების“ ნაწილში მითითებული ზომა:

 

(i)        ნიშნავს ღონისძიებას, რომელიც შესწორდა, გახანგრძლივდა ან განახლდა ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან; და

 

(ii)       მოიცავს ნებისმიერ დაქვემდებარებულ ზომას, რომელიც მიღებული ან შენარჩუნებულია მოცემული ზომის უფლებამოსილებით და მის შესაბამისად; და

 

  1. „აღწერა“ ადგენს შეუსაბამო ზომას, ან იძლევა ზომის ზოგად არასავალდებულო აღწერილობას, რომლისთვისაც გაკეთებულია ჩანაწერი.

 

3.         ჩანაწერის ინტერპრეტაციისას გათვალისწინებული იქნება ჩანაწერის ყველა ნაწილი. ჩანაწერი განიმარტება ამ შეთანხმების შესაბამისი დებულებების გათვალისწინებით, რომელთან დაკავშირებით კეთდება ჩანაწერი, ხოლო „ზომების“ ნაწილი სარგებლობს უპირატესობით ყველა სხვა ნაწილთან მიმართებით.

 

4.         ამ დანართის მიზნებისათვის:

 

(a)        ტერმინი „JSIC“ ნიშნავს იაპონიის სტანდარტულ დარგობრივ კლასიფიკაციას, რომელიც დადგენილია იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ და შესწორებულია 2013 წლის 30 ოქტომბერს; და

 

(b)        ტერმინი „ეკონომიკური საქმიანობის სახეები – GNC 006-2016 / Rev. 2“ ნიშნავს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2016 წელს შემუშავებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების საქართველოს კლასიფიკაციას.

 

იაპონიის განრიგი[1]

 

1

სექტორი:

სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა და თევზჭერა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია იაპონიის განრიგის II დანართის No. 8 ჩანაწერში)

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 01     სოფლის მეურნეობა

 

JSIC 02     სატყეო მეურნეობა

 

JSIC 03     თევზჭერა, აკვაკულტურის გარდა

 

JSIC 04     აკვაკულტურა

 

JSIC 6324  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები

 

JSIC 6325  მეთევზეობისა და თევზაობის    გადამამუშავებელი კოოპერატივები

 

JSIC 871   სოფლის მეურნეობის, სატყეო და მეთევზეობის კოოპერატიული ასოციაციები, რომლებიც სხვაგან არ არიან კლასიფიცირებულნი

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას სოფლის მეურნეობაში, სატყეო მეურნეობასა და თევზჭერაში და მათთან დაკავშირებულ მომსახურებებში (გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მოცემულია იაპონიის გრაფიკის II დანართის No. 8 ჩანაწერში) იაპონიაში.

 

 

2

სექტორი:

ფინანსები

 

ქვესექტორი:

საბანკო საქმე

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 622   ბანკები, გარდა ცენტრალური ბანკისა

 

JSIC 631   ფინანსური ინსტიტუციები მცირე ბიზნესისთვის

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი ანაბრების დაზღვევის შესახებ (1971 წლის კანონი No. 34), მუხლი 2

 

აღწერილობა:

 

ანაბრების დაზღვევის სისტემა მოიცავს მხოლოდ ფინანსურ ინსტიტუციებს, რომელთა სათავო ოფისები მდებარეობს იაპონიის იურისდიქციაში. ანაბრების დაზღვევის სისტემა არ მოიცავს უცხოური ბანკების ფილიალების მიერ აღებულ დეპოზიტებს.

 

 

3

სექტორი:

გათბობის მიწოდება

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

JSIC 3511  გათბობის მიწოდება

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიის გათბობით მომარაგების ინდუსტრიაში.

 

4

სექტორი:

ინფორმაცია და კომუნიკაციები

 

ქვესექტორი:

ტელეკომუნიკაციები

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 3700  სათავო ოფისები, ძირითადად, დაკავებული მენეჯერული საქმიანობით

 

JSIC 3711 რეგიონალური ტელეკომუნიკაციები, გარდა სადენიანი სამაუწყებლო ტელეფონებისა

 

JSIC 3731 ტელეკომუნიკაციასთან დაკავშირებული მომსახურება

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

კანონი „Nippon Telegraph and Telephone Corporation“-ის შესახებ და ა.შ. (1984 წლის კანონი No. 85), მე-6 და მე-10 მუხლები

 

აღწერილობა:

 

1. Nippon Telegraph and Telephone Corporation-ს არ შეუძლია სახელისა და მისამართის შეტანა თავის აქციონერთა რეესტრში, თუ (a) – (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ ხმის მიცემის უფლების თანაფარდობა პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით აღწევს ან აღემატება ერთ მესამედს:

 

  1. ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;

 

  1. უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენელი; და

 

  1. უცხო ქვეყნის იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის სუბიექტი.

 

2. ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა, ვერ დაიკავებს Nippon Telegraph and Telephone Corporation-ის, Nippon Telegraph and Telephone East Corporation-ის და Nippon Telegraph and Telephone West Corporation-ის დირექტორთა საბჭოს წევრის ან აუდიტორის თანამდებობას.

 

 

5

სექტორი:

ინფორმაცია და კომუნიკაციები

 

ქვესექტორი:

ტელეკომუნიკაცია და ინტერნეტმომსახურება

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 3711 რეგიონალური ტელეკომუნიკაციები, გარდა სადენიანი სამაუწყებლო ტელეფონებისა

 

JSIC 3712 საქალაქთაშორისო ტელეკომუნიკაცია

 

JSIC 3713 სადენიანი სამაუწყებლო ტელეფონები

 

JSIC 3719 სხვადასხვა ფიქსირებული ტელეკომუნიკაციები

 

JSIC 3721 მობილური ტელეკომუნიკაცია

 

JSIC 4011 ვებპორტალის მომწოდებლები

 

JSIC 4012 გამოყენებითი პროგრამული მომსახურების მიმწოდებლები

 

JSIC 4013 ინტერნეტის მხარდაჭერის მომსახურება

 

შენიშვნა: JSIC 4011 ან 4012 ჩანაწერით გათვალისწინებული მოქმედებები შემოიფარგლება მხოლოდ იმ საქმიანობით, რომელიც ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას ტელეკომუნიკაციების ბიზნესის კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად (1984 წლის კანონი No. 86).

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27 და 28

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 და 4

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების განხორციელებას იაპონიაში ტელეკომუნიკაციის და ინტერნეტმომსახურების სფეროში.

 

 

6

სექტორი:

წარმოება და ინფორმაცია და კომუნიკაციები

 

ქვესექტორი:

ელექტრონული ნაწილების, მოწყობილობებისა და ელექტრონული სქემების წარმოება და ინფორმაციული მომსახურებები

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 2814 ინტეგრირებული სქემები

 

JSIC 2831 ნახევარგამტარული მეხსიერების მოწყობილობა

 

JSIC 2832 ოპტიკური დისკები და მაგნიტური ფირები და დისკები

 

JSIC 2842 ელექტრონული სქემის განმახორციელებელი დაფა

 

JSIC 3011 სადენიანი საკომუნიკაციო მოწყობილობა

 

JSIC 3012 მობილური ტელეფონი და PHS

 

JSIC 3013 რადიოკავშირის მოწყობილობა

 

JSIC 3031 კომპიუტერი, გარდა პერსონალური კომპიუტერისა

 

JSIC 3032 პერსონალური კომპიუტერი

 

JSIC 3033 გარე საცავები

 

JSIC 3911 პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება შეკვეთით

 

JSIC 3912 ჩაშენებული პროგრამული მომსახურება

 

JSIC 3913 პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტით მომსახურება

 

JSIC 3921 მონაცემთა დამუშავების მომსახურება

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27 და 28

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 და 4

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში ელექტრონული ნაწილების, მოწყობილობებისა და ელექტრონული სქემებისა და ინფორმაციული მომსახურების ინდუსტრიაში.

 

 

7

სექტორი:

წარმოება

 

ქვესექტორი:

წამლებისა და მედიკამენტების და სამედიცინო მოწყობილობების წარმოება

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 165 მედიკამენტები

 

JSIC 1653 ბიოლოგიური პრეპარატები

 

ფარმაცევტული შუალედური საშუალებები JSIC-ის E განყოფილებაში (წარმოება), რომლებიც ეხება JSIC 165-ს და 1653-ს.

 

JSIC 274 სამედიცინო ინსტრუმენტები და აპარატურა და სამედიცინო მასალები

 

JSIC 296 ელექტრონული მოწყობილობა

 

JSIC 2973 სამედიცინო საზომი ხელსაწყოები

 

შენიშვნა: ამ ჩანაწერის  JSIC 165, 274, 296 ან 2973 კლასიფიციკაციაში მოცემული მოქმედებები შემოიფარგლება მხოლოდ ისეთი საქმიანობით, რომელიც დაკავშირებულია პათოგენური ორგანიზმებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო აგენტების, მათი ფარმაცევტული შუალედური საშუალებებისა და სპეციალურად კონტროლირებადი სამედიცინო მოწყობილობების წარმოებასთან.

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში ისეთ ინდუსტრიაში, რომელიც აწარმოებს ბიოლოგიურ პრეპარატებს, პათოგენური ორგანიზმებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო აგენტებს, მათ ფარმაცევტულ შუალედურ საშუალებებს და სპეციალურად კონტროლირებად სამედიცინო აპარატებს თავის აქსესუარებთან ერთად და ასევე, სპეციალურად კონტროლირებადი სამედიცინო მოწყობილობების ან მათი აქსესუარების კომპონენტებს.

 

ამ ჩანაწერის მიზნებისათვის:

 

  1. „ბიოლოგიური პრეპარატების წარმოების ინდუსტრია“ ეხება ეკონომიკურ საქმიანობას დაწესებულებაში, რომელიც აწარმოებს ვაქცინებს, შრატს, ტოქსოიდს, ანტიტოქსინს და ზემოხსენებული პროდუქტების ან სისხლის პროდუქტების მსგავს ზოგიერთ პრეპარატს;

 

  1. „პათოგენური ორგანიზმებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო აგენტები“ ნიშნავს ფარმაცევტულ პროდუქტებს, რომლებიც ჯგუფდებიან პათოგენური ორგანიზმებისა და პარაზიტების საწინააღმდეგო აგენტების კატეგორიაში და რომელთა გაყიდვაზე თანხმობა მიღებულია იაპონიის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად; და

 

  1. „სპეციალურად კონტროლირებადი სამედიცინო მოწყობილობები“ ნიშნავს სამედიცინო მოწყობილობებს, რომელთა გაყიდვაზე თანხმობა მიღებულია ან რომელთაც გაიარეს სერტიფიცირება, როგორც სპეციალურად კონტროლირებადმა სამედიცინო მოწყობილობებმა იაპონიის კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად.

 

 

8

სექტორი:

წარმოება

 

ქვესექტორი:

ტყავისა და ტყავის ნაწარმის წარმოება

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 1189 ტექსტილის ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც არ შედიან სხვა ჯგუფში.

 

JSIC 1694 ჟელატინი და წებივანი მასალა

 

JSIC 192 რეზინის და პლასტმასის ფეხსაცმელი და მისი დამხმარე მასალა

 

JSIC 2011 ტყავის თრიმვლა და სუფთად დამუშავება

 

JSIC 2021 მექანიკური და სამრეწველო ტყავის ნაწარმი, გარდა ხელთათმანებისა და ცალთითა ხელთათმანებისა

 

JSIC 2031 ნაჭრები და დამხმარე მასალა ტყავის ფეხსაცმლისათვის

 

JSIC 2041 ტყავის ფეხსაცმელი

 

JSIC 2051 ტყავის ხელთათმანები და ცალთითა ხელთათმანები

 

JSIC 2061 ბარგი

 

JSIC 207 ხელჩანთები და მცირე ზომის ჩანთები

 

JSIC 2081 ბეწვის ტყავი

 

JSIC 2099 სხვადასხვა სათრიმლავი ტყავის ნაწარმი

 

JSIC 3253 სპორტული და ათლეტური საქონელი

 

შენიშვნა 1: JSIC 1189-ის ან 3253-ის ჩანაწერით გათვალისწინებული საქმიანობა შემოიფარგლება ტყავისა და ტყავის ნაწარმის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობით.

 

შენიშვნა 2: JSIC 1694-ის ჩანაწერით გათვალისწინებული საქმიანობა შემოიფარგლება ცხოველური წარმოშობის წებოს ((nikawa) და ჟელატინის წარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობით.

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში ტყავისა და ტყავის ნაწარმის წარმოებაში.

 

 

9

სექტორი:

გემის სახელმწიფოებრივ კუთვნილებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

კანონი გემის  შესახებ (1899 წლის კანონი No. 46), მუხლი პირველი

 

აღწერილობა:

 

იაპონიის სახელმწიფოებრივი კუთვნილება მიენიჭება გემს, რომლის მფლობელიც არის იაპონიის მოქალაქე ან იაპონიის კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი კომპანია, რომლის ყველა წარმომადგენელი და ამ საქმის განმახორციელებელ აღმასრულებელთა არანაკლებ ორი მესამედი არიან იაპონიის მოქალაქეები.

 

 

10

სექტორი:

სამთო საქმე

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 05 ქვისა და მსხვილი ქვიშის მოპოვება და დამუშავება

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სამთო საქმის შესხებ (1950 წლის კანონი No. 289), მე-2 და მე-3 თავები

 

აღწერილობა:

 

მხოლოდ იაპონიის მოქალაქეს ან იაპონიის იურიდიულ პირს შეუძლია ჰქონდეს სამთომომპოვებლის უფლება ან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე იჯარის უფლება.

 

 

11

სექტორი:

ნავთობის ინდუსტრია

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 053 ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის წარმოება

 

JSIC 1711 ნავთობის გადამუშავება

 

JSIC 1721 საპოხი ზეთები და საპოხი მასალები (რომელიც არ არის დამზადებული ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში)

 

JSIC 1741 მოსაპირკეთებელი მასალები

 

JSIC 1799 სხვადასხვა ნავთობპროდუქტი და ქვანახშირის პროდუქტები

 

JSIC 4711 ჩვეულებრივი დასაწყობება, მაცივარში დასაწყობების გარდა

 

JSIC 4721 მაცივარში დასაწყობება

 

JSIC 5331 ნავთობი

 

JSIC 6051 ბენზინგასამართი სადგურები

 

JSIC 6052 საწვავის მარაგი, ბენზინგასამართი სადგურების გარდა

 

JSIC 9299 სხვადასხვა ბიზნესმომსახურება, რომელიც არ შედის სხვა ჯგუფში

 

შენიშვნა 1: საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია JSIC 1741, 1799, 4711, 4721 ან 6052 ჩანაწერით, შემოიფარგლება ნავთობის ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობით.

 

შენიშვნა 2: საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია JSIC 9299 ჩანაწერით, შემოიფარგლება თხევადი გაზის ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობით.

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიის ნავთობის ინდუსტრიაში. ყველა ორგანული ქიმიური ნივთიერება, როგორიცაა ეთილენი, ეთილენგლიკოლი და პოლიკარბონატები, არ ხვდება ნავთობპროდუქტების ინდუსტრიის ფარგლებში. შესაბამისად, სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინება არ არის საჭირო ამ პროდუქტების წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებისათვის.

 

 

12

სექტორი:

უსაფრთხოების დაცვის სამსახურები

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 923 უსაფრთხოების დაცვის სამსახურები

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიის უსაფრთხოების დაცვის სამსახურებში.

 

 

13

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

საჰაერო ტრანსპორტი

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 4600 სათავო ოფისები, ძირითადად, მონაწილეობენ მმართველობაში

 

JSIC 4611 საჰაერო ტრანსპორტი

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

სამოქალაქო აერონავტიკის კანონი (1952 წლის კანონი No. 231), მე-7 და მე-8 თავები

 

აღწერილობა:

 

  1. სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესში.

 

  1. მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის ნებართვა, როგორც იაპონიის ავიაგადამზიდველის მიერ საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის წარმოებაზე, არ ეძლევა   ნებართვის მაძიებელ შემდეგ ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს:

 

  1. ფიზიკურ პირს, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;

 

  1. უცხო ქვეყნის დაწესებულებას ან უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულებას ან მასთან გათანაბრებულ დაწესებულებას;

 

  1. იურიდიულ პირს ან სხვა სუბიექტს, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და

 

  1. იურიდიულ პირს, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიულ პირს, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიულ პირს, რომელიც ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.

 

იმ შემთხვევაში, თუ ავიაგადამზიდველი ხდება ფიზიკური პირი ან სუბიექტი, რომელიც მითითებულია (a) – (d) ქვეპუნქტებში, ნებართვა კარგავს თავის ძალას. ნებართვის მიღების პირობები ასევე ვრცელდება კომპანიებზე, როგორიცაა ჰოლდინგური კომპანიები, რომლებიც მნიშვნელოვნად აკონტროლებენ საჰაერო გადამზიდავებს.

 

  1. იაპონიის საჰაერო გადამზიდავს ან კომპანიას, რომელიც მნიშვნელოვნად აკონტროლებს ისეთ საჰაერო გადამზიდავებს, როგორიცაა ჰოლდინგური კომპანია, შეუძლია უარყოს მოთხოვნა 2 (a) – 2 (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირისგან ან სუბიექტისგან, რომელიც ფლობს ინვესტიციებს ამ საჰაერო გადამზიდავის ან კომპანიის საწესდებო კაპიტალში, მისი სახელწოდების და მისამართის აქციონერთა რეესტრში შეტანის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი საჰაერო გადამზიდავი ან კომპანია გახდება იურიდიული პირი, რომელიც მითითებულია მე-2 (d) ქვეპუნქტში, ამგვარი მოთხოვნის მიღებით.

 

  1. უცხოური ავიაგადამზიდველები ვალდებულნი არიან მიიღონ მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის ნებართვა საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის წარმოებისათვის.

 

  1. საზღვარგარეთის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის ნებართვა საჭიროა უცხოური საჰაერო ხომალდების გამოყენებისთვის მგზავრების ან ტვირთების საჰაერო გადაზიდვის მიზნით იაპონიაში ან იაპონიიდან ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

  1. უცხოური თვითმფრინავი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იაპონიის პუნქტებს შორის ფრენისთვის.

 

 

14

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

საჰაერო ტრანსპორტი

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 4600 სათავო ოფისები, რომლებიც ძირითადად მონაწილეობენ მმართველობაში

 

JSIC 4621 საჰაერო ხომალდის მომსახურება, საჰაერო ტრანსპორტის გარდა

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

სამოქალაქო აერონავტიკის კანონი (1952 წლის კანონი No 231), მე-7 და მე-8 თავები

 

აღწერილობა:

 

  1. სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში საჰაერო ბიზნესში.

 

  1. მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრის მიერ საჰაერო ბიზნესის წარმართვაზე ნებართვა არ გაიცემა შემდეგ ფიზიკურ პირებზე ან ნებართვის მაძიებელ სუბიექტებზე:

 

  1. ფიზიკურ პირზე, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;

 

  1. უცხო ქვეყანაზე ან უცხო ქვეყნის საჯარო პირზე ან მასთან გათანაბრებულ პირზე;

 

  1. იურიდიულ პირზე ან სხვა სუბიექტზე, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და

 

  1. იურიდიულ პირზე, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიულ პირზე, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიულ პირზე, რომლის ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.

 

იმ შემთხვევაში, როდესაც პირი, რომელიც ეწევა საჰაერო საქმიანობას, ხდება (a) – (d) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირი ან სუბიექტი, ნებართვა კარგავს თავის ძალამოსილებას. ნებართვის მიღების პირობები ასევე ვრცელდება კომპანიებზე, როგორიცაა ჰოლდინგური კომპანიები, რომლებიც მნიშვნელოვნად აკონტროლებენ საჰაერო სამუშაოებით დაკავებულ პირს.

 

  1. უცხოური თვითმფრინავი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იაპონიის პუნქტებს შორის ფრენისთვის.

 

 

15

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

თვითმფრინავების რეგისტრაცია ეროვნულ რეესტრში

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

სამოქალაქო აერონავტიკის კანონი (1952 წლის კანონი No. 231), მე-2 თავი

 

აღწერილობა:

 

  1. საჰაერო ხომალდი, რომელსაც ფლობს რომელიმე შემდეგი ფიზიკური პირი ან სუბიექტი, არ შეიძლება იყოს რეგისტრირებული ეროვნულ რეესტრში:

 

  1. ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;

 

  1. უცხო ქვეყანა ან უცხო ქვეყნის საჯარო დაწესებულება ან მასთან გათანაბრებული დაწესებულება;

 

  1. იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და

 

  1. იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიული პირი, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიული პირი, რომლის ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.

 

  1. დაუშვებელია უცხოური თვითმფრინავის რეგისტრაცია ეროვნულ რეესტრში.

 

 

16

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

სატვირთო ექსპედირების ბიზნესი (საჰაერო ტრანსპორტის გამოყენებით საექსპედიტორო ბიზნესის გარდა)

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 4441 შეგროვებისა და მიწოდების სატვირთო ტრანსპორტი

 

JSIC 4821 სატვირთო ტრანსპორტი, გარდა შეგროვებისა და მიწოდების სატვირთო ტრანსპორტისა

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

კანონი სატვირთო ექსპედირების საქმიანობის შესახებ (1989 წლის კანონი No. 82), თავები 2-4

 

სატვირთო ექსპედირების საქმიანობის შესახებ კანონის სააღსრულებო რეგულაცია (1990 წლის ტრანსპორტის სამინისტროს მინისტრთა განკარგულება No. 20)

 

აღწერილობა:

 

შემდეგი ფიზიკური პირები ან სუბიექტები უნდა იყვნენ დარეგისტრირებულნი, ნებართვის ან თანხმობის მისაღებად, მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრთან საერთაშორისო გადაზიდვების გამოყენებით სატვირთო ექსპედირების  საქმიანობის წარმართვისთვის. ასეთი რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ან ასეთი ნებართვა ან თანხმობა გაიცემა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე:

 

  1. ფიზიკურ პირზე, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;

 

  1. უცხო ქვეყანაზე ან უცხო ქვეყნის საჯარო პირზე ან მასთან გათანაბრებულ პირზე;

 

  1. იურიდიულ პირზე ან სხვა სუბიექტზე, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და

 

  1. იურიდიულ პიზე, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიულ პირზე, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიულ პირზე, რომლის ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.

 

 

17

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

სატვირთო ექსპედირების ბიზნესი (მხოლოდ სატვირთო ექსპედირების ბიზნესი საჰაერო ტრანსპორტირების გამოყენებით)

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 4441 შეგროვებისა და მიწოდების სატვირთო ტრანსპორტი

 

JSIC 4821 სატვირთო ტრანსპორტი, გარდა შეგროვებისა და მიწოდების სატვირთო ტრანსპორტისა

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

კანონი სატვირთო ექსპედირების საქმიანობის შესახებ (1989 წლის კანონი No. 82), თავები 2-4

 

სატვირთო ექსპედირების საქმიანობის შესახებ კანონის სააღსრულებო რეგულაცია (1990 წლის ტრანსპორტის სამინისტროს მინისტრთა განკარგულება No. 20)

 

აღწერილობა:

 

  1. შემდეგ ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს ეკრძალებათ სატვირთო ექსპედირების  საქმიანობა საჰაერო ტრანსპორტირების გამოყენებით იაპონიის პუნქტებს შორის:

 

  1. ფიზიკური პირი, რომელსაც არ აქვს იაპონიის მოქალაქეობა;

 

  1. უცხო ქვეყანა ან უცხო ქვეყნის საჯარო პირი ან მასთან გათანაბრებული სუბიექტი;

 

  1. იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი, რომელიც შექმნილია ნებისმიერი უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად; და

 

  1. იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებში მითითებული ფიზიკური პირების ან სუბიექტების მიერ; იურიდიული პირი, რომლის დირექტორების მესამედი ან მეტი შედგება (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირების ან სუბიექტებისგან; ან იურიდიული პირი, რომლის ხმის მიცემის უფლების მესამედს ან მეტს ფლობენ (a), (b) ან (c) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფიზიკური პირები ან სუბიექტები.

 

  1. პირველ პუნქტში მითითებულ ფიზიკურ პირებს ან სუბიექტებს მოეთხოვებათ დარეგისტრირდნენ ან მიიღონ ნებართვა ან თანხმობა მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის მინისტრისგან საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტირების გამოყენებით სატვირთო ექსპედირების საქმიანობაზე. ასეთი რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ან ასეთი ნებართვა ან თანხმობა გაიცემა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე.

 

 

18

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

სარკინიგზო ტრანსპორტი

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 421 სარკინიგზო ტრანსპორტი

 

JSIC 4851 სარკინიგზო ობიექტების მომსახურება

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

  1. სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში სარკინიგზო ტრანსპორტის ინდუსტრიაში.

 

  1. სარკინიგზო ტრანსპორტის ინდუსტრიისთვის სატრანსპორტო საშუალებების ან ნაწილების და კომპონენტების წარმოება არ შედის სარკინიგზო ტრანსპორტის ინდუსტრიაში. შესაბამისად, სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინება არ არის საჭირო ამ პროდუქციის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებისათვის.

 

 

19

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

საგზაო სამგზავრო ტრანსპორტი

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 4311 ომნიბუსის ოპერატორები

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

  1. სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში ომნიბუსების ინდუსტრიაში.

 

  1. ავტომობილების ან ნაწილების და კომპონენტების წარმოება ომნიბუსის ინდუსტრიისთვის არ შედის ომნიბუსების ინდუსტრიაში. შესაბამისად, სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინება არ არის საჭირო ამ პროდუქციის წარმოებაში ინვესტიციების განხორციელებისათვის.

 

 

20

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

წყლის ტრანსპორტი

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 452 სანაპირო ზოლის ტრანსპორტი

 

JSIC 453 შიდა წყალის ტრანსპორტი

 

JSIC 4542 სანაპირო ზოლის გემის იჯარა

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში წყლის ტრანსპორტის ინდუსტრიაში. მეტი დამაჯერებლობისთვის, „წყლის ტრანსპორტის ინდუსტრია“ გულისხმობს საოკეანო და საზღვაო ტრანსპორტს, სანაპირო ზოლის ტრანსპორტს (ე.ი. საზღვაო ტრანსპორტს იაპონიის პორტებს შორის), შიდა წყლის ტრანსპორტსა და გემების საიჯარო ინდუსტრიას. ამასთან, საოკეანო და საზღვაო ტრანსპორტის ინდუსტრია და გემების საიჯარო ინდუსტრია, სანაპირო ზოლის გემის იჯარის ინდუსტრიის გამოკლებით, გათავისუფლებულია წინასწარი შეტყობინების მოთხოვნისგან სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად.

 

 

21

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

წყლის ტრანსპორტი

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

ზომები:

კანონი გემის შესახებ (1899 წლის კანონი No. 46), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

თუ სხვა რამ არ არის მითითებული იაპონიის კანონებსა და რეგულაციებში ან საერთაშორისო ხელშეკრულებებში, რომელთა მხარეც არის იაპონია, გემებს, რომლებიც იაპონიის დროშით არ ნაოსნობენ, ეკრძალებათ იაპონიის პორტებში შესვლა, რომლებიც დახურულია საგარეო ვაჭრობისთვის და ტვირთების გადასატანად ან მგზავრების გადასაყვანად პორტებს შორის იაპონიაში.

 

 

22

სექტორი:

წყალმომარაგება და წყალსადენები

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 3611 წყალი საბოლოო მომხმარებლებისთვის, გარდა სამრეწველო მომხმარებლებისა

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

აღწერილობა:

 

წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში წყალმომარაგებისა და წყალსადენის ინდუსტრიაში.

 

 

23

სექტორი:

აეროკოსმოსური ინდუსტრია

ქვესექტორი:

თვითმფრინავების წარმოება და რემონტი

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 16 ქიმიური და მონათესავე პროდუქტების წარმოება

 

JSIC 18 პლასტმასის ნაწარმის წარმოება, თუ სხვაგვარად არ არის კლასიფიცირებული

 

JSIC 19 რეზინის ნაწარმის წარმოება

 

JSIC 21 კერამიკის, ქვის და თიხის ნაწარმის წარმოება

 

JSIC 23 ფერადი ლითონებისა და პროდუქციის წარმოება

 

JSIC 24 მზა ლითონის ნაწარმის წარმოება

 

JSIC 25 ზოგადი დანიშნულების მანქანების წარმოება

 

JSIC 27 ბიზნესზე ორიენტირებული დანადგარების წარმოება

 

JSIC 28 ელექტრონული ნაწილები, მოწყობილობები და ელექტრონული სქემები

 

JSIC 29 ელექტრომანქანების, მოწყობილობებისა და მასალების წარმოება

 

JSIC 30 საინფორმაციო და საკომუნიკაციო ელექტრონული მოწყობილობების წარმოება

 

JSIC 31 სატრანსპორტო აღჭურვილობის წარმოება

 

JSIC 39 საინფორმაციო მომსახურება

 

JSIC 90 მანქანების, ა.შ. სარემონტო მომსახურება, თუ სხვაგვარად არ არის კლასიფიცირებული

 

შენიშვნა: JSIC 16, 18, 19, 21, 23, 24, 25, 27, 28, 29, 30, 31, 39 ან 90 ჩანაწერით გათვალისწინებული საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ კოსმოსური ინდუსტრიის საქმიანობით.

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27, 28 და 30

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 – 5

 

კანონი ავიამშენებლობის შესახებ  (1952 წლის კანონი No. 237), მუხლები 2 – 5

 

აღწერილობა:

 

  1. სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად წინასწარი შეტყობინების მოთხოვნა ვრცელდება უცხოელ ინვესტორებზე, რომლებიც აპირებენ ინვესტიციების ჩადებას იაპონიაში საჰაერო ინდუსტრიაში.

 

  1. რეზიდენტსა და არარეზიდენტს შორის ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ ხელშეკრულება საჰაერო ინდუსტრიასთან დაკავშირებით ექვემდებარება წინასწარი შეტყობინების მოთხოვნას სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის შესაბამისად.

 

  1. ამ სექტორებში მწარმოებლებსა და მომსახურების მიმწოდებლებისთვის მინიჭებული ლიცენზიების რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს.

 

  1. საწარმო, რომელიც აპირებს საჰაერო ხომალდის წარმოებას და სარემონტო მომსახურების მიწოდებას, ვალდებულია შექმნას ქარხანა, რომელიც დაკავშირებულია საჰაერო ხომალდის წარმოებასთან ან შეკეთებასთან, იაპონიის კანონებისა და წესების შესაბამისად.

 

 

საქართველოს განრიგი

 

1

სექტორი:

ყველა

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

ზომები:

საქართველოს კონსტიტუცია (2017 წლის 13 ოქტომბრის ცვლილება), მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი

 

საქართველოს ორგანული კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ (25 ივნისი, 2019)

 

საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ (21 ივლისი, 2010)

 

საქართველოს კანონი „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ (25 ივნისი, 2019)

 

აღწერილობა:

 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესაბამისად გაწერილი მოთხოვნების შესაბამისად.

 

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს ან იურიდიულ პირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში მისი კერძო სამართლის შესაბამისად.

 

 

2

სექტორი:

თევზჭერა

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

ეკონომიკური საქმიანობის სახეები GNC 006-2016 / Rev. 2

 

A 03.1 – თევზჭერა

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

საქართველოს მთავრობის დადგენილება No. 138, „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ (11 აგვისტო, 2005), მე-4 მუხლი

 

აღწერილობა:

 

თევზჭერის ლიცენზიის მიღების უფლება აქვთ საქართველოს რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს.

 

 

3

სექტორი:

სოფლის მეურნეობა

 

ქვესექტორი:

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ (12 ივლისი, 2013)

აღწერილობა:

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე შეიძლება  იყოს 18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე ან/და სხვა სასოფლო სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ფლობს პაის.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ასოცირებული წევრი შეიძლება იყოს 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან/და იურიდიული პირი (მათ შორის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი), რომელიც „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით დადგენილი წესით საპაიო ფონდში განხორციელებული აქვს ასოცირებული წევრის შენატანი.

 

ასოცირებული წევრი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით.

 

ასოცირებული წევრი უფლებამოსილია მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში.

 

ასოცირებული წევრი არ არის უფლებამოსილი უშუალოდ იყოს ჩართული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ განხორციელებულ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

 

 

 

4

სექტორი:

ფინანსური მომსახურება – დაზღვევა

 

ქვესექტორი:

ყველა სადაზღვევო და დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურება

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

ეკონომიკური საქმიანობის სახეები GNC 006-2016 / Rev. 2

 

K 65 – დაზღვევა, გადაზღვევა და საპენსიო ფონდების საქმიანობები სავალდებულო სოციალური უსაფრთხოების გარდა

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

ზომები:

საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ (2 მაისი, 1997), მუხლები 2, 7 და 22

აღწერილობა:

 

ქვემოთ ჩამოთვლილ სუბიექტებს აქვთ უფლება საქართველოში განახორციელონ მხოლოდ იმგვარი სადაზღვევო საქმიანობები, როგორიცაა სიცოცხლის დაზღვევა, დაზღვევა (ნივთის) და / ან გადაზღვევა:

 

  1. იურიდიული პირი, რეგისტრირებული, როგორც სააქციო საზოგადოება საქართველოში, რომელიც დაფუძნებულია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და ლიცენზირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ;

 

  1. ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც დაფუძნებულია საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევი კომპანიების მიერ. ასეთ ფილიალს შეუძლია საქართველოში აწარმოოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სადაზღვევო საქმიანობა მისი დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანიის ლიცენზიის საფუძველზე, საქართველოში სხვა ლიცენზიის მიღების ვალდებულების გარეშე. ამრიგად, სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებლის ლიცენზიას აქვს იგივე სამართლებრივი სტატუსი, როგორც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას და არავის აქვს უფლება ფილიალს (წარმომადგენლობას) მოსთხოვოს შესაბამისი ლიცენზიის მიღება.

 

 

5

სექტორი:

საფინანსო მომსახურებები – დაზღვევა

 

ქვესექტორი:

სადაზღვევო ფონდების დამხმარე მომსახურებები (სადაზღვევო ბროკერისა და სადაზღვევო სააგენტოს მომსახურებების ჩათვლით)

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

ეკონომიკური საქმიანობის სახეები GNC 006-2016 / Rev. 2

 

K 66.1 – საფინანსო მომსახურების დამხმარე საქმიანობები, სადაზღვევო და საპენსიო ფონდების გარდა

 

K 66.2 – სადაზღვევო და საპენსიო ფონდების დამხმარე საქმიანობები

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ (2 მაისი, 1997), მუხლი 7

აღწერილობა:

 

უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირი სადაზღვევო საბროკერო საქმიანობას ახორციელებს საქართველოში სათანადოდ რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით.

 

 

6

სექტორი:

მაუწყებლობა

ქვესექტორი:

საეთერო მაუწყებლობა

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

ეკონომიკური საქმიანობის სახეები GNC 006-2016 / Rev. 2

 

J 60 – პროგრამირების შექმნის და ტელერადიომაუწყებლობის საქმიანობები

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

ზომები:

საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“, (23 დეკემბერი, 2004) მუხლები 37 და 43

აღწერილობა:

 

ლიცენზიის მფლობელი და/ან ავტორიზებული პირი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს ქვემოთ აღწერილი მაუწყებლობის ტიპები, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი:

 

  1. რადიომაუწყებლობა

 

რადიომაუწყებლობისთვის ლიცენზია საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც მაუწყებლობის გადამცემი იყენებს რადიოსიხშირულ სპექტრს.

 

  1. სატელევიზიო მაუწყებლობა

 

სატელევიზიო მაუწყებლობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, ექვემდებარება ავტორიზაციას. სატელევიზიო მულტიპლექსის პლატფორმის შექმნა საჭიროებს ლიცენზიას.

 

დანართი II

მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული

შეუსაბამო ზომები

 

1.  ხელშემკვრელი მხარის განრიგი, მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ადგენს სპეციფიურ სექტორებს, ქვესექტორებს ან საქმიანობებს, რომელთათვისაც ამ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გამოიყენოს არსებული ან მიიღოს ახალი ან უფრო მკაცრი ზომები, რომლებიც არ შეესაბამება დაკისრებულ ვალდებულებებს:

 

  1. მე-2 მუხლით;
  1. მე-3 მუხლით; ან
  1. მე-6 მუხლით.

 

2. განრიგის თითოეულ ჩანაწერში მოცემულია შემდეგი ნაწილები:

 

  1. „სექტორი“ ნიშნავს სექტორს, რომლისთვისაც კეთდება ჩანაწერი;
  1. „ქვესექტორი“, სადაც მითითებულია, ეხება კონკრეტულ ქვესექტორს, რომლისთვისაც გაკეთებულია ჩანაწერი;
  1. „ინდუსტრიის კლასიფიკაცია“, სადაც მითითებულია და მხოლოდ გამჭვირვალეობის მიზნით, გულისხმობს შეუსაბამო ზომებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ინდუსტრიის დარგობრივი კლასიფიკაციის ადგილობრივი ან საერთაშორისო კოდების შესაბამისად;
  1. „დაკისრებული ვალდებულებები“ განსაზღვრავს პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რომლებიც მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად არ ვრცელდება ჩანაწერებში ჩამოთვლილ სექტორებზე, ქვესექტორებზე ან საქმიანობებზე;
  1. „აღწერა“ ადგენს იმ სექტორების, ქვესექტორების ან საქმიანობის სფეროს ან ხასიათს, რომელიც მოცემულია ჩანაწერში; და
  1.  „არსებული ზომები“, სადაც ეს მითითებულია, განსაზღვრავს გამჭვირვალობის მიზნებისათვის არსებული ზომების ამოუწურავ ჩამონათვალს, რომლებიც ეხება სექტორებს, ქვესექტორებს ან საქმიანობას, რომელიც მოცემულია ჩანაწერში.

3. ჩანაწერის ინტერპრეტაციისას გათვალისწინებული იქნება ჩანაწერის ყველა ნაწილი. ხოლო „ზომების“ ნაწილი სარგებლობს უპირატესობით ყველა სხვა ნაწილთან მიმართებით.

4. ამ დანართის მიზნებისათვის:

(a)        ტერმინი „JSIC“ ნიშნავს იაპონიის სტანდარტულ დარგობრივ კლასიფიკაციას, რომელიც დადგენილია იაპონიის შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს მიერ და შესწორებულია 2013 წლის 30 ოქტომბერს; და

(b)        ტერმინი „CPC“ ნიშნავს ძირითადი პროდუქტების დროებით  კლასიფიკაციას (სტატისტიკური დოკუმენტების სერია M No. 77, საერთაშორისო ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტი, გაეროს სტატისტიკური სამსახური, ნიუ-იორკი, 1991 წ.).

 

იაპონიის განრიგი1

 

1

სექტორი:

ყველა

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

სახელმწიფო საწარმოში ან სამთავრობო სუბიექტში საკუთარი კაპიტალის ინტერესების ან მათი აქტივების გადაცემის ან განკარგვისას იაპონია უფლებას იტოვებს:

 

  1. აკრძალოს ან დააწესოს შეზღუდვები საქართველოს ინვესტორების მიერ ამგვარი პროცენტების ან აქტივების საკუთრებაზე ან მათ ინვესტიციებზე;

 

  1. დააწესოს შეზღუდვები საქართველოს ინვესტორების ან მათი ინვესტიციების, როგორც ამგვარი ინტერესების ან აქტივების მფლობელების შესაძლებლობაზე, აკონტროლონ წარმოქმნილი საწარმო ან

 

  1. მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება რომელიმე წარმოქმნილი საწარმოს აღმასრულებელი დირექტორების, მენეჯერების ან დირექტორთა საბჭოს წევრების მოქალაქეობას.

 

არსებული ზომები:

 

 

 

2

სექტორი:

ყველა

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი  (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციებს სატელეგრაფო მომსახურებებში, ფსონების და სათამაშო მომსახურებებში, თამბაქოს ნაწარმის წარმოებაში, იაპონიის ბანკის ბანკნოტების დამზადებაში, მონეტების გამოშვებასა და გაყიდვაში იაპონიაში.

 

არსებული ზომები:

 

 

 

3

სექტორი:

ყველა

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

აღწერილობა

იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც სთავაზობს დიფერენცირებულ რეჟიმს ქვეყნებს ნებისმიერი ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც მოიცავს:

 

  1. ავიაციას;

 

  1. თევზჭერას; ან

 

  1. საზღვაო საკითხებს, სამაშველო საქმიანობის ჩათვლით.

 

არსებული ზომები:

 

 

 

4

სექტორი:

ყველა

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

უპირატესი ხელშეწყობის (მუხლი 3)

 

აღწერილობა

ეროვნული რეჟიმი და უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი შესაძლებელია არ მიენიჭოს საქართველოს ინვესტორებისა და მათი ინვესტიციებს სუბსიდიებთან მიმართებით.

არსებული ზომები:

 

 

 

5

სექტორი:

აეროკოსმოსური ინდუსტრია

 

ქვესექტორი:

კოსმოსური ინდუსტრია

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციებს კოსმოსურ ინდუსტრიაში.

 

არსებული ზომები:

 

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27, 28 და 30

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 – 5

 

 

6

სექტორი:

იარაღის და ფეთქებადი მასალების ინდუსტრია

 

ქვესექტორი:

იარაღის ინდუსტრია

 

ფეთქებადი მასალების ინდუსტრია

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

იაპონია უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა იარაღის მრეწველობასა და ფეთქებადი მასალების მრეწველობაში ინვესტიციებთან დაკავშირებით.

 

არსებული ზომები:

 

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No 228), მუხლები 27, 28 და 30

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No261), მუხლები 3 – 5

 

 

7

სექტორი:

ენერგია

 

ქვესექტორი:

ელექტროენერგეტიკა

 

ბუნებრივი აირის ინდუსტრია

 

ბირთვული ენერგიის ინდუსტრია

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა ენერგეტიკულ ინდუსტრიაში ინვესტიციებთან დაკავშირებით, რომელიც ჩამოთვლილია „ქვესექტორის“ ნაწილში.

 

არსებული ზომები:

 

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლები 27, 28 და 30

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლები 3 – 5

 

 

8

სექტორი:

თევზჭერა

ქვესექტორი:

თევზჭერა ტერიტორიულ ზღვაში, შიდა წყლებში, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფზე

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 031 საზღვაო თევზჭერა

 

JSIC 032 შიდა წყლის თევზჭერა

 

JSIC 041 საზღვაო აკვაკულტურა

 

JSIC 042 შიდა წყლის აკვაკულტურა

 

JSIC 8093 სამოყვარულო თევზჭერის სახელმძღვანელო მითითებები

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციებს თევზჭერის საქმეში  ტერიტორიულ ზღვაში, შიდა წყლებში, ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონასა და იაპონიის კონტინენტურ შელფზე.

 

ამ ჩანაწერის მიზნებისათვის ტერმინი „თევზჭერა“ ნიშნავს წყლის რესურსების ამოღებას და დამუშავებას, თევზჭერასთან დაკავშირებული შემდეგი საქმიანობების ჩათვლით:

 

  1. წყლის რესურსების გამოკვლევა ასეთი რესურსების ამოღების გარეშე;

 

  1. წყლის რესურსების მოზიდვა;

 

  1. დაჭერილი თევზის შენარჩუნება და დამუშავება;

 

  1. დაჭერილი თევზის და თევზის პროდუქციის ტრანსპორტირება; და

 

  1. თევზჭერისთვის გამოყენებული სხვა ხომალდებისათვის მარაგების მიწოდება.

 

არსებული ზომები:

 

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ თევზჭერის საქმიანობის რეგულირების შესახებ (1967 წლის კანონი No. 60), მუხლები 3, 4 და 6

 

კანონი ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონებში თევზჭერის სფეროში სუვერენული უფლებების განხორციელების შესახებ (1996 წლის კანონი No. 76), მუხლები 4, 5, 7-12 და 14

 

 

9

სექტორი:

ინფორმაცია და კომუნიკაციები

 

ქვესექტორი:

მაუწყებლობა

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 380 დაწესებულებები, რომლებიც ეწევიან ადმინისტრაციულ ან დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას

 

JSIC 381 საზოგადოებრივი მაუწყებელი, საკაბელო მაუწყებლობის გამოკლებით

 

JSIC 382 კერძო მაუწყებლობა, საკაბელო მაუწყებლობის გამოკლებით

 

JSIC 383 საკაბელო მაუწყებლობა

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

იაპონია იტოვებს უფლებას მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება სამაუწყებლო სფეროში ინვესტიციას.

 

არსებული ზომები:

 

კანონი სავალუტო და საგარეო ვაჭრობის შესახებ (1949 წლის კანონი No. 228), მუხლი 27

 

კაბინეტის ბრძანება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ (1980 წლის კაბინეტის ბრძანება No. 261), მუხლი 3

 

კანონი რადიოს შესახებ (1950 წლის კანონი No. 131), მე-2 თავი

 

კანონი მაუწყებლობის შესახებ (1950 წლის კანონი No. 132), მე-5 და მე-8 თავები

 

 

10

სექტორი:

მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული გარიგება

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

აღწერილობა

იაპონიაში მიწის ნაკვეთების შეძენაზე ან იჯარით აღებაზე შეიძლება დაწესდეს აკრძალვები ან შეზღუდვები.

 

არსებული ზომები:

 

კანონი უცხო ქვეყნის მიწის შესახებ (1925 წლის კანონი No. 42), მუხლი 1

 

 

11

სექტორი:

საჯარო სამართალდამცავი და გამასწორებელი მომსახურებები და სოციალური მომსახურებები

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ეხება ინვესტიციებს საჯარო სამართალდამცავ და გამასწორებელ და ისეთ სოციალურ სამსახურებში, როგორიცაა შემოსავლის დაცვა ან დაზღვევა, სოციალური დაცვა ან დაზღვევა, სოციალური კეთილდღეობა, სახელმწიფო სწავლება, ჯანდაცვა, ბავშვზე ზრუნვა და სახელმწიფო საცხოვრებელი.

 

არსებული ზომები:

 

 

 

12

სექტორი:

ტრანსპორტი

 

ქვესექტორი:

საჰაერო ტრანსპორტი

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა აეროპორტებში ან აეროპორტის ექსპლუატაციის მომსახურებაში ინვესტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

ამ ჩანაწერის მიზნებისათვის ტერმინი „აეროპორტის ექსპლუატაციის მომსახურება“ ნიშნავს საჰაერო ტერმინალის, აეროდრომის და აეროპორტის დანარჩენი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციის მომსახურების მიწოდებას საფასურის ან ხელშეკრულების საფუძველზე. აეროპორტის ექსპლუატაციის სერვისებში არ შედის საჰაერო ნავიგაციის მომსახურება.

 

არსებული ზომები:

 

 

 

13

სექტორი:

განათლებისა და სწავლების მხარდაჭერა

 

ქვესექტორი:

დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო მომსახურება

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

JSIC 811 საბავშვო ბაღები

 

JSIC 812 დაწყებითი სკოლები

 

JSIC 813 უმცროსი საშუალო კლასები

 

JSIC 814 ზედა საფეხურის საშუალო სკოლები, საშუალო სკოლები

 

JSIC 815 სპეციალური საგანმანათლებლო სკოლები

 

JSIC 819 ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და მოვლის ინტეგრირებული ცენტრები

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

აღწერილობა

იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ღონისძიება დაწყებითი და საშუალო საგანმანათლებლო მომსახურებაში ინვესტიციებთან დაკავშირებით.

 

არსებული ზომები:

 

განათლების ძირითადი კანონი (2006 წლის კანონი No. 120), მე-6 მუხლი

 

სასკოლო განათლების კანონი (1947 წლის კანონი No. 26), მე-2 მუხლი

 

კანონი კერძო სკოლის შესახებ (1949 წლის კანონი No. 270), მე-3 მუხლი

 

კანონი სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლებასთან, ბავშვზე ზრუნვასთან და სხვ. დაკავშირებული ყოვლისმომცველი მომსახურების განვითარების შესახებ (2006 წლის კანონი No. 77)

 

 

14

სექტორი:

ყველა

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

  1. იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციას ინდუსტრიებში, რომლებიც განსხვავებულია აღიარებული მომსახურეობებისგან ან განსხვავებულია იმ მომსახურეობებისგან, რომლებიც უნდა ეღიარებინა იაპონიის მთავრობას ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის არსებული პირობების გათვალისწინებით.

 

  1. ნებისმიერი ინდუსტრია, რომელიც სრულად და პირდაპირ კლასიფიცირებულია  JSIC-ში ან CPC-ში, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღეს უნდა იქნეს აღიარებული იაპონიის მთავრობის მიერ ამ დღეს.

 

  1. იაპონია  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციას იმ მომსახურებაში, რომელიც ტექნიკური თვალსაზრისით შეუსრულებადი იყო ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისათვის.

 

არსებული ზომები:

 

 

 

საქართველოს განრიგი

 

1

სექტორი:

ყველა

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

აღწერილობა:

საქართველო  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელმაც შესაძლოა არ მიანიჭოს იაპონიის ინვესტორებს და მათ ინვესტიციებს ეროვნული რეჟიმი ან უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი სუბსიდიებსა და გრანტებთან მიმართებით, მათ შორის, მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სესხების, გარანტიებისა და დაზღვევის ჩათვლით, იმ პირობით, რომ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

არსებული ზომები:

 

 

 

2

სექტორი:

ყველა

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა:

საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც მითითებულია მის ჰორიზონტალურ ვალდებულებებში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) მომსახურებების სპეციფიკური ვალდებულებების გრაფიკში (GATS/SC/129, 2000 (I ჰორიზონტალური ვალდებულებები)).

 

არსებული ზომები:

 

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების მომსახურების სპეციფიკური ვალდებულებების გრაფიკი (GATS / SC / 129,2000 (I ჰორიზონტალური ვალდებულებები))

 

3

სექტორი:

საჯარო სამართალდამცავი და გამასწორებელი მომსახურებები და სოციალური მომსახურებები

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა:

საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს  ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება ინვესტიციებს საჯარო სამართალდამცავ და გამასწორებელ სამსახურებში, სამედიცინო სამსახურებსა და დედათა და ბავშვთა ჯანდაცვაში, იმ პირობით, რომ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

 

არსებული ზომები:

 

 

 

4

სექტორი:

მშენებლობა და მასთან დაკავშირებული საინჟინრო საქმიანობა

 

ქვესექტორი:

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

საქართველო უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც დაკავშირებულია ინვესტიციასთან მშენებლობასა და მასთან დაკავშირებულ საინჟინრო საქმიანობაში, რომ მთლიანი პერსონალის არანაკლებ 50 პროცენტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

 

არსებული ზომები:

 

 

 

5

სექტორი:

ტურიზმი

 

ქვესექტორი:

ტურისტული გიდები

 

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმი  (მუხლი 3)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

საქართველო  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ზომა, რომელიც ეხება საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს და სალიცენზიო მოთხოვნებსა და პროცედურებს ტურისტული გიდებისა და გიდის მომსახურებისათვის.

 

არსებული ზომები:

 

 

 

6

სექტორი:

ელექტროენერგეტიკა და ენერგეტიკა

 

ქვესექტორი:

ელექტროენერგია, გაზი და ნავთობი

ინდუსტრიის კლასიფიკაცია:

 

დაკისრებული ვალდებულებები:

 

ეროვნული რეჟიმი (მუხლი 2)

 

შესრულების მოთხოვნების აკრძალვა (მუხლი 6)

 

აღწერილობა

საქართველო  უფლებას იტოვებს მიიღოს ან შეინარჩუნოს ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ეხება ელექტროენერგეტიკისა და ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციებს, რომლებიც ჩამოთვლილია „ქვესექტორის“ ნაწილში.

 

არსებული ზომები: