დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 10/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/08/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.106.016367 |
12
10/08/2021
ვებგვერდი, 12/08/2021
010250020.35.106.016367
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხობის მუნიციპალიტეტი
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პროექტების ინიციირების, მათი განხილვისა და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის №8 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 28.05.2021 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.106.016363) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მერის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში პროექტი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტით ინიციირებული პროექტების დაფინანსებისთვის (თანადაფინანსებისთვის) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო შესაბამის საბიუჯეტო მუხლში თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხორციელდება ცვლილება დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები