,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 70/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2021
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018070
70/ნ
13/08/2021
ვებგვერდი, 16/08/2021
430030000.22.022.018070
,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №70/ნ

2021 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №68/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.017926) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის“:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ტრენინგ-მოდული – „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  სამინისტროს მიერ შემუშავებული ტრენინგ-მოდული, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებისა და პროფესიული განვითარების  სავალდებულო ეტაპს;“.

2.  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3.  ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციების შერჩევის კრიტერიუმები  

ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

1. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი, რომელიც განათლების ან ფსიქოლოგიის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში კითხულობს ლექციებს, ატარებს სემინარებს, ხელმძღვანელობს პრაქტიკას სკოლამდელი განათლების ან  ბავშვის ფსიქოლოგიის  მიმართულებით  და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო - მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

2. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს  პერსონალი, რომელიც უძღვება აღმზრდელის/ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო პროფესიულ მოდულებს, აქვს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში ტრენერობის გამოცდილება ბოლო  5 წლის მანძილზე და აქვს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვების სწავლების, შეფასება/დიაგნოსტირების, ინტერვენციის განხორციელების ან ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში საგანმანათლებლო-მეთოდოლოგიური რესურსების შექმნის გამოცდილება.

3. ტრენინგ-მოდულის მიმწოდებელ ორგანიზაციას უნდა ჰყავდეს პერსონალი,  რომელსაც შექმნილი აქვს საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების სასერტიფიკატო ტრენინგ-კურსები ან/და უძღვება აღნიშნულ ტრენინგ-კურსებს ადრეული და სკოლამდელი განათლების მიმართულებით.

4. ტრენინგ-მოდულის  მიმწოდებელ  ორგანიზაციას  უნდა ჰყავდეს  პერსონალი, რომელსაც ცენტრის ეგიდით ჩატარებული აქვთ „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 29 ივნისის №97/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ,,აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული" ადრეული  და  სკოლამდელი  აღზრდისა  და განათლების დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორების/ მეთოდისტებისათვის, რაც დასტურდება ცენტრის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე.“.

3. მე-4 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის მიერ მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ერთ-ერთ კრიტერიუმთან შესაბამისობის დადგენა და ამავე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პირების შერჩევა ხდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის მიერ.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი ორგანიზაციის  მიერ წარდგენილი პირების შერჩევის შემთხვევაში, ამ პირებს უფლება აქვთ ტრენინგ-მოდული ჩაატარონ მხოლოდ ტრენინგ-მოდულის მიწოდების მსურველი  ორგანიზაციის ეგიდით.“.

4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ტესტი  – (მაქსიმალური შეფასება –  20 ქულა).“.

5. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტი:

„5. ტრენინგ-მოდულის  დისტანციური (ონლაინ) ფორმით ჩატარების შემთხვევაში, ონლაინ ტრენინგ-მოდულის შინაარსი და ტრენინგ-მოდულის ფარგლებში მონაწილეთა შეფასების სისტემა განისაზღვრება დანართი №3-ით და დანართი №4-ით.

6. ტრენინგ-მოდულის დისტანციური (ონლაინ) ფორმით ჩატარების შემთხვევაში გასათვალისწინებელი მოთხოვნები განისაზღვრება დანართი №5-ით .“.

 

მუხლი 2
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დანართი №3, დანართი №4 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი