„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-1240
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 13/08/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/08/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016687
2-1240
13/08/2021
ვებგვერდი, 16/08/2021
040030000.22.023.016687
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1240

2021 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/04/2018 წ, ს/კ: 040030000.22.023.016486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ6“ ქვეპუნქტი:

„ჯ6) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.

2. მე-5 მუხლის 61 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:

„ს1) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის თაობაზე განაცხადების განხილვა, აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი