დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-1240 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/08/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016687 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/04/2018 წ, ს/კ: 040030000.22.023.016486) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჯ6“ ქვეპუნქტი:
„ჯ6) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემა და „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“. |
2.
მე-5 მუხლის 61 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი:
„ს1) აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვის გაცემის თაობაზე განაცხადების განხილვა, აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები